aromatika

,,არომატიკა"-ს რეცეპტები ალოე ვერას ზეთით

სტრიების საპროფილაქტიკო ზეთი: 1ს/კ ალოეს ზეთს დაუმატეთ 5-7 წვ ნეროლის ეთერზეთი. დაიტანეთ ნარევი პრობლემურ ადგილებზე და შეიზილეთ სრულ შეწოვამდე.

ნიღაბი ხელებისთვის: 1 ჩ/კ ალოეს ზეთს დაუმატეთ 1 ჩ/კ გვირილის ზეთი და 1 ჩ/კ თხილის ზეთი. ნარევი შეათბეთ წყლის აბაზანაზე და მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ ხელებზე.

ნიღაბი დაზიანებული და მშარლი თმისთვის: 1 კვერცხის გულს დაუმატეთ 1 ჩ/კ ალოეს ზეთი, 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, 10 წვ ლავანდის და 5 წვ სალბის ეთერზეთი. მიღებული ნარევი წასისვით თმის მთელს სიგრძეზე, შეიფუთეთ თმა, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ.
თმის გამაძლიერებელი ნიღაბი: შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩ/კ ალოე და 1 ჩ/კ ბირკავას ზეთი, შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ.
თმის ზრდის აქტივატორი ნიღაბი: 2 ს/კ მშრალ მდოგვს დაუმატეთ 2 ს/კ ცხელი წყალი 1 კვერცხის გული, 2 ს/კ ალოეს ზეთი, 2 ჩ/კ შაქარი. ნარევი დაიტანეთფრთხილად მხოლოდ თმის ძირებზე, რომ არ დაზიანდეს თმის ბოლოები! თმის ბოლოებზე შეგიძლიათ სუფთა ალოეს ზეთი შეიზილოთ.

სახის ნიღაბი მშრალი კანისთვის: 1/2 ჩ/კ ალოეს ზეთს დაუმატეთ 2 ს/კ შვრიის ფქვილი, 2 კვერცხის ცილა, 30გრ თაფლი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20წუთი და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.

სახის ნიღაბი ნაოჭების საწინააღმდეგოდ: 1 ს/კ ალოეს ზეთს დაუმატეთ 2 ს/კ გამთბარი თაფლი, შეურიეთ, წაისვით სახეზე 10-15 წუთით. ნიღაბი კვებავს, ამცირებს ნაოჭებს და აუმჯობესებს კანის ფერს. 

სტატიის ავტორი , 2021-07-31


კომენტარები