aromatika

► ნიღაბი კანის ყოველდღიური მოვლისთვის: გამოიყენება სტაფილოს ზეთი, როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა მცენარეულ ზეთებთან ნარევი (ატმის, ნუშის, ხორბლის ზეთი და ა.შ.) 1:1 თანაფარდობით, ასევე რეკომენდებულია ლავანდის, სანდალოზის და ილანგ-ილანგის ნატურალური ეთერზეთების დამატებაც (1 ს/კ ზეთი ან ზეთების ნარევი, 1-2 წვეთი ეთერზეთი ან ეთერზეთების ნარევი). გამოიყენეთ სახეზე და სხეულზე აბაზანის ან/და შხაპის შემდეგ. ზეთი უზრუნველყოფს კანის ყოველდღიურ მოვლას სახლის პირობებში, არბილებს კანს, ანიჭებს ოდნავ რუჯს.
► ტუჩების და თვალების ირგვლივ კანის მოვლა: ქუთუთოების და ტუჩების შეზეთვა სტაფილოს ზეთით უზრუნველყობს კანის სუფთა და ელასტიურ მდგომარეობაში შენარუნებას. ზედმეტი ზეთი მოიწმინდეთ ხელსახოცით.
► თმის ნიღაბი: 10 მლ შამპუნს დაუმატეთ 3 ს.კ. კოვზები სტაფილოს და 1 ს.კ. კაკლის ზეთი, აურიეთ, წაისვით ნარევი თავის კანზე, შემდეგ ფრთხილად დაივარცხნეთ თმა. შეიფუთეთ თმა  ცელოფნით და ზემოდან პირსახოცით, რომ თბილი იყოს. ჩამოიბანეთ შამპუნით რამოდენიმეჯერ 30-50 წუთის შემდეგ.

სტატიის ავტორი , 2022-04-04


კომენტარები