aromatika

ჭინჭრის ზეთი


12

გაზიარება:

  • ჭინჭრის ზეთი, როგორც სახის და სხეულის სილამაზის პროდუქტი, შეიძლება დაემატოს კრემებსა და ლოსიონებს. ამ ზეთის შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა მას აკნეს შესანიშნავ საშუალებად აქცევს. 
  • ჭინჭრის ზეთი ამცირებს კანის ცხიმიანობას, ხელს უწყობს ფორების შევიწროებას.
  • ის კურნავს, კვებავს სახის კანს, ხდის მას რბილს და ხავერდოვანს, ჰმატებს ერთფეროვნებას. ხელს უწყობს წვრილი ხაზების და ნაოჭების შემცირებას. ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას და აუმჯობესებს კანის სუნთქვას.
  • ჭინჭარს აქვს ძლიერი შემბოჭავი თვისება, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია მწერების ნაკბენისა და გამონაყარის ადგილებში.
  • თუ აქამდე არ იცოდით რომელი მცენარეული ზეთი შეგერჩიათ კულულების აღსადგენად, მაშინ ჭინჭრის ზეთი შესანიშნავია ამ მიზნისთვის, ასევე დასუსტებული თმისთვის. ის ანიჭებს მათ სირბილეს, ელასტიურობას და ჯანსაღ იერს. აქვს სასარგებლო გავლენა თმის სტრუქტურაზე, ეფექტურად აცოცხლებს და ატენიანებს მშრალ ღერებს. ჭინჭრის ზეთი ასევე ითვლება თმის ზრდის საკმაოდ ძლიერ ბუნებრივ აქტივატორად.
  • ყველამ იცის, რომ თმისთვის ძალიან ცუდია ტემპერატურული ცვლილებები, მზის პირდაპირი სხივების, ულტრაიისფერი სხივები, ძალიან ხშირი ღებვა და ქიმიური დახვევა. ჭინჭრის ზეთი, როგორც თმის საუკეთესო თერმული დამცველი, ქმნის ერთგვარ დამცავ ფენას, რომელიც ამცირებს ყველა უარყოფით გავლენას თმაზე და თავის კანზე.
  • ჭინჭრის ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ სუფთა სახით, ასევე სხვა ზეთებთან ნარევებში, როგორც საბაზისო ზეთი ბუნებრივი ეთერზეთებით კომპოზიციების შესაქმნელად, კოსმეტიკური საშუალებების გასამდიდრებლად.
  • მოცულბა-50მლ

ბრენდი
არომატიკა
ფასი
12
ქვეყანა
გერმანია
ნანახია
2084

მსგავსი პროდუქტები