ანისულის ეთერზეთი
12.5
ანისულის ეთერზეთს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტიკანცეროგენული, ანტიოქსიდანტური მოქმედება.
- ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარინაობას,
- ხსნის დაძაბულობას, გააჩნია ანტიდეპრესიული და დამამშვიდებელი მოქმედება,
- ზეთი ახდენს კანის წყალ-ცხიმოვანი ბალანსის ნორმალიზებას და აძლიერებს უჯრედების ტურგორს, რაც ხელს უწყობს კანის სიმკვრივეს.
- ანისულის ეთერზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა მობერებული და მოშვებული კანის მოსავლელად.
მოცულობა-10მლ
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 12.5
- ქვეყანა
- გერმანია
- წონა
- 10
- ნანახია
- 6346
მსგავსი პროდუქტები
როზმარინის ეთერზეთი
როზმარინის ეთერზეთი გამოიყენება ცხიმიანი და უსუფთაო, პრობლემური, გამონაყარიანი სახის კანის მოსავლელად. ის ამცირებს კანის მიერ ზედმეტი ცხიმის გამომუშავებას, ფორების შევიწროვებას, და შემდგომში აკნეს და შავი წერტილების გაჩენას.
ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული თვისების გამოასუფთავებს კანს გამონაყარისაგან და ახროცებს მას ისეთი დაავადებების შემდეგ, როგორიცაა ეგზემა, დერმატიტი, ფურუნკულოზი და სხვადასხვა ჩირქოვანი გამონაყარი.
გარდა ამისა როზმარინის ეთერზეთს გააჩნია კანის გათანაბრების უნარი, ხელს უწყობს სხვადასხვა ნაწიბურების და ნაიარევების გაწოვას, ამიტომ გამოიყენება გამონაყარის შემდგომ დარჩენილი ნაიარევების გასაქრობად.
ასევე მისი გამოყენება რეკომენდებულია კუპეროზების და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ.
12.5
ბეგქონდარას ეთერზეთი
ბერძნულად ბეგქონდარას სახელწოდება ,,Thymos” ნიშნავს სულს და გამბედაობას და ამით აღწერს მცენარის მასტიმულირებელ და გამაძლიერებელ მოქმედებას. განიხილება, როგორც ძლიერი ზეთი
ბეგქონდარას ეთერზეთით არომათერაპიისათვის უმჯობესია სხეულის მასტიმულირებელი სამასაჟე ზეთის დამზადება:
•ნუშის ზეთი 30მლ
•კრაზანის ზეთი 10 მლ
•არგანის ზეთი 10მლ
•ფორთოხლის ეთერზეთი 5 წვეთი
•გრეიფრუტის ეთერზეთი 5 წვეთი
•ბეგქონდარას ეთერზეთი 4 წვეთები
•როზმარინის ეთერზეთი 4 წვეთი
•პიტნის ეთერზეთი 4 წვეთი
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.
ბალახოვანი ნარევის გამოყენება ფიზიკური აქტივობის წინ ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ზრდის აქტივობას;
ვარჯიშის შემდეგ არომატული მასაჟი ამშვიდებს კუნთებს და ამცირებს კუნთების ტკივილს.
მოცულობა-10მლ
14
ბაზილიკის ეთერზეთი
ბაზილიკის ეთერზეთი კარგად მოქმედებს კანის მოვლის ძირითად საშუალებებში, როგორც მატონიზირებელი და გამაახალგაზრდავებელი აგენტი, რადგან მას აქვს შესანიშნავი ეფექტი დაბერებულ კანზე.
ის საუკეთესო დამატებითი საშუალებაა ყოველდღიური მოვლის საშუალებებისთვის.
ეთერზეთი შესანიშნავად აახალგაზრდავებს და ატონიზირებს კანს.
ის დადებითად მოქმედებს პრობლემურ კანზე.
ბაზილიკის ეთერზეთი კარგად მოქმედებს თმაზე. სამეფო ბალახის ზეთი (ასე ითარგმნება ძველი ბერძნულიდან ბაზილიკი) შეიზილეთ თმის ძირებში, რათა თავიდან აიცილოთ თმის მტვრევადობა და ცვენა, ან შესაძლებელია გადავლება ბაზილიკის ეთერზეთით. ის აძლიერებს თმას და აუმჯობესებს მის სტრუქტურას, უბრუნებს ბზინვარებას და ასტიმულირებს მის ზრდას.
გახსოვდეთ, რომ ეთერზეთები, მათ შორის ბაზილიკის ეთერზეთი, არის მაღალკონცენტრირებული მცენარეული ესენციები, ამიტომ მათი გამოყენება არ შეიძლება კანზე სუფთა, განუზავებელი სახით. კოსმეტიკური გამოყენებისთვის, ისინი უნდა განზავდეს საბაზო ცხიმოვან ზეთებში ან სხვა ემულგატორში. ეთერზეთები არ იხსნება წყალში, მაგრამ კარგად იხსნება ცხიმში, რძეში, კეფირში, იოგურტში, ცვილში, თაფლში, მარილში.
ბაზილიკის ეთერზეთი ეფექტურია კრაზანის და სხვა მწერების ნაკბენზე.
გარდა ამისა, მისი არომატის გამო, ის მოქმედებს როგორც შესანიშნავი რეპელენტური საშუალება, ეფექტურად აფრთხობს ბუზებს და კოღოებს.
მოცულობა-5მლ
14