ასკილის ზეთი
15
ასკილის ზეთს გააჩნია ვიტამინიზირებული, აღმდგენი, ანტიმიკრობული, მატონიზირებელი, დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება:
- სამკურნალო-პროფილაქტიკური მასაჟებისათვის, სახის მატონიზირებელი მასაჟისთვის
- კანის ელასტიურობის ასამაღლებლად, ნაადრევად გაჩენილი ნაოჭების საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით თვალების და ტუჩების გარშემო
- გაღიზიანებული, გამომშრალი, აქერცლილი კანის სამკურნალოდ
- მკერდის დახეთქილი თავების სამკურნალოდ
- კანის და ლორწოვანის დამწვრობის, პოსტოპერაციული ნაკერების, ტროფიკული წყლულების, ეგზემის და დერმატოზების დროს.
მოცულობა-20მლ
,,არომატიკა"-ს რეცეპტები ასკილის ზეთით იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/33
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 15
- ქვეყანა
- გერმანია
- წონა
- 20
- ნანახია
- 21501
მსგავსი პროდუქტები
არგანის ზეთი
არგანის ზეთი ძალიან მდიდარია აქტიური კომპონენტებით, როგორიცაა: ანტიოქსიდანტები-პოლიფენოლები და ტოკოფეროლები, ვიტამინები-A და E, ასევე ანტიბიოტიკების და ფუნგიციდების მსგავსი ნივთიერებებით.
არგანის ზეთი აღადგენს კანის ლიპიდურ ფენას და სუკეთესო საშალებაა:
დამწვრობების, ჭრილობების და ნაიარევების სამკურნალოდ,
ორსულობის ან წონაში მომატებისას სტრიებისაგან დასაცავად,
არგანის ზეთს გააჩნია დამატენიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი, მატონიზირებელი, ანტიოქსიდანტური მოქმედება,
ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, აქრობს ნაოჭებს,
გამოიყენება თვალების გარშემო და გრძნობიარე, მათ შორის ბავშვის კანის მოსავლელად და დასატენიანებლად,
საუკეთესო მკვებავი საშუალებაა კანის, ფრჩხილების და თმებისათვის.
გარდა ამისა არგანის ზეთის მასაჟი რეკომენდებულია ართრიტის, რევმატიზმის და კუნთების ტკივილის დროს.
მოცულობა-20მლ
,,არომატიკა"-ს რეცეპტები არგანის ზეთით იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/37
16
ნუშის ზეთი
ნუშის ზეთი - ყველასთვის ცნობილი პოპულარული და ეფექტური კოსმეტიკური საშუალებაა.
ის ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, განსაკუთრებით ღამის და მკვებავი კრემების შემადგენლობაში.
ნუშის ზეთს გააჩნია: დამარბილებელი, მკვებავი, დამატენიანებელი, აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო , მატონიზირებელი ზემოქმედება. ყოველდღიური გამოყენებისას ის ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, ნაჭების გასწორებას და მათი გაჩენის პროფილაქტიკას. ნუშის ზეთი აღმოფხვრის კანის სიკმშრალეს, აქერცვლას, ანთებას.
ამ ზეთის ჩამატება კარგია შამპუნებში თმის გაჯანსაღების და ზრდის სტიმლუაციის მიზნით.
მას იყენებენ ცელულიტის და სტრიების საწინააღმდეგოდ მასაჟების დროს. ნუშის ზეთი, როგორც სუფთა სახით, ასევე კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში წარმოადგენს ეფექტურ მატონიზირებელ საშუალებას ყველა ტიპის კანისთვის.
მოცულობა-20მლ
10
ჟოჟობას ზეთი
ჟოჟობას ზეთი იდეალური და უნიკალური საშუალებაა ნებისმიერი ტიპის კანის და თმის ყოველდღიური მოვლისათვის.
ის კარგად შეიწოვება კანის მიერ და ავლენს: აღმდგენს, მკვებავ, დამარბილებელ, დამატენინანებელ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.
განსაკუთრებით ეფექტურია ჟოჟობას ზეთის გამოყენება ახალშობილი ბავშვების ნაზი კანის მოსავლელად გაღიზიანებების, სიწითლეების და სიმშრალის დროს.
ეფექტურია მისი გამოყენება თვალების გარშემო ნაოჭების საწინააღმდეგოდ და ტუჩების ნაზი კანის მოსავლელად.
რეგულარული გამოყენებისას ჟოჟობას ზეთი ხელს უწყობს დაღლილი და მოშვებული კანის გაახალგაზრდავებას, აბრკოლებს ნაოჭების წარმოქმნას და ხელს უწობს უკვე არსებულის აღმოფხვრას.
ჟოჟობას ზეთს იყენებენ ასევე სტრიების, ცელულიტის, ნახეთქების, ნაკაწრების, დერმატიტების, ფსორიაზის, ეგზემის, დამწვრობების დროს.
ასევე წამწამების, წარბების , ფრჩხილების და თმის მოსავლელად.
კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება: 10გრ კრემს, ტონიკს ან ლოსიონს დაუმატეთ 5-10მლ ჟოჟბას ზეთი, ხოლო 100მლ შამპუნს ან ბალზამს-7-10მლ.
ჟოჟობას ზეთის გამოყენების მეთოდები იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/32
მოცულობა-20მლ
15
ქაცვის ზეთი
ქაცვის ზეთი კოსმეტოლოგიაში და დერმატოლოგიაში ფართოდ გამოიყენება ისეთი დაავადებები სამკურნალოდ როგორიცაა:
ინფიცირებული ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, დამწვრობა, ნახეთქები, ეგზემა, დერმატიტი, გამონაყარი და აკნე.
ქაცვის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინოიდებს (ვიტამინი-A-ს წინამორბედს), ასევე ანტიოქსიდანტებს: ვიტამინ-E-ს, ვიტამინ-C-ს რომლის შემცველობით მხოლოდ, ასკილის ზეთს ჩამორჩება, B-ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს და ორგანულ მჟავებს.
ქაცვის ზეთს იყენებენ კანზე ნაოჭების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ის ანიჭებს კანს ელასტიურობას, სიმკვრივეს, სასიამოვნო ფერს, ეფექტურია მისი გამოყენება გარუჯვამდე და გარუჯვის შემდგომ.
რეკომენდებულია: მშრალი, მობერებული და პრობლემური კანის მოსავლელად. ქაცვის ზეთს იყენებენ პიგმენტური ლაქების და ჭორფლების გასაღიავებლად.
მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად სახის, თვალების და ტუჩების მოსავლელად, ასევე თმების და ფრჩხილების გასამაგრებლად.
ქაცვის ზეთის გამოყენების მეთოდები იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/41
მოცულობა-20მლ
14