aromatika
  • თმის ნიღაბი გაყოფილი ბოლოების საწინააღმდეგოდ და თმის ბზინბარებისთვის კალენდულას (გულყვითელას ) ზეთით: 6 ს/კ კალენდულას ზეთს დაუმატეთ 2 ს/კ ნუშის და კაკაოს, 3 ს/კ შის (კარიტეს) ზეთი და გაალღვეთ წყლის აბაზანაზე. გააჩერეთ 20წუთით და გადაიტანეთ მშრალ მინის ქილაში. მიღებული კრემი ინახება მაცივარში. კრემი გამოიყენება არა მარტო თმის ძირებში შესაზელად, არამედ თმის მთელს სიგრძეზე. ჩამოიბანება შამპუნით.
  • თმის ნიღაბი გაღიზიანებული თვის კანის მოსავლელად: 3 ს/კ კალენდულას ზეთს დაუმატეთ 1 ს/კ ჟოჟობას ზეთი და როზმარინის, სალბის და ჩაის ხის ეთერზეთი 5-5 წვეთი. ნიღბი შეიძლეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ შამპუნით. ქრება დაჭიმულობაც და ქერტლი.
  • გარდა ამისა, კალენდულას ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა სახის კანის მოსავლალად, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ზამთარში იცავ კანს მოყინვისაგან, ზაფხულში ულტრაიისფერი სხივებისაგან.

,,არომატიკა" გთავაზობთ სახის ნიღბებსაც:

  • პრობლემური და ცხიმიანი კანის მოსავლელად: შეურიეთ თანაბარი მოცულობებით კალენდულას, შავი კვლიავის და კაკლის ზეთი. ამ ზეთების ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დაეხმარება კანს განთავისუფლდეს აკნეს დ აგამონაყარისაგან.
  • პრობლეური და ცხიმიანი კანის ნიღაბი: 1 ც/კ კალენდულას ზეთს დაუმატეთ იგივე რაოდენობით კრაზანის ან ყურძნის წიპწების ზეთი, 3 ს/კ ალუბლის რბილობი (უხდება ნებისმიერი მჟავე ვაშლის, ყურძნის, საზამთროს, გარგარის ან მსხლის რბილობიც) და 2 ს/კ ალოეს წვენი. ყველა ინგრედიენტი კარგად შეურიეთ ერთმანეთს და მაშინვე გამოიყენეთ სუთა სახეზე. ნიღაბი გაიჩერეთ 20-25 წუთით და ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის მქონე წყლით. 
  • სახის კანის გამაღიავებელი ნიღაბი: თანაბარი მოცულობებით შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის და კალენდულს ზეთი და დაამატეთ ლიმონის წვენი. მიღებული ნარევით გაიწმინდეთ სახე ყოველდღე. 
  • სახის კანის გამაახალგაზრდავებელი და დამატენიანებელი ნიღაბი: შვრიის ბურღულის ფაფას დაამატეთ კალენდულას ზეთი რამოდენიმე წვეთი და მიღებული ნარევი გაიჩერეთ სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის გამოყენება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ. 

სტატიის ავტორი , 2022-04-04


კომენტარები