ნეროლის ეთერზეთის ჯადოსნური არომატი ანიჭებს რბილი რელაქსაციის შეგრძნებას.
ფორთოხლის ყვავილების სუნი ასევე ხსნის შოკის მდგომარეობას, ხელს უწყობს შფოთვის, მღელვარების, შიშის, მელანქოლიის დაძლევას.
არომა-სეანსი ნეროლის ეთერზეთთან ერთად შთააგონებს თავდაჯერებულობას, სიმშვიდეს და ჰარმონიას.
ნეროლის ეთერზეთი ძლიერი სექსუალური სტიმულატორია. მისი დამამშვიდებელი და მატონიზირებელი თვისებების ერთობლიობა ხელს უწყობს სექსუალური სფეროს პრობლემების გადაჭრას. ის არის დახვეწილი სექსუალური ავანტიურიზმისა და შეუზღუდავი ფანტაზიის არომატი.
ნეროლის ეთერზეთი ხსნის ემოციურ დაძბულობას, დეპრესიას, რომელიც დაკავშირებულია პრემენსტრუალურ სინდრომთან და აუმჯობესებს მენოპაუზი დროს განსაკუთრებულ გაღიზიანებას და ცრემლიანობას.
გამოყენება:
► კოსმეტიკური პროდუქტების გამდიდრება: 10-15 გ (მლ) ბაზაში (მცენარეული ზეთი, კრემი, ტონიკი, შამპუნი, კონდიციონერი, ნიღაბი და ა.შ.) დაამატეთ 3-5 წვეთი ნეროლის ზეთი ან მისი ნარევი სხვა ეთერზეთებთან.
► მასაჟი: 4-6 წვეთი ნეროლის ეთერზეთი ან მისი ნარევი შეურიეთ სხვა ზეთებს 1 სუფრის კოვზ რომელიმე მცენარეულ ზეთს (ჟოჟობას, ნუშის, ატმის, ყურძნის და ა.შ.) ან კრემს.
► აბაზანები: შევსებულ აბაზანაში (37-38 °C) დაამატეთ 3-5 წვეთი ნეროლის ეთერზეთი ან მისი ნარევი სხვა ზეთებთან, წინასწარ შერეული 1 სუფრის კოვზი ემულგატორთან (რძე, თაფლი, ზღვის ან სუფრის მარილი). პროცედურის ხანგრძლივობაა 10-20 წუთი.
► ოთახის არომატიზაცია: წყლით სავსე არომა-ლამპას დაამატეთ 4-7 წვეთი ნეროლის ეთერზეთი ან მისი ნარევი სხვა ეთერზეთებთან და აანთეთ სანთელი. არომატი შეავსებს ოთახს. არომა-ლამპის არ არსებობის შემთხვევაში ზეთი შეიძლება დაწვეთოთ ხელსახოცზე ან დაამატოთ ჭიქა ცხელ წყალში, ან დააწვეთოთ 100% კოტონის ნაჭერზე მოათავსოთ ის გათბობის რადიატორზე. პროცედურის ხანგრძლივობაა 15-30 წუთი.