ჟოჟობას ზეთი
15
ჟოჟობას ზეთი იდეალური და უნიკალური საშუალებაა ნებისმიერი ტიპის კანის და თმის ყოველდღიური მოვლისათვის.
ის კარგად შეიწოვება კანის მიერ და ავლენს: აღმდგენს, მკვებავ, დამარბილებელ, დამატენინანებელ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.
- განსაკუთრებით ეფექტურია ჟოჟობას ზეთის გამოყენება ახალშობილი ბავშვების ნაზი კანის მოსავლელად გაღიზიანებების, სიწითლეების და სიმშრალის დროს.
- ეფექტურია მისი გამოყენება თვალების გარშემო ნაოჭების საწინააღმდეგოდ და ტუჩების ნაზი კანის მოსავლელად.
- რეგულარული გამოყენებისას ჟოჟობას ზეთი ხელს უწყობს დაღლილი და მოშვებული კანის გაახალგაზრდავებას, აბრკოლებს ნაოჭების წარმოქმნას და ხელს უწობს უკვე არსებულის აღმოფხვრას.
- ჟოჟობას ზეთს იყენებენ ასევე სტრიების, ცელულიტის, ნახეთქების, ნაკაწრების, დერმატიტების, ფსორიაზის, ეგზემის, დამწვრობების დროს.
- ასევე წამწამების, წარბების , ფრჩხილების და თმის მოსავლელად.
- კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება: 10გრ კრემს, ტონიკს ან ლოსიონს დაუმატეთ 5-10მლ ჟოჟბას ზეთი, ხოლო 100მლ შამპუნს ან ბალზამს-7-10მლ.
ჟოჟობას ზეთის გამოყენების მეთოდები იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/32
მოცულობა-20მლ
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 15
- ქვეყანა
- გერმანია
- წონა
- 20
- ნანახია
- 39998
მსგავსი პროდუქტები
ქაცვის ზეთი
ქაცვის ზეთი კოსმეტოლოგიაში და დერმატოლოგიაში ფართოდ გამოიყენება ისეთი დაავადებები სამკურნალოდ როგორიცაა:
ინფიცირებული ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, დამწვრობა, ნახეთქები, ეგზემა, დერმატიტი, გამონაყარი და აკნე.
ქაცვის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინოიდებს (ვიტამინი-A-ს წინამორბედს), ასევე ანტიოქსიდანტებს: ვიტამინ-E-ს, ვიტამინ-C-ს რომლის შემცველობით მხოლოდ, ასკილის ზეთს ჩამორჩება, B-ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს და ორგანულ მჟავებს.
ქაცვის ზეთს იყენებენ კანზე ნაოჭების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ის ანიჭებს კანს ელასტიურობას, სიმკვრივეს, სასიამოვნო ფერს, ეფექტურია მისი გამოყენება გარუჯვამდე და გარუჯვის შემდგომ.
რეკომენდებულია: მშრალი, მობერებული და პრობლემური კანის მოსავლელად. ქაცვის ზეთს იყენებენ პიგმენტური ლაქების და ჭორფლების გასაღიავებლად.
მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად სახის, თვალების და ტუჩების მოსავლელად, ასევე თმების და ფრჩხილების გასამაგრებლად.
ქაცვის ზეთის გამოყენების მეთოდები იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/41
მოცულობა-20მლ
14
სტაფილოს ზეთი
სტაფილოს კოსმეტიკური ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ალფა-კაროტინს, ბეტა-კაროტინს და სხვა კაროტინებს. უნდა აღინიშნოს, რომ ხილიდან ან ბოსტნეულიდან მიღებული კაროტინები უფრო ადვილად შეიწოვება კანის მიერ. ის მდიდარია ვიტამინით-A, რომელიც მას ნარინჯისფერ ელფერს სძენს. სტაფილოს ზეთი უნიკალური საშუალებაა ნებისმიერი ტიპის კანის მოსავლელად. ის კანს ანიჭებს მსუბუქი რუჯის შეფერილობას. შეუცვლელია თავის კანის და თმის, ფრჩხილების და კანის დეპილაციის შემდგომ მოვლისათვის.
სტაფილოს ზეთი უნიკალური საშუალებაა ნებისმიერი ტიპის კანის მოსავლელად.
ის კანს ანიჭებს მსუბუქი რუჯის შეფერილობას.
სტაფილოს ზეთი გამოიყენება, როგორც დამოუკიდებლა, ასევე ძალიან კარგად 1:1 თანაფარდობით ერევა ავოკადოს, ნუშის, ჟოჟობას და ხორბლის ჩითილის ზეთს, სახისა და სხეულის მოსავლელ სხვადასხვა კრემებს, ლოსიონებს.
გამოიყენება თვალების გარშემო და ტუჩების კანის მოსავლელად.
რეცეპტები სტაფილოს ზეთით იხილეთ ბმულზე: https://aromatika.b2c.ge/blog/4/50
მოცულობა-50მლ
27