aromatika

Sale-სალბის ეთერზეთი


15 7

გაზიარება:

სალბის ყველაზე გამოხატული კოსმეტიკური თვისებაა მისი უნარი აღადგინოს თმის სიმტკიცე და ტონუსი. ზეთი არა მხოლოდ ასუფთავებს თმას, არამედ ხელს უშლის თმის ცვენას, აღადგენს ძალას, ენერგიას, ტონუსს, ბზინვარებას და ელასტიურობას ხვეულებს, ასევე ამცირებს თმის ცხიმიანობას და ებრძვის ქერტლს.

სალბის ეთერზეთი აქტიურად გამოიყენება ცხიმიანი კანის მოვლისთვის, რადგან ის აბალანსებს ცხიმის (სებუმის) გამომუშავებას და ეფექტურად ავიწროებს გაფართოებულ ფორებს. ეფექტურად ვლინდება ნორმალური და მომწიფებული კანის მოვლისას. სალბის ეთერზეთები სახზე ხელს უწყობს გაღიზიანების გაქრობას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, ეხმარება კანის ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას.

სალბის ეთერზეთები არეგულირებს და აქრობს ჭარბ ოფლიანობას, სხეულის უსიამოვნო სუნს, ის მისაღებია როგორც ბუნებრივი დეოდორანტი. სალბის ზეთით მასაჟი და კომპრესები ამცირებს შეშუპებას, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ცელულიტის დროს.

მოცულობა-10მლ

ფასი
7
ძველი ფასი
15
ნანახია
1619