პაჩულის ეთერზეთი
14
პაჩულის ეთერზეთი არომატული ადაპტოგენია. გააჩნია ზოგად გამაჯანსაღებელი მოქმედება. მედიტაციის არომატია. არეგულირებს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, ხსნის მომატებულ აღგზნებადობას, არის მძლავრი ანტიდეპრესანტი. აფროდიზეაკია. ამაღლებს კანის ელასტიურობას და „გამოკვეთავს “ სხეულის კონტურებს, ამკვრივებს მკერდის, მუცლის, გვერდების მოშვებულ კანს. ბუნებრივი დეზოდორანტია.
გამოიყენება გრიპის და რესპირატორული სისტემის დაავადებების, ჰერპესის, ძნელადშესახორცებელი იარების, დამწვრობების, გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობის, ეგზემის, ჩირქოვანი გამონაყარის დროს.
იდეალური საშუალებაა მოშვებული, მშრალი, დაბერებული, ფოროვანი კანის მოსავლელად.
რეკომენდებულია ცხიმიანი თმების და ქერტლის დროს.
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 14
- ქვეყანა
- გერმანია
- ნანახია
- 13113
მსგავსი პროდუქტები
კედარის ეთერზეთი
კედარის ეთერზეთი გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით. გარდა ამისა გააჩნია მატონიზირებელი, ბაქტერიციდული, მიკოსეპტიური, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.
ანტისეპტიკური და მომჭიმავი თვისება განაპირობებს მის გამოპყენებას ცხიმიანი და პრობლემური კანის მოსავლელად. ეთერზეთი ეფექტურია ნეირო-ჰორმონალური გამონაყარის, ინფილტრატების, პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ. ეხმარება კანის გასუფთავებას და ებრძვის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა დერმატიტი და ფსორიაზი.
კარგი მატონიზირებელი საშუალებაა თმებისთვის. ეფექტური საშუალებაა თავის კანის სებორეის, ქერტლის და თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.
მოცულობა-10მლ
10
სალბი მუსკატის ეთერზეთი
მუსკატის სალბის ეთერზეთი შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაა პრობლემური კანისთვის. რეკომენდებულია ნორმალური და ასაკოვანი კანის მოვლისთვის. ის ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის დაბალანსებას, ნაოჭების გადაჭიმვას და კანის დარბილებას. ეს არომატული ეთერზეთი მისაღებია გაპარსვის შემდგომ ლოსიონებში გამოსაყენებლად, რადგან ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას და ხსნის გაღიზიანებას.
მუსკატის სალბის ეთერზეთი არის ეფექტური ბუნებრივი დეზოდორანტი ორგანიზმისთვის, ის აღმოფხვრის ჭარბ ოფლიანობას და უსიამოვნო სუნს. მუსკატის სალბი არის ერთ-ერთი საუკეთესო ეთერზეთი თმისთვის, ის ნაზად და ეფექტურად ასუფთავებს ცხიმიან თმას, ზღუდავს ცხიმის ჭარბ გამომუშავებას. უბრუნებს თმას სიმტკიცეს, ტონუსს, ენერგიას და ელასტიურობას.
გახსოვდეთ, რომ ეთერზეთები, მათ შორის სალბის ეთერზეთი, არის მაღალკონცენტრირებული მცენარეული ესენციებია, ამიტომ მათი გამოყენება არ შეიძლება კანზე სუფთა, განუზავებელი სახით. კოსმეტიკური გამოყენებისთვის, ისინი უნდა განზავდეს ბაზის ცხიმოვან ზეთში (ფუძე ზეთში) ან სხვა ემულგატორი. ეთერზეთები არ იხსნება წყალში, მაგრამ მშვენივრად იხსნება ცხიმში, რძეში, კეფირში, იოგურტში, ცვილში, თაფლში და მარილში.
მოცულობა-20მლ
20
ჟასმინის ეთერზეთი
ჟასმინის ეთერზეთი მეფეა ეთერზეთებს შორის.
ჟასმინის ეთერზეთი არის ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი, ანტიდეპრესიული საშუალება. ის არაჩვეულებრივად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
ჟასმინის ეთერზეთი დადებითად მოქმედებს კანზე, ამიტომ რამოდენიმე წვეთის დამატება თქვენს კრემში ან ლოსიონში აახალგაზრდავებს მოშვებულ კანს, ზრდის ელასტიურობას, ამკვრივებს კუნთებს, განსაკუთრებით მკერდის, იყენებენ ”სილუეტ-მასაჟებში”.
ხშირად გამოიყენება ჟასმინის ეთერზეთი თმის მოვლისათვის: ძირითადად სტრუქტურის გასაუმჯობესებლად და თმის გასაძლიერებლად, ასევე ცვენის საწინააღმდეგოდ.
გამოყენება:
მასაჟი: 1-2წვეთი 10მლ ფუძეზე;
ბალზამი, გელი, შამპუნი. კრემი: 3-5წვეთი 15მლ-ზე;
არომალამპაში: 2-4წვეთი;
აბაზანაში: 3-5წვეთი წინასწარ გახსნილი 1/4 ემულგატორში (რძე, შრატი, თაფლიანი ან მარილიანი წყალი).
მოცულობა-5მლ
15
ნეროლის ეთერზეთი
ნეროლის ეთერზეთი
ნეროლის ეთერზეთს-პრინცესა ნეროლისაც უწოდებენ! ეს ეთერზეთი მიღება მწარე ფორთოხლის ყვავილებისგან. მას გააჩნია დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური მოქმედება. ავლენს მკვეთრად გამოხატულ რეგენერაციულ და გამახალგაზრდავებელ მოქმედებას კანზე. აფროდიზიაკია.
ნეროლის ეთერზეთს გააჩნია მაღალი ანტისეპტიკური მოქმედება და მისი ბაქტერიციდული ეფექტი 5,5-ია. ამიტომ ძლიერი ანტივირუსული საშუალება გრიპის და ჰერპესის საწინაღმდეგოდ.
ემოციური თვალსაზრისით მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი საშუალება სტრესის და ნერვული დაძაბულობისას.
ნეროლის ეთერზეთი ეფექტურია სტირების საწინააღმდეგოდ, ასევე მოშვებული, მგრძნობიარე და მშრალი კანის მოსავლელად.
ნეროლის ეთერზეთი ავლენს დადებით მოქმედებას კანზე ეგზემის, დერმატოზების, ცელულიტის, აკნეს, კანის ნახეთქების, კუპეროზების და სისხლძარღვოვანი სურათის დროს.
გამოყენების მეთოდები:
არომალამპა-4-7წვეთი;
კრემების და ტონიკების გასამდიდრებლად-5-7 წვეთ 10მლ ფუძეზე;
არომა-აბაზანა-7-10 წვეთი (წინასწარ გახსნილი ემულგატორში 1/4 ან 1/3 ჭიქა რძეში, შრატში ან ზღვის მარილის წყალხსნარში).
11