ვარდის ეთერზეთი
35 20
ვარდის ეთერზეთს უწოდებენ „მეფურ“ ზეთს, მას გააჩნია მძლავრი აღმდგენი და გამაახალგაზრდავებელი თვისებები. ის მატებს კანს სიმკვრივეს და ელასტიურობას, ხსნის ჰიპერემიას, კუპეროზებს, ათანაბრებს სახის ფერს.
გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანის მოსავლელად, განსაკუთრებით კი დაბერებული, მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად. შეუცვლელია თვალების გარშემო ნაზი კანის მოსავლელად, ასწორებს ნაოჭებს, აბრკოლებს მათ გაჩენას, აღიავებს ჩაშავებულ უპეებს.
ვარდის არომატი ასევე დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. აწესრიგებს ორგანიზმის ფსიქოფიზიკურ ფუნქციებს, არეგულირებს ემოციურ მდგომარეობას, ამშვიდებს სტრესის დროს და გამოჰყავს დეპრესული მდგომარეობიდან. ეს არის სიყვარულის და სიხარულის ზეთი..
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 20
- ძველი ფასი
- 35
- ქვეყანა
- გერმანია
- ნანახია
- 617
მსგავსი პროდუქტები
გერანის ეთერზეთი
ნემსიწვერას (გერანიუმის) ეთერზეთს გააჩნია ბაქტერიოციდული, ანტისეპტიკური, ანთებისსაწინააღმდეგო, მატონიზირებელი და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.
გერანის ეთერზეთი ზრდის ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას, აბალანსებს ფსიქო-ემციურ მდგომარეობას, ამცირებს დეპრესიას.
გერანის ეთერზეთი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და კანის უჯრედების განახლებას, ავლენს მატონიზირებელ და გამაახალგაზრდავებელ მოქმედებას, აუმჯობესებს ნებისმიერი ტიპის კანის საერთო მდგომარეობას. აქრობს გამონაყარს, ანთებით რეაქციებს და პრობლემური კანის გაღიზიანებას. რეკომენდებულია- მოშვებული, შეშუპებული და ცხიმიანი კანის მოსავლელად. იყენებენ კანის გასაღიავებლად და ქერტლის საწინააღმდეგოდ. არაჩვეულებრივი საშუალებაა ცელულიტის საწინააღმდეგოდ.
საერთო მასაჟი: 5წვეთი 1 სუფრის კოვზ საბაზო ზეთზე;
ზეთებში, კრემებში, ტონიკებში დამატება: 4-5წვეთი 5 მლ-ზე;
განუზავებელი გერაიუმის ზეთი შესაძლებელია დაიტანოთ დამწვრობაზე, ნაიარევებზე და ჰერპესულ წყლულებზე.
მოცულობა-10მლ
15
ლავანდის ეთერზეთი
ლავანდის ეთერზეთი ფართოდ გამოიყენება არომათერაპიაში: ის აწონასწორებს პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, აუმჯობესებს განწყობას, ამშვიდებს, ხსნის დაძაბულობას, ამსუბუქებს აგრესიის გამოვლინებას, უძილობას და ისტერიულ რეაქციებს. წარმოადგენს ძლიერანტიდეპრესანტს, ადაპტოგენს და იმუნომოდულატორს.
ზეთი ავლენს მაღალ ბაქტერიოციდულ აქტივობას კოკების და ჩხირების მიმართ.
ლავანდის ეთერზეთი დადებითად მოქმედებს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე- აწესრიგებს წნევას, ატონიზირებს გულის მუშაობას, აწონასწორებს ჰორმონალკურ სტატუსს, ამაღლებს ყურადღებას და აძლიერებს მეხსიერებას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და მრავალი მრავალი სხვა.
კოსმეტოლოგიაში უხდება თითქმის ყველა ტიპის კანს, განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი, დაბერებული, გაღიზიანებული კანის მოსავლელად. ხნის კანის შეწითლებას და აქერცვლას, ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. ეფექტურია კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების დროს: ჩირქოვანი გამონაყარის, ფურუნკულების, აბსცესების, დაჩირქებული ჭრილობების, ძირმაგარების დროს.
ასევე გამოიყენება კანის ნეიროენდოკრინული დაავადებების - ვიტილიგოს, სოკოვანი დაავადებების, ალერგიული რეაქციების, ჰერპესის დროს.
წარმოადგენს ბუნებრივ დეზოდორანტს. გამოიყენება ტილების საწინააღმდეგოდ.
მოცულობა-10მლ
14
ჟასმინის ეთერზეთი
ჟასმინის ეთერზეთი მეფეა ეთერზეთებს შორის.
ჟასმინის ეთერზეთი არის ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი, ანტიდეპრესიული საშუალება. ის არაჩვეულებრივად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
ჟასმინის ეთერზეთი დადებითად მოქმედებს კანზე, ამიტომ რამოდენიმე წვეთის დამატება თქვენს კრემში ან ლოსიონში აახალგაზრდავებს მოშვებულ კანს, ზრდის ელასტიურობას, ამკვრივებს კუნთებს, განსაკუთრებით მკერდის, იყენებენ ”სილუეტ-მასაჟებში”.
ხშირად გამოიყენება ჟასმინის ეთერზეთი თმის მოვლისათვის: ძირითადად სტრუქტურის გასაუმჯობესებლად და თმის გასაძლიერებლად, ასევე ცვენის საწინააღმდეგოდ.
გამოყენება:
მასაჟი: 1-2წვეთი 10მლ ფუძეზე;
ბალზამი, გელი, შამპუნი. კრემი: 3-5წვეთი 15მლ-ზე;
არომალამპაში: 2-4წვეთი;
აბაზანაში: 3-5წვეთი წინასწარ გახსნილი 1/4 ემულგატორში (რძე, შრატი, თაფლიანი ან მარილიანი წყალი).
მოცულობა-5მლ
15
ნეროლის ეთერზეთი
ნეროლის ეთერზეთი
ნეროლის ეთერზეთს-პრინცესა ნეროლისაც უწოდებენ! ეს ეთერზეთი მიღება მწარე ფორთოხლის ყვავილებისგან. მას გააჩნია დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური მოქმედება. ავლენს მკვეთრად გამოხატულ რეგენერაციულ და გამახალგაზრდავებელ მოქმედებას კანზე. აფროდიზიაკია.
ნეროლის ეთერზეთს გააჩნია მაღალი ანტისეპტიკური მოქმედება და მისი ბაქტერიციდული ეფექტი 5,5-ია. ამიტომ ძლიერი ანტივირუსული საშუალება გრიპის და ჰერპესის საწინაღმდეგოდ.
ემოციური თვალსაზრისით მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი საშუალება სტრესის და ნერვული დაძაბულობისას.
ნეროლის ეთერზეთი ეფექტურია სტირების საწინააღმდეგოდ, ასევე მოშვებული, მგრძნობიარე და მშრალი კანის მოსავლელად.
ნეროლის ეთერზეთი ავლენს დადებით მოქმედებას კანზე ეგზემის, დერმატოზების, ცელულიტის, აკნეს, კანის ნახეთქების, კუპეროზების და სისხლძარღვოვანი სურათის დროს.
გამოყენების მეთოდები:
არომალამპა-4-7წვეთი;
კრემების და ტონიკების გასამდიდრებლად-5-7 წვეთ 10მლ ფუძეზე;
არომა-აბაზანა-7-10 წვეთი (წინასწარ გახსნილი ემულგატორში 1/4 ან 1/3 ჭიქა რძეში, შრატში ან ზღვის მარილის წყალხსნარში).
11