არგანის ზეთი
16
არგანის ზეთი ძალიან მდიდარია აქტიური კომპონენტებით, როგორიცაა: ანტიოქსიდანტები-პოლიფენოლები და ტოკოფეროლები, ვიტამინები-A და E, ასევე ანტიბიოტიკების და ფუნგიციდების მსგავსი ნივთიერებებით.
არგანის ზეთი აღადგენს კანის ლიპიდურ ფენას და სუკეთესო საშალებაა:
- დამწვრობების, ჭრილობების და ნაიარევების სამკურნალოდ,
- ორსულობის ან წონაში მომატებისას სტრიებისაგან დასაცავად,
- არგანის ზეთს გააჩნია დამატენიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი, მატონიზირებელი, ანტიოქსიდანტური მოქმედება,
- ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, აქრობს ნაოჭებს,
- გამოიყენება თვალების გარშემო და გრძნობიარე, მათ შორის ბავშვის კანის მოსავლელად და დასატენიანებლად,
- საუკეთესო მკვებავი საშუალებაა კანის, ფრჩხილების და თმებისათვის.
- გარდა ამისა არგანის ზეთის მასაჟი რეკომენდებულია ართრიტის, რევმატიზმის და კუნთების ტკივილის დროს.
მოცულობა-20მლ
,,არომატიკა"-ს რეცეპტები არგანის ზეთით იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/37
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 16
- ქვეყანა
- გერმანია
- ნანახია
- 11707
მსგავსი პროდუქტები
ჟოჟობას ზეთი
ჟოჟობას ზეთი იდეალური და უნიკალური საშუალებაა ნებისმიერი ტიპის კანის და თმის ყოველდღიური მოვლისათვის.
ის კარგად შეიწოვება კანის მიერ და ავლენს: აღმდგენს, მკვებავ, დამარბილებელ, დამატენინანებელ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.
განსაკუთრებით ეფექტურია ჟოჟობას ზეთის გამოყენება ახალშობილი ბავშვების ნაზი კანის მოსავლელად გაღიზიანებების, სიწითლეების და სიმშრალის დროს.
ეფექტურია მისი გამოყენება თვალების გარშემო ნაოჭების საწინააღმდეგოდ და ტუჩების ნაზი კანის მოსავლელად.
რეგულარული გამოყენებისას ჟოჟობას ზეთი ხელს უწყობს დაღლილი და მოშვებული კანის გაახალგაზრდავებას, აბრკოლებს ნაოჭების წარმოქმნას და ხელს უწობს უკვე არსებულის აღმოფხვრას.
ჟოჟობას ზეთს იყენებენ ასევე სტრიების, ცელულიტის, ნახეთქების, ნაკაწრების, დერმატიტების, ფსორიაზის, ეგზემის, დამწვრობების დროს.
ასევე წამწამების, წარბების , ფრჩხილების და თმის მოსავლელად.
კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება: 10გრ კრემს, ტონიკს ან ლოსიონს დაუმატეთ 5-10მლ ჟოჟბას ზეთი, ხოლო 100მლ შამპუნს ან ბალზამს-7-10მლ.
ჟოჟობას ზეთის გამოყენების მეთოდები იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/32
მოცულობა-20მლ
15
ჭინჭრის ზეთი
ჭინჭრის ზეთი, როგორც სახის და სხეულის სილამაზის პროდუქტი, შეიძლება დაემატოს კრემებსა და ლოსიონებს. ამ ზეთის შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა მას აკნეს შესანიშნავ საშუალებად აქცევს.
ჭინჭრის ზეთი ამცირებს კანის ცხიმიანობას, ხელს უწყობს ფორების შევიწროებას.
ის კურნავს, კვებავს სახის კანს, ხდის მას რბილს და ხავერდოვანს, ჰმატებს ერთფეროვნებას. ხელს უწყობს წვრილი ხაზების და ნაოჭების შემცირებას. ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას და აუმჯობესებს კანის სუნთქვას.
ჭინჭარს აქვს ძლიერი შემბოჭავი თვისება, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია მწერების ნაკბენისა და გამონაყარის ადგილებში.
თუ აქამდე არ იცოდით რომელი მცენარეული ზეთი შეგერჩიათ კულულების აღსადგენად, მაშინ ჭინჭრის ზეთი შესანიშნავია ამ მიზნისთვის, ასევე დასუსტებული თმისთვის. ის ანიჭებს მათ სირბილეს, ელასტიურობას და ჯანსაღ იერს. აქვს სასარგებლო გავლენა თმის სტრუქტურაზე, ეფექტურად აცოცხლებს და ატენიანებს მშრალ ღერებს. ჭინჭრის ზეთი ასევე ითვლება თმის ზრდის საკმაოდ ძლიერ ბუნებრივ აქტივატორად.
ყველამ იცის, რომ თმისთვის ძალიან ცუდია ტემპერატურული ცვლილებები, მზის პირდაპირი სხივების, ულტრაიისფერი სხივები, ძალიან ხშირი ღებვა და ქიმიური დახვევა. ჭინჭრის ზეთი, როგორც თმის საუკეთესო თერმული დამცველი, ქმნის ერთგვარ დამცავ ფენას, რომელიც ამცირებს ყველა უარყოფით გავლენას თმაზე და თავის კანზე.
ჭინჭრის ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ სუფთა სახით, ასევე სხვა ზეთებთან ნარევებში, როგორც საბაზისო ზეთი ბუნებრივი ეთერზეთებით კომპოზიციების შესაქმნელად, კოსმეტიკური საშუალებების გასამდიდრებლად.
მოცულბა-50მლ
12