aromatika

ვარდის ხის ეთერზეთი


11

გაზიარება:

ვარდის ხის ზეთი პოპულარულია კოსმეტიკაში, რადგან ის უხდება თითქმის ყველა ტიპის კანს და აძლევს შესანიშნავ მატონიზირებელ ეფექტს. ეს ხელს უწყობს კანის კვებას, დატენიანებას, აუმჯობესებს კანის სიმტკიცეს და ელასტიურობას. ამ ზეთის გამოყენების შედეგად სახის ტონალობა ხდება თანაბარი, ყალიბდება ერთიანი ჯანსაღი ფერი და კანი იძენს მშვენიერ სუფთა ტონს.

ეს ეთერზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და უხეში კანისთვის. ის არბილებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ და მგრძნობიარე მშრალ კანს. ვარდის ხის ზეთი არის ეფექტური მამაკაცის კოსმეტიკური პროდუქტი გაღიზიანების მოსახსნელად. 

როგორც ძლიერი მატონიზირებელი საშუალება, ეს ზეთი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ნაოჭების საწინააღმდეგოდ, ასევე როგორც კანის სიმკვრივისთვის წონაში დაკლების შემდეგ. ზეთის გამოყენება ხელს უშლის ორსულებში სტრიების წარმოქმნას. სტრიების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია არომატული აბაზანების ჩატარება და ნაზი არომატული მასაჟი ნარევით (10გრ საბაზო ზეთზე ან კრემზე 2-3 წვ. დამატებით) მუცლისა და ბარძაყის არეში.  ეს ეთერზეთი შესანიშნავი სამასაჟის საშუალებაა. კარგად არბილებს და ოდნავ ატონიზირებს სხეულის კანს.

ვარდის ხის ეთერზეთი ანიჭებს სიცოცხლისუნარიანობას სუსტ და გამომშრალ თმას, ამაგრებს ხვეულებს, ზრდის მათ ბზინვარებას და ატენიანებს. შესაფერისია აბსოლუტურად ნებისმიერი ტიპის თმისა და თავის კანისთვის, ის თმას ჰმატებს შესანიშნავ არომატს.

მოცულობა - 10 მლ

ბრენდი
არომატიკა
ფასი
11
ქვეყანა
გერმანია
წონა
10
ნანახია
11435

მსგავსი პროდუქტები