ფეხის აეროზოლი ანტიბაქტერიული
ფეხის ანტიბაქტერიულ აეროზოლს ჩაის ხის ეთერზეთით-გააჩნია გამაგრილებელი, მადეზოდორირებელი მოქმედება. თრგუნავს ოფლის ბაქტერიების გამრავლებას, რომელებიც იწვევენ სუნს და ახდენს სოკოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკას.  გამოიყენება დასხურებით ფეხის ტერფებზე (გააჩერეთ სრულ გაშრობამდე).  მოცულობა-50მლ
9
ინტიმ-გელი ანტიბაქტერიული 
ინტიმ-გელი ანტიბაქტერიული ჟასმინის და ილანგ-ილანგის ეთერზეთებით და ნუშის ზეთით ნაზად უვლის სხეულის ინტიმურ ზონას. სპეციალური რბილი ფუძე დელიკატურად ასეუფთავებს, ატენიანებს და არ აღიზიანებს კანს, ინარჩუნებს საჭირო pH-ს. ნუშის ზეთი იდეალური საშუალებაა გარიზიაენბისაკენ მიდრეკილი კანის მოსავლელად.  ილანგ-ილანგის ეთერზეთს გააჩნია ანტისეპტიკურ მოქმედება. ჟასმინის ეთერზეთი საუკეთესო საშუალებაა მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად. ალანტოინს გააჩნია სამკურნალო, ჭრილობის შემახორცებელი და აღმდგენი თვისება. მოცულობა-200მლ
10
ინტიმ-გელი მოსავლელი
ინტიმ-გელი მოსავლელი გვირილის და მაკადამიის ზეთით ნაზად უვლის სხეულის ინტიმურ ზონას. სპეციალური რბილი ფუძე დელიკატურად ასეუფთავებს, ატენიანებს და არ აღიზიანებს კანს, ინარჩუნებს საჭირო pH-ს. გვირილის ექსტრაქტს გააჩნია ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი მოქმედება კანზე. მაკადამიის ზეთს გააჩნია დამარბილებელი და დამცავი მოქმედება, ნაზად უვლის, კვებავს და ატენიანებს კანს. მოცულობა-200მლ
10
ტანის კრემ-გელი ანტიბაქტერიული
კრემ-გელი შეიცავს ჩაის ხის და ლიმნის ეთერზეთებს და ატმის ზეთს. ადვილად ქაფდება, დელიკატურად ასუფთავეს სხეულს და ბუნებრივად ატენიანებს.  ჩაის ხის ეთერზეთი ბუნებრივი ანტისეპტიკია, ხოლო ლიმნის ეთერზეთი არეგულირებს კანზე ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას.  ეთერზეთების შემცველობა განაპირობებს არომათერაპიულ ეფექტს: ხსნის დაძაბულობას და ატონიზირებს, ხელს უწყობს ძალების აღდგენას, ყურადღების კონცენტრაციის მომატებას. მოცულობა-300მლ
10
შოკოლადის ტანის სკრაბი
შოკოლადის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი, რადგან ის ჩვენი კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებს – თუთიას, სპილენძს, მაგნიუმს, მანგანუმს და კალცს შეიცავს. შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და უჯერი მჟავებით, რაც ეხმარება კანს სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.  100%-იანი ნატურალური შემადგენლობის წყალობით, სკრაბი ნაზად აშორებს კანს გაუხეშებულ უჯრედებს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ატენიანებს და კვებავს მას.  გამოყენება: დაიტანეთ სკრაბი ტენიან კანზე, გაიკეთეთ მასაჟები წრიული მოძრაობებით და ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1-3 ჯერ.  მოცულობა-370მლ
23
ტანის კარაქი კაკაო-ვანილი
100% მცენარეული ნატურალური პროდუქტი! არ შეიცავს: მინერალურ ზეთებს, სინთეზურ საღებავებს, ცხოველურ ცხიმებს, პარაბენებს და სილიკონს. კაკაოს ზეთი - პოპულარული მაღალეფექტური კოსმეტიკური საშუალებაა. ის კარგად შეიწოვება კანის მიერ არ ტოვებს ცხიმოვან ფენას და უხდება ყველა ტიპის კანს, განსაკუთრებით კი აუცილებელია მშრალი კანისთვის. ზეთში არსებული აქტიური კომპონენტები კვებავს, აღადგენს წყალ-ცხიმოვან ბალანსს, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, არბილებს, აახალგაზრდავებს და ატონიზირებს კანს, ხდის მას უფრო ნაზს, ელასტიურს და ხავერდოვანს. ამ კოსმეტიკური საშუალების გამოყენება ორსულობის დროს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სტრიების გაჩენა და ასევე ხელს უწყობს მათ აღმოფხვრას ორსულობის ან წონაში მკვეთრად დაკლების შემდეგ. კაკაოს ზეთი ხელს უწყობს თანაბარი და ლამაზი რუჯის მიღებას. ვანილის ეთერზეთი გამოიყენება არომათერაპიაში და კოსმეტიკური საშუალებების გასამდიდრებლად. რეკომენდირებულია კანის დატენიანების, კვების, დარბილების და ელასტიურობის აღსადგენად, აქრობს კანის ცხიმოვან ელფერს. წონა-100გრ
25
ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთი
სამასაჟე ზეთი უზრუნველყოფს: - სისხლის და ლიმფის მიმოქცევის გააქტიურებას, - ხელს უწყობს ჩალაგებული ცხიმების უტილიზაციას,  - ტოქსინების გამოყოფას,  - არეგულირებს წყალ-ცხიმოვან ბალანსს  - კვებავს, ატენიანებს და ამკვრივებს მოშვებულ კანს. გამოიყენება ისეთი ზონების ღრმა მასაჟისთვის , როგორიცაა-ღაბაბი, მკლავები, თეძოები და დუნდულები. მასაჟი რეკომენდებულია გაკეთდეს დღეგამოშვებით. გარდა ამისა ზეთის დამატება შესაძლებელია აბაზანის მიღებისას. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრობლემური ადგილების დამასაჟება უხეში ღრუბელით. ზეთი დამზადებულია: ნუშის, ატმის, ყურძნის წიპწების, ჟოჟობას ნატურალური ზეთების და ლავანდის, გერანის, ღვიის, ლიმნის და კიპარისის ეთერზეტების საფუძველზე.  მოცულობა-100მლ
25
ტანის კარაქი ქოქოსი-მანდარინით
ქოქოსი-მანდარინით ტანის კარაქი 100%-ით ნატურალური პროდუქტი ნატურალური ზეთები-წარმოადგენს ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების ალტერნატივას. ქოქოსი და შის (კარიტეს) ზეთების კომბინაცია გამდიდრებული მანდარინის ეთერზეთით და ღიღილოს ექსტრაქტით ნამდვილი საჩუქარია კანისთვის. ქოქოსის ზეთი (კარაქი) ამშვიდებს კანს, აღადგენს ჰიდროლიპიდურ ფენას, ანიჭებს კანს სიმკვრივეს და ელასტიურობას. შის (კარიტეს) ზეთი (კარაქი) ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, აკავებს ტენს და კვებას კანს, იცვას გარემოს ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან, წარმოადგენს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან დამცავ ფილტრს. ღიღილოს ექსტრაქტი ავლენს მატონიზირებელ, აღმდგენ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას და აბრკოლებს ნაოჭების გაჩენას. მანდარინის ეთერზეთი აცოცხლებს მოშვებულ, გადაღლილ კანს, ხელს უწყობს კანის რელიეფის გათანაბრებას, აუმჯობესებს კანის ფერს და ანიჭებს ნარევს სასიამოვნო სუნს. ტანის კარაქი ადილად შეიწოვება კანის მიერ, არ ტოვებს ცხიმიან ელფერს და არ ახშობს ფორებს, არ შეიცავს პარაბენებს, ცხოველურ ცხიმებს, მინერალურ ზეთებს, სინთეზურ საღებავებს. მოცულობა-100მლ  
25