Sale-ალოე ვერას ზეთი
12.5 5
ალოე ვერას ზეთი ბუნებრივი ბიოსტიმულატორია. პროდუქტის გამოყენება კანზე ხელს უწყობს:
- კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას.
- ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და ანელებს დაბერების პროცესებს.
- ალოე ვერას ზეთს გააჩნია დამატენიანებელი, მკვებავი, შემახორცებელი, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი, ანტიოქსიდანტური თვისებები.
- ზეთი გამოიყენება აკნეს, დამწვრობების, ჭრილობების დროს. ის ხსნის ალერგიით და მწერებით გამოწვეულ ქავილს.
- ალოე ვერას ზეთი საუკეთესო საშუალებაა თავის კანის და თმების მოსავლელად.
- ყველაზე მარტივი გზა ზეთის გამოსაყენებლად ეს არის მისი დამატება კრემებში, შამპუნებში და ლოსიონებში.
,,არომატიკა"-ს რეცეპტები ალოე ვერას ზეთით იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/34
მოცულობა-20მლ
ვარგისიანობის ვადა-02.2025
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 5
- ძველი ფასი
- 12.5
- ქვეყანა
- გერმანია
- ნანახია
- 9524
მსგავსი პროდუქტები
ჩაის ხის ეთერზეთი
ჩაის ხის ეთერზეთი ძალიან ძლიერი ანტისეპტიკია, ასევე გააჩნია მკვეთრად გამოხატული ბაქტერიციდული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.
ჩაის ხის ზეთი გამოიყენება მხოლოდ როგორც გარეგანი საშუალება, მისი მიღება არ არის რეკომენდებული.
1. თმის ფოლიკულების გაწმენდა, ქერტლი - დაამატეთ ჩაის ხის ზეთის 5-10 წვეთი შამპუნის ან ბალზამის ერთჯერად დოზაში და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ გამოჯანმრთელებამდე.
2. ყურის ტკივილი - აურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი და ჩაის ხის ზეთი პროპორციით 2:1, ოდნავ შეათბეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ყურში. გაიმეორეთ საჭიროებისამებრ.
3. ანგინა, ლარინგიტი - 1 ჭიქა წყალში დაამატეთ 5 წვეთი ზეთი და გამოივლეთ ყელში დღეში 2-3-ჯერ.
4. გაციება, სურდო, ხველა - დაამატეთ 10 წვეთი ზეთი ინჰალატორში და გაიკეთეთ ინჰალაცია ძილის წინ, სურდოს დროს შეიზილეთ რამდენიმე წვეთი ცხვირის ფუძეზე და ნესტოებთან.
5. ჰერპესი, დახეთქილი ტუჩები - 1 ჭიქა მდუღარე წყალში დაამატეთ 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი და დღეში 2-ჯერ დაიმუშავეთ ბამბის ტამპონით.
6. სისხლდენა ღრძილებიდან, გინგვიტი, კბილის ტკივილი - 100 მლ მდუღარე წყალში დაამატეთ 3-5 წვეთი ზეთი და თბილ მდგომარეობაში გამოივლეთ პირის ღრუ 2-ჯერ დღეში.
7. ბრონქიტი - დაიზილეთ გულმკერდი 5 წვეთი ჩაის ხის ზეთით და დაიდეთ თბილი პირსახოცი (შეგიძლიათ მასში შეახვიოთ გრელკა) 1-2 საათით.
8. აკნე (ფერიმჭამელები) - წაისვით 2-3 წვეთი ზეთი პრობლემურ ადგილებში დღეში 2-3-ჯერ, ამის გარდა დაამატეთ 1 წვეთი გამწმენდი საშუალების ან ლოსიონის ერთჯერად დოზაში.
9. ეგზემა - შეიზილეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი გამშრალებული კანის დაზიანებულ არეში დღეში 2-ჯერ.
10. რევმატიზმი - აურიეთ ერთმანეთში ნებისმიერი მცენარეული ზეთი და ჩაის ხის ზეთი პროპორციით 1:1, ოდნავ შეათბეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და ძილის წინ შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში სრულ შეწოვებამდე.
ჩაის ხის ეთერზეთი მძლავრი რეპელენტია მწერების საწინააღმდეგო ბრძოლაში.
12.5
აკნეს ფიტო-ბალზამი
აკნეს საწინააღმდეგო ფიტო-ბალზამს ნატურალური შემადგენლობით, რომელიც ეფექტურად ებრძვის პრობლემას, ხსნის ანთებას და გაღიზიანებას.
ფიტო-ბალზამი შეიცავს: ჩაის ხის და ლიმნის ეთერზეთებს, გვირილის ექსტრაქტს და ალანტოინს, რაც განაპირობებს ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენ, დამატენიანებელ, მკვებავ და კანის დამამშვიდებელ მოქმედებას.
- ჩაის ხის ეთერზეთი ძალიან ძლიერი ანტისეპტიკია, გააჩნია მკვეთრად გამოხატული ბაქტერიციდული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
- ლიმნის ეთერზეთი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას და ავიწროვებს ფორებს
- გვირილის ექსტრაქტი კანის ჯანმრთელობის, სილამაზისა და ახალგაზრდობის წყაროა. ის ამშვიდებს, არბილებს, ამკვრივებს კანს და იცავს გამოშრობისგან, წმენდს ფორებს.
- ალანტოინი რეგენერაციული (აღდგენითი) პროცესების სტიმულატორია.
გამოყენების წესი: დაიტანეთ სუფთა კანზე დღეში 2-3 ჯერ და შეიზილეთ წრიული მოძრაობით.
მოცულობა-50მლ
15
ყურძნის წიპწის ზეთი
ყურძნის წიპწის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში ძალიან პოპულარულია. ეს თვისება გამოისახება იმაში, რომ ის ერთერთია იმ მცენარეულ ზეთებში, რომელიც შესანიშნავად უხდება მშრალ და მობერებულ, ასევე ცხიმიან და პრობლემურ კანს:
ავიწროვებს ფორებს, კარგათ შეიწოვება კანში და პრაქტიკულად არ ტოვებს მასზე ცხიმიან სიპრიალეს. ამკრივებს კანს და უნარჩუნებს სინოტივეს. გააჩნია ძლიერი ანთებასაწინააღმდეგო და შემკვრელი თვისებები, ის ძალიან უხდება პრობლემურ და ფერიმჭამელებით დაფარულ კანს.
დიდი რაოდენობით მასში შემავალი ვიტ. E აღადგენს და იცავს თავის კანს და თმის ბოლოებს. ყურძნის წიპწის ზეთი გამოიყენება თმის ზრდის სტიმულაციის, მისი ბზინვარების მიზნით, თმის მტვრევადობისას: შემთბარ ზეთს შეიზელენ თავის კანში უშუალოდ თავის დაბანვის წინ.
განსაკუთრების სასარგებლოა ყურძნის ზეთი თმის შეღებვის და ქიმიური დახვევის შემდეგ. მისი ნიღბების რეგულარული გამოყენება აღადგენს თმის დაზიანებულ სტრუქტურას, კვებავს თმას და ჰმატებს ბზინვარებას.
ყურძნის წიპწის ზეთი გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე შედის სხვადასხვა თმის ნიღბების და შამპუნების შემადგენლობაში – უსიცოცხლო და დაზიანებული თმისათვის.
მოცულობა-20მლ
10