aromatika

ილანგ-ილანგის ეთერზეთი


10

გაზიარება:

ილანგ-ილანგის ეთერზეთს ანტისეპტიკური, ბაქტერიოციდული, ჰიპოტენზიური, ანტიდეპრესიული, დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი, სპაზმოლიზური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. 
ილანგ-ილანგი წარმოადგენს უნივერსალურ ეთერზეთს:
- დადებითად მოქმედებს, როგორც ცხიმიან ასევე მშრალ კანზე. 
- ასტიმულირებს ახალი უჯრედების ზრდას კანის ღრმა შრეებში, რითაც აბრკოლებს მის დაბერებას. 
- აახალგაზრდავებს, ატენინებს, ასწორებს, ხსნის გაღიზიანებას და ანთებას, აღმოფხვრის ჩირქოვან გამონაყარს, დადებითად მოქმედებს ეგზემის და დერმატოზების დროს, 
- ხდის კანს ნაზს, ხავერდოვანსა და ელასტიურს. 
- ხსნის გარუჯვის შემდგომ გაღიზიანებას და შეწითლებას, ხელს უწყობს რუჯის შენარჩუნებას. 
- ხანგრძლივად ადეზოდორირებს კანს. 
- აძლიერებს თმებს, აღმოფხვრის მათ მტვრევადობას და დაყოფილი ბოლოების გაჩენას, აღადგენს დაზანებული თმების სტრუქტურას. 
- ატონიზირებს თავის კანს, ხელს უწყობს ქერტლის გაქრობას და თმის ცვენის შეჩერებას. 
- აძლიერებს ფრჩხილებს.

ილანგ-ილანგის ეთერზეთი ასევე წარმოადგენს მძლავრ აფროდიზიაკს

გამოყენება:
მასაჟი: 5წვეთი 10მლ ფუძეზე;
ბალზამი, გელი, შამპუნი. კრემი: 5წვეთი 5მლ-ზე;
არომალამპაში ძილის წინ მოზრდილებისთვის: 5-7წვეთი;
არომალამპებში ძილის წინ ბავშვები : არომატიზაციას ატარებენ დაძინებამდე 40 წუთით ადრე და ერთმანეთში ურევენ 2წვ ილანგ-ილანგის, 2წვ ლავანდის და 3წვ ლიმონის ან ფორთოხლის ეთერზეთს;
აბაზანაში: 5-7 წვეთი წინასწარ გახსნილი 1/4 ემულგატორში (რძე, შრატი, თაფლიანი ან მარილიანი წყალი) ან 5 წვეთი 10მლ სპირტში;

მოცულობა-5მლ

ბრენდი
არომატიკა
ფასი
10
ქვეყანა
გერმანია
წონა
10
ნანახია
561

მსგავსი პროდუქტები