Related products
Pine essential oil
ფიჭვის ეთერზეთს გააჩნია:
- საერთო გამაჯანსაღებელი, ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ამოსახველებელი, ჭრილობისშემახორცებელი, სისხლდენისშემაჩერებელი, ანტიოქსიდანტური და დამამშვიდებელი მოქმედება.
- კოსმეტოლოგიაში გამოიყენება, როგორც მკვებავი, გამაახალგაზრდავებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება.
- ის არაჩვეულებრივად ამკვრივებს კანს, ზრდის მის დამცავ ფუნქციას გარემო ფაქტორებისადმი.
- გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანისათვის,
- ინფიცირებული ჭრილობების, აკნეს, ფურუნკულების, სოკოვანი გამონაყარის,
- მომატებული ოფლიანობის,
- თმის ცვენის დროს.
გამოყენების წესი:
ინჰალაცია-2-3წვ და პროცედურა გრძელდება 5-7 წუთი. სასუნთქი გზების დაავადებებისას საუკეთესოა ეთერზეთების ნარევით ინჰალაცია: 1გრ ლავანდა, 2 გრ ფიჭვი, 2გრ ბეგქონდარა, 4გრ ევკალიპტი და 150 მლ 90%-იანი სპირტი.
კრემებში და ტონიკებში ემატება-4-5წვ 5მლ ფუძეზე. ასეთი ნარევი გამოიყენება მასაჟისთვისაც.
9
Juniper essential oil
ღვიის ეთერზეთი წარმოადგენს ეფექტურ ზოგად გამაჯანსაღებელ საშუალებას.
ყველაზე ხშირად მას გამოიყენებენ ქალის და მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესების დროს (საშვილოსნოს ანთება, პროსტატიტი, ურეტრიტი). ღვიის აბაზანები აწესრიგებენ მენსტრუაციულ ციკლს და ნაჩვენებია ამენორეის დროს.
ღვიის ეთრზეთის ინჰალაციები ეფექტურად ხსნიან ფილტვების და ბრონქების ანთებას და ნაჩვენებია გრიპისა და გაციების დროს. ზეთი ხნის ტკივილის სინდრომს ართრიტის, რადიკულიტის, ნევრიტის და ნევრალგიის დროს.
მასაჟი ღვიის ეთერზეთის გამოყენებით ეფექტურია ცელულიტის საწინააღმდეგოდ.
კოსმეტოლოგიაში ეფექტურია ცხიმიანი და ნორმალური კანის მოსავლელად.
გამოიყენება ასევე, როგორც ინტიმური ჰიგიენის საშუალება, რადგან ამ ზეთს გააჩნია მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გაწონასწორების უნარი.
ღვიის ეთრზეთით გამდიდრებული კრემები, ტონიკები, გელები და ნიღბები არის რეკომენდებული ცხმიანი და პრობლემური კანის, გაფართოებული ფორების, ძნელად შესახორცებელი წყლულების, ჩირქოვანი გამონაყარის, ინფილტრატების, ვარიკოზული ვენების, ფსორიაზის და ეგზემის დროს.
თავის დაბანის შემდეგ წყალში განზავებული ღვიის ეთრზეთის გადავლება დაგეხმარებათ აღმოფხვრათ ქერტლი.
ასევე გააჩნია დეზინფექციის და რეპელენტური თვისებები.
მოცულობა-20მლ
7.5
Fir essential oil
სოჭის ეთერზეთს გააჩნია ანტისეპტიკური, ანთებისსაწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ფუნგიციდური, ჭრილობის შემაორცებელი, ანტიოქსიდანტური და ანტივირუსული მოქმედება.
გამათბობელი ეფექტის გამო ეთერზეთი ამშვიდებს კუნთოვან, რევმატულ და ართრიტულ ტკივილებს.
სოჭის ეთერზეთი ასუფთავებს კანსანთებითი პროცესებისგან, აკნესაგან, ებრძვის ფურუნკულებს, ინფილტრატებს, ჩირქოვან გამონაყარს, კანის სოკოვან დაზიანებებს.
სოჭის ეთერზეთი სხნის შეშუპებას, აახალგაზრდავებს და ჭიმავს კანს, უზრუნველყოფს ნაოჭების გაქრობას და მოშვებული კანის ტონუსს.
სოჭის ეთერზეთს მკვეთრად გამოხატული მოქმედება აქვს ფეხის სუნის გასაქრობად.
11