ალოე ვერას გელი


20

ალოე ვერას გელი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ალოეს ვერას წვენზე. დაბალანსებული ფორმულის მქონე ეს ბუნებრივი პროდუქტი განკუთვნილია სახისა და სხეულის კანისა და თმის მოვლისთვის. პროდუქტის მთავარი აქტიური ინგრედიენტი, ალოე ვერას წვენი, მატონიზირებელი, დაბერების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებებით გამოირჩევა, საუკეთესო საშუალებაა გაღიზიანებული და მგრძნობიარე კანისთვის.

კოსმეტიკური პროდუქტის გელისებური სტრუქტურა სასიამოვნო კონსისტენციისაა და სუნიც ძალიან მსუბუქად აქვს. ეს არის უნივერსალური სუპერპროდუქტი მთელი ოჯახისთვის, ის სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს კანზე და ტანსაცმელზე.

ალოე ვერას გელი რეკომედებულია გამოყენებულ იქნას, როგორც კოსმეტიკური პროდუქტი მშრალი, მგრძნობიარე, პრობლემური და ალერგიული კანისთვის. პროდუქტი მისაღებია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

ალოე ვერას მცენარე დიდი ხანია ცნობილია თავისი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით. ამ მცენარის ფოთოლი სასარგებლო ნივთიერებებისა და კომპონენტების ნამდვილი საწყობია, რადგან ის შეიცავს 20 მინერალს, 20 ამინომჟავას და 12 ვიტამინს, ბევრ ცილის მოლეკულას და ჩვენი ორგანიზმისთვის და სილამაზისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებს.

პროდუქტის მთავარი აქტიური ინგრედიენტი, ალოე ვერას წვენი, ძლიერი აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და სამკურნალო ბუნებრივი საშუალებაა, რადგან გელი აჩქარებს კანის რეგენერაციას უჯრედულ დონეზე. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული, მატონიზირებელი მოქმედება.

ალოე ვერას გელი დადებითად მოქმედებს კანის ყველა ტიპზე:

• ღრმად, მაგრამ ნაზად ასუფთავებს კანს;

• ატენიანებს და კვებავს;

• აღადგენს და იცავს;

• ანელებს დაბერების პროცესს და აახალგაზრდავებს.

ალოე ვერას გელი მყისიერად ატენიანებს და კვებავს კანს. ეს ასევე ხელს უშლის გაუწყლოებას, რადგან ის ინარჩუნებს ეპიდერმისის ტენიანობის ოპტიმალურ რაოდენობას, რითაც ეფექტურად უზრუნველყოფს ალოე ვერას სახის მოვლას.

ალოე ვერას გელი არა მხოლოდ ხდის კანს რბილს, აქვს ძლიერი დამცავი და მატონიზირებელი მოქმედება, აშორებს ტოქსინებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და შესანიშნავად უმკლავდება ისეთი ტიპის გაღიზიანებებს, როგორიცაა ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამოწვეული სიწითლე, კოღოს და მწერების ნაკბენები, მსუბუქი დამწვრობის ფორმები, გაღიზიანება გაპარსვის შემდეგ.

პროდუქტს არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვები, გარდა ამისა, ის შესანიშნავი ასისტენტი იქნება კანის დაბერებასთან და მოშვებულობასთან ბრძოლაში. ალოე ვერა ინარჩუნებს ეპიდერმისის ელასტიურობას და სიმკვრივეს, ასტიმულირებს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას და მოქმედებს ასევე როგორც პირველი ხარისხის ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს უჯრედებში დაჟანგვის პროცესს და ანელებს მათ განადგურებას.

რევიტალიზაციის უნარის გამო, ალოე ვერას წვენზე დაფუძნებული გელი აღვიძებს თმის მიძინებულ ფოლიკულებს, ასტიმულირებს ახალი თმის ზრდას და ამით აუმჯობესებს მის მოცულობას. გარდა ამისა, ალოე ვერას სასარგებლო ინგრედიენტები ხელს უწყობს თმის დაცვას მაღალი ტემპერატურისა და გარემოზე ზემოქმედებისგან.

ბუნებრივი გელი ალოე ვერა შესანიშნავად მოქმედებს, როგორც დამოუკიდებელი კოსმეტიკური პროდუქტი, შესაძლებელია ის დაემატოს თქვენს საყვარელ პროდუქტებს სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად და ასევე შეიძლება გახდეს სახლში სახის ნიღაბის ინგრედიეტიც.

ეს საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც:

• მაკიაჟის ბაზა;

• მსუბუქი კრემი ან სახის დამატენიანებელი შრატი;

• ქუთუთოების მოვლის საშუალება;

• გაპარსვის ან ეპილაცია შემდეგ კრემი;

• მზის აბაზანის შემდგომ გამოსაყენებაელი პროდუქტი;

• ხელის და ფრჩხილების კრემი;

• ტანის რძე ან კრემი;

• თმის ნიღაბი.

გამოყენების წესი: წაისვით მცირე რაოდენობით გელი სახის, სხეულის ან ტენიანი თმის კანზე,  შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით, დააცადეთ კანზე შეწოვა.

მოცულობა 100 მლ


გაზიარება:

ფასი
20
ნანახია
59

მსგავსი პროდუქტები