aromatika

ჩაის ხის ეთერზეთი


16

გაზიარება:

ჩაის ხის ეთერზეთი ძალიან ძლიერი ანტისეპტიკია, ასევე გააჩნია მკვეთრად გამოხატული ბაქტერიციდული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.
ჩაის ხის ზეთი გამოიყენება მხოლოდ როგორც გარეგანი საშუალება, მისი მიღება არ არის რეკომენდებული.
1. თმის ფოლიკულების გაწმენდა, ქერტლი - დაამატეთ ჩაის ხის ზეთის 5-10 წვეთი შამპუნის ან ბალზამის ერთჯერად დოზაში და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ გამოჯანმრთელებამდე.
2. ყურის ტკივილი - აურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი და ჩაის ხის ზეთი პროპორციით 2:1, ოდნავ შეათბეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ყურში. გაიმეორეთ საჭიროებისამებრ.
3. ანგინა, ლარინგიტი - 1 ჭიქა წყალში დაამატეთ 5 წვეთი ზეთი და გამოივლეთ ყელში დღეში 2-3-ჯერ.
4. გაციება, სურდო, ხველა - დაამატეთ 10 წვეთი ზეთი ინჰალატორში და გაიკეთეთ ინჰალაცია ძილის წინ, სურდოს დროს შეიზილეთ რამდენიმე წვეთი ცხვირის ფუძეზე და ნესტოებთან.
5. ჰერპესი, დახეთქილი ტუჩები - 1 ჭიქა მდუღარე წყალში დაამატეთ 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი და დღეში 2-ჯერ დაიმუშავეთ ბამბის ტამპონით.
6. სისხლდენა ღრძილებიდან, გინგვიტი, კბილის ტკივილი - 100 მლ მდუღარე წყალში დაამატეთ 3-5 წვეთი ზეთი და თბილ მდგომარეობაში გამოივლეთ პირის ღრუ 2-ჯერ დღეში.
7. ბრონქიტი - დაიზილეთ გულმკერდი 5 წვეთი ჩაის ხის ზეთით და დაიდეთ თბილი პირსახოცი (შეგიძლიათ მასში შეახვიოთ გრელკა) 1-2 საათით.
8. აკნე (ფერიმჭამელები) - წაისვით 2-3 წვეთი ზეთი პრობლემურ ადგილებში დღეში 2-3-ჯერ, ამის გარდა დაამატეთ 1 წვეთი გამწმენდი საშუალების ან ლოსიონის ერთჯერად დოზაში.
9. ეგზემა - შეიზილეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი გამშრალებული კანის დაზიანებულ არეში დღეში 2-ჯერ.
10. რევმატიზმი - აურიეთ ერთმანეთში ნებისმიერი მცენარეული ზეთი და ჩაის ხის ზეთი პროპორციით 1:1, ოდნავ შეათბეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და ძილის წინ შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში სრულ შეწოვებამდე.

ჩაის ხის ეთერზეთი მძლავრი რეპელენტია მწერების საწინააღმდეგო ბრძოლაში.

 

ბრენდი
არომატიკა
ფასი
16
ქვეყანა
გერმანია
ნანახია
372

მსგავსი პროდუქტები