ალოე ვერას ზეთი
12.5
ალოე ვერას ზეთი ბუნებრივი ბიოსტიმულატორია. პროდუქტის გამოყენება კანზე ხელს უწყობს:
- კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას.
- ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და ანელებს დაბერების პროცესებს.
- ალოე ვერას ზეთს გააჩნია დამატენიანებელი, მკვებავი, შემახორცებელი, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი, ანტიოქსიდანტური თვისებები.
- ზეთი გამოიყენება აკნეს, დამწვრობების, ჭრილობების დროს. ის ხსნის ალერგიით და მწერებით გამოწვეულ ქავილს.
- ალოე ვერას ზეთი საუკეთესო საშუალებაა თავის კანის და თმების მოსავლელად.
- ყველაზე მარტივი გზა ზეთის გამოსაყენებლად ეს არის მისი დამატება კრემებში, შამპუნებში და ლოსიონებში.
,,არომატიკა"-ს რეცეპტები ალოე ვერას ზეთით იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/34
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 12.5
- ქვეყანა
- გერმანია
- წონა
- 20
- ნანახია
- 13199
მსგავსი პროდუქტები
ავოკადოს ზეთი
ავოკადოს ზეთი საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი ტიპის კანისათვის, რადგან მისი სტრუქტურა ყველაზე ახლოსაა ადამიანის კანის ცხიმოვან სტრუქტურასთან. ავოკადოს ზეთი ხელს უწყობს:
კანის დატენიანებას და გაახალგაზრდავებას,
განსაკუთრებით რეკომენდებულია, მობერებული, მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად
უზრუნველყოფს ნაოჭების გაქრობას თვალების გარშემო და კისერზე
ასევე გამოიყენება შეღებილი, გამომშრალი თმების და ფრჩხილების მოსავლელად.
მოცულობა-20მლ
,,არომატიკა"-ს რეცეპტები ავოკადოს ზეთით იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/39
10
არგანის ზეთი
არგანის ზეთი ძალიან მდიდარია აქტიური კომპონენტებით, როგორიცაა: ანტიოქსიდანტები-პოლიფენოლები და ტოკოფეროლები, ვიტამინები-A და E, ასევე ანტიბიოტიკების და ფუნგიციდების მსგავსი ნივთიერებებით.
არგანის ზეთი აღადგენს კანის ლიპიდურ ფენას და სუკეთესო საშალებაა:
დამწვრობების, ჭრილობების და ნაიარევების სამკურნალოდ,
ორსულობის ან წონაში მომატებისას სტრიებისაგან დასაცავად,
არგანის ზეთს გააჩნია დამატენიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი, მატონიზირებელი, ანტიოქსიდანტური მოქმედება,
ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, აქრობს ნაოჭებს,
გამოიყენება თვალების გარშემო და გრძნობიარე, მათ შორის ბავშვის კანის მოსავლელად და დასატენიანებლად,
საუკეთესო მკვებავი საშუალებაა კანის, ფრჩხილების და თმებისათვის.
გარდა ამისა არგანის ზეთის მასაჟი რეკომენდებულია ართრიტის, რევმატიზმის და კუნთების ტკივილის დროს.
მოცულობა-20მლ
,,არომატიკა"-ს რეცეპტები არგანის ზეთით იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/37
16
ატმის ზეთი
ატმის ზეთი იდეალური კოსმეტიკური და სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა.
ზეთი მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, რაც შეუცვლელს ხდის მას კოსმეტოლოგიაში.
ატმის ზეთი კვებავს, ატენიანებს, აახალგაზრდავებს, აღადგენს კანს და ჰმატებს მას ტონუსს.
გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანის მოსავლელად - პრობლემური, მშრალი, დაბერებული, ბავშვის ნაზი კანის.
ხსნის სიწითლეს, აქერცვლას, გაღიზიანებას, ამშვიდებს და იცავს კანს.
გამოიყენება ასევე თმების და ფრჩხილების მოსავლელად, თვალის გარშემო ნაზი კანის მოსავლელად.
ასწორებს ნაოჭებს.
მოცულობა-20მლ
,,არომატიკა"-ს რეცეპტები ატმის ზეთით იხილეთ აქ: http:// https://aromatika.b2c.ge/blog/4/31
10
ნუშის ზეთი
ნუშის ზეთი - ყველასთვის ცნობილი პოპულარული და ეფექტური კოსმეტიკური საშუალებაა.
ის ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, განსაკუთრებით ღამის და მკვებავი კრემების შემადგენლობაში.
ნუშის ზეთს გააჩნია: დამარბილებელი, მკვებავი, დამატენიანებელი, აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო , მატონიზირებელი ზემოქმედება. ყოველდღიური გამოყენებისას ის ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, ნაჭების გასწორებას და მათი გაჩენის პროფილაქტიკას. ნუშის ზეთი აღმოფხვრის კანის სიკმშრალეს, აქერცვლას, ანთებას.
ამ ზეთის ჩამატება კარგია შამპუნებში თმის გაჯანსაღების და ზრდის სტიმლუაციის მიზნით.
მას იყენებენ ცელულიტის და სტრიების საწინააღმდეგოდ მასაჟების დროს. ნუშის ზეთი, როგორც სუფთა სახით, ასევე კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში წარმოადგენს ეფექტურ მატონიზირებელ საშუალებას ყველა ტიპის კანისთვის.
მოცულობა-20მლ
10
ჟოჟობას ზეთი
ჟოჟობას ზეთი იდეალური და უნიკალური საშუალებაა ნებისმიერი ტიპის კანის და თმის ყოველდღიური მოვლისათვის.
ის კარგად შეიწოვება კანის მიერ და ავლენს: აღმდგენს, მკვებავ, დამარბილებელ, დამატენინანებელ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.
განსაკუთრებით ეფექტურია ჟოჟობას ზეთის გამოყენება ახალშობილი ბავშვების ნაზი კანის მოსავლელად გაღიზიანებების, სიწითლეების და სიმშრალის დროს.
ეფექტურია მისი გამოყენება თვალების გარშემო ნაოჭების საწინააღმდეგოდ და ტუჩების ნაზი კანის მოსავლელად.
რეგულარული გამოყენებისას ჟოჟობას ზეთი ხელს უწყობს დაღლილი და მოშვებული კანის გაახალგაზრდავებას, აბრკოლებს ნაოჭების წარმოქმნას და ხელს უწობს უკვე არსებულის აღმოფხვრას.
ჟოჟობას ზეთს იყენებენ ასევე სტრიების, ცელულიტის, ნახეთქების, ნაკაწრების, დერმატიტების, ფსორიაზის, ეგზემის, დამწვრობების დროს.
ასევე წამწამების, წარბების , ფრჩხილების და თმის მოსავლელად.
კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება: 10გრ კრემს, ტონიკს ან ლოსიონს დაუმატეთ 5-10მლ ჟოჟბას ზეთი, ხოლო 100მლ შამპუნს ან ბალზამს-7-10მლ.
ჟოჟობას ზეთის გამოყენების მეთოდები იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/32
მოცულობა-20მლ
15
ალოე ვერას გელი
ალოე ვერას გელი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ალოეს ვერას წვენზე. დაბალანსებული ფორმულის მქონე ეს ბუნებრივი პროდუქტი განკუთვნილია სახისა და სხეულის კანისა და თმის მოვლისთვის. პროდუქტის მთავარი აქტიური ინგრედიენტი, ალოე ვერას წვენი, მატონიზირებელი, დაბერების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებებით გამოირჩევა, საუკეთესო საშუალებაა გაღიზიანებული და მგრძნობიარე კანისთვის.
კოსმეტიკური პროდუქტის გელისებური სტრუქტურა სასიამოვნო კონსისტენციისაა და სუნიც ძალიან მსუბუქად აქვს. ეს არის უნივერსალური სუპერპროდუქტი მთელი ოჯახისთვის, ის სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ლაქებს კანზე და ტანსაცმელზე.
ალოე ვერას გელი რეკომედებულია გამოყენებულ იქნას, როგორც კოსმეტიკური პროდუქტი მშრალი, მგრძნობიარე, პრობლემური და ალერგიული კანისთვის. პროდუქტი მისაღებია ყოველდღიური მოხმარებისთვის.
ალოე ვერას მცენარე დიდი ხანია ცნობილია თავისი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით. ამ მცენარის ფოთოლი სასარგებლო ნივთიერებებისა და კომპონენტების ნამდვილი საწყობია, რადგან ის შეიცავს 20 მინერალს, 20 ამინომჟავას და 12 ვიტამინს, ბევრ ცილის მოლეკულას და ჩვენი ორგანიზმისთვის და სილამაზისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებს.
პროდუქტის მთავარი აქტიური ინგრედიენტი, ალოე ვერას წვენი, ძლიერი აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და სამკურნალო ბუნებრივი საშუალებაა, რადგან გელი აჩქარებს კანის რეგენერაციას უჯრედულ დონეზე. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული, მატონიზირებელი მოქმედება.
ალოე ვერას გელი დადებითად მოქმედებს კანის ყველა ტიპზე:
• ღრმად, მაგრამ ნაზად ასუფთავებს კანს;
• ატენიანებს და კვებავს;
• აღადგენს და იცავს;
• ანელებს დაბერების პროცესს და აახალგაზრდავებს.
ალოე ვერას გელი მყისიერად ატენიანებს და კვებავს კანს. ეს ასევე ხელს უშლის გაუწყლოებას, რადგან ის ინარჩუნებს ეპიდერმისის ტენიანობის ოპტიმალურ რაოდენობას, რითაც ეფექტურად უზრუნველყოფს ალოე ვერას სახის მოვლას.
ალოე ვერას გელი არა მხოლოდ ხდის კანს რბილს, აქვს ძლიერი დამცავი და მატონიზირებელი მოქმედება, აშორებს ტოქსინებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და შესანიშნავად უმკლავდება ისეთი ტიპის გაღიზიანებებს, როგორიცაა ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამოწვეული სიწითლე, კოღოს და მწერების ნაკბენები, მსუბუქი დამწვრობის ფორმები, გაღიზიანება გაპარსვის შემდეგ.
პროდუქტს არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვები, გარდა ამისა, ის შესანიშნავი ასისტენტი იქნება კანის დაბერებასთან და მოშვებულობასთან ბრძოლაში. ალოე ვერა ინარჩუნებს ეპიდერმისის ელასტიურობას და სიმკვრივეს, ასტიმულირებს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას და მოქმედებს ასევე როგორც პირველი ხარისხის ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს უჯრედებში დაჟანგვის პროცესს და ანელებს მათ განადგურებას.
რევიტალიზაციის უნარის გამო, ალოე ვერას წვენზე დაფუძნებული გელი აღვიძებს თმის მიძინებულ ფოლიკულებს, ასტიმულირებს ახალი თმის ზრდას და ამით აუმჯობესებს მის მოცულობას. გარდა ამისა, ალოე ვერას სასარგებლო ინგრედიენტები ხელს უწყობს თმის დაცვას მაღალი ტემპერატურისა და გარემოზე ზემოქმედებისგან.
ბუნებრივი გელი ალოე ვერა შესანიშნავად მოქმედებს, როგორც დამოუკიდებელი კოსმეტიკური პროდუქტი, შესაძლებელია ის დაემატოს თქვენს საყვარელ პროდუქტებს სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად და ასევე შეიძლება გახდეს სახლში სახის ნიღაბის ინგრედიეტიც.
ეს საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც:
• მაკიაჟის ბაზა;
• მსუბუქი კრემი ან სახის დამატენიანებელი შრატი;
• ქუთუთოების მოვლის საშუალება;
• გაპარსვის ან ეპილაცია შემდეგ კრემი;
• მზის აბაზანის შემდგომ გამოსაყენებაელი პროდუქტი;
• ხელის და ფრჩხილების კრემი;
• ტანის რძე ან კრემი;
• თმის ნიღაბი.
გამოყენების წესი: წაისვით მცირე რაოდენობით გელი სახის, სხეულის ან ტენიანი თმის კანზე, შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით, დააცადეთ კანზე შეწოვა.
მოცულობა 100 მლ
23