ლავანდის ეთერზეთი
20
ლავანდის ეთერზეთი ფართოდ გამოიყენება არომათერაპიაში: ის აწონასწორებს პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, აუმჯობესებს განწყობას, ამშვიდებს, ხსნის დაძაბულობას, ამსუბუქებს აგრესიის გამოვლინებას, უძილობას და ისტერიულ რეაქციებს. წარმოადგენს ძლიერანტიდეპრესანტს, ადაპტოგენს და იმუნომოდულატორს.
ზეთი ავლენს მაღალ ბაქტერიოციდულ აქტივობას კოკების და ჩხირების მიმართ.
ლავანდის ეთერზეთი დადებითად მოქმედებს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე- აწესრიგებს წნევას, ატონიზირებს გულის მუშაობას, აწონასწორებს ჰორმონალკურ სტატუსს, ამაღლებს ყურადღებას და აძლიერებს მეხსიერებას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და მრავალი მრავალი სხვა.
კოსმეტოლოგიაში უხდება თითქმის ყველა ტიპის კანს, განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი, დაბერებული, გაღიზიანებული კანის მოსავლელად. ხნის კანის შეწითლებას და აქერცვლას, ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. ეფექტურია კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების დროს: ჩირქოვანი გამონაყარის, ფურუნკულების, აბსცესების, დაჩირქებული ჭრილობების, ძირმაგარების დროს.
ასევე გამოიყენება კანის ნეიროენდოკრინული დაავადებების - ვიტილიგოს, სოკოვანი დაავადებების, ალერგიული რეაქციების, ჰერპესის დროს.
წარმოადგენს ბუნებრივ დეზოდორანტს. გამოიყენება ტილების საწინააღმდეგოდ.
მოცულობა-20მლ
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 20
- ქვეყანა
- გერმანია
- წონა
- 10
- ნანახია
- 311