კალენდულას ზეთი
10
კალენდულას (გულყვითელას) ზეთი:
- დადებითად მოქმედებს ცხიმიან და პრობლემურ კანზე, რადგან ხელს უწყობს ფორების შევიწროვებას და კანქვეშა ცხიმის გამოყოფის შემცირებას,
- ეფექტურია წყლულების, ნაიარევების, ნაკაწრების, გამონაყარის (მათ შორის ჩირქოვანი), დამწვრობების, ნახეთქების და მრავალი სხვა კანის დაავადებების და დაზიანებების მკურნალობაში,
- გამოიყენება თმების და ფრჩხილების გასაძლიერებლად და ზრდის სტიმულაციისთვის.
- გააჩნია ანტისეპტიკური, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი, შემახორცებელი, დამარბილებელი და მზისგან დამცავი თვისებები,
- წარმოადგენს ეფექტურ დაცვას გარემო ფაქტროებისგან და რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანის ყოველდღიური მოვლისათვის, განსაკუთრებით კი ბავშვის ნაზი კანის მოსავლელად.
მოცულობა-20მლ
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 10
- ქვეყანა
- გერმანია
- ნანახია
- 13773
მსგავსი პროდუქტები
ავოკადოს ზეთი
ავოკადოს ზეთი საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი ტიპის კანისათვის, რადგან მისი სტრუქტურა ყველაზე ახლოსაა ადამიანის კანის ცხიმოვან სტრუქტურასთან. ავოკადოს ზეთი ხელს უწყობს:
კანის დატენიანებას და გაახალგაზრდავებას,
განსაკუთრებით რეკომენდებულია, მობერებული, მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად
უზრუნველყოფს ნაოჭების გაქრობას თვალების გარშემო და კისერზე
ასევე გამოიყენება შეღებილი, გამომშრალი თმების და ფრჩხილების მოსავლელად.
მოცულობა-20მლ
,,არომატიკა"-ს რეცეპტები ავოკადოს ზეთით იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/39
10
ნუშის ზეთი
ნუშის ზეთი - ყველასთვის ცნობილი პოპულარული და ეფექტური კოსმეტიკური საშუალებაა.
ის ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, განსაკუთრებით ღამის და მკვებავი კრემების შემადგენლობაში.
ნუშის ზეთს გააჩნია: დამარბილებელი, მკვებავი, დამატენიანებელი, აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო , მატონიზირებელი ზემოქმედება. ყოველდღიური გამოყენებისას ის ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, ნაჭების გასწორებას და მათი გაჩენის პროფილაქტიკას. ნუშის ზეთი აღმოფხვრის კანის სიკმშრალეს, აქერცვლას, ანთებას.
ამ ზეთის ჩამატება კარგია შამპუნებში თმის გაჯანსაღების და ზრდის სტიმლუაციის მიზნით.
მას იყენებენ ცელულიტის და სტრიების საწინააღმდეგოდ მასაჟების დროს. ნუშის ზეთი, როგორც სუფთა სახით, ასევე კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში წარმოადგენს ეფექტურ მატონიზირებელ საშუალებას ყველა ტიპის კანისთვის.
მოცულობა-20მლ
10
ხორბლის ზეთი
ხორბლის ზეთი E ვიტამინის წყაროა. ის მდიდარია ვიტამინებით, ცხიმოვანი ზეთებით, ცილებით და ქოლინით.
- E ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ზეთი ავლენს მაღალ ანტიოქსიდანტურ თვისებებს
- გააჩნია აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო, შემახორცებელი, მკვებავი, დამატენიანებელი, დამარბილებელი და მატონიზირებელი ზემოქმედება კანზე
- ხსნის აქერცვას, ანთებას, გამონაყარს
- ახორცებს ნახეთქებს კანზე და ტუჩებზე.
ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად სახის, კისრის და სხეულის კანის მოსავლელად.
კოსმეტიკაში ეს ზეთი ეფექტურია პრობლემური, მშრალი, ასევე მობერებული და გადაღლილი კანის მოსავლელად . ეფექტურია ნამზეურის მიღების შემდგომ კანის დასატენიანებლად.
გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება ფსორიაზების და ეგზემის სამკურნალოდ. ეფექტური საშუალებაა მშრალი და მტვრევადი თმის მოსავლელად.
მოცულობა-20მლ
10.5
ყურძნის წიპწის ზეთი
ყურძნის წიპწის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში ძალიან პოპულარულია. ეს თვისება გამოისახება იმაში, რომ ის ერთერთია იმ მცენარეულ ზეთებში, რომელიც შესანიშნავად უხდება მშრალ და მობერებულ, ასევე ცხიმიან და პრობლემურ კანს:
ავიწროვებს ფორებს, კარგათ შეიწოვება კანში და პრაქტიკულად არ ტოვებს მასზე ცხიმიან სიპრიალეს. ამკრივებს კანს და უნარჩუნებს სინოტივეს. გააჩნია ძლიერი ანთებასაწინააღმდეგო და შემკვრელი თვისებები, ის ძალიან უხდება პრობლემურ და ფერიმჭამელებით დაფარულ კანს.
დიდი რაოდენობით მასში შემავალი ვიტ. E აღადგენს და იცავს თავის კანს და თმის ბოლოებს. ყურძნის წიპწის ზეთი გამოიყენება თმის ზრდის სტიმულაციის, მისი ბზინვარების მიზნით, თმის მტვრევადობისას: შემთბარ ზეთს შეიზელენ თავის კანში უშუალოდ თავის დაბანვის წინ.
განსაკუთრების სასარგებლოა ყურძნის ზეთი თმის შეღებვის და ქიმიური დახვევის შემდეგ. მისი ნიღბების რეგულარული გამოყენება აღადგენს თმის დაზიანებულ სტრუქტურას, კვებავს თმას და ჰმატებს ბზინვარებას.
ყურძნის წიპწის ზეთი გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე შედის სხვადასხვა თმის ნიღბების და შამპუნების შემადგენლობაში – უსიცოცხლო და დაზიანებული თმისათვის.
მოცულობა-20მლ
10