ეთერზეთები აქროლადი დამახასიათებელი სუნის და გემოს მქონე მცენარეული, ზეთის მაგვარი ნივთიერებებია, არ იხსნება წყალში და ზოგიერთს აქვს დამახასიათებელი ფერიც. თუმცა ჩვეულებრივი ზეთებისაგან განსხვავებით არ სტოვებს ცხიმოვან ლაქას ქაღალდზე და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მაჩვენებლი-თუ ცხიმოვანი ლაქა დარჩა ე.ი. 100%-ით ნატურალური არ არის და დამატებული აქვს ზეთი (შესაძლოა დარჩეს მხოლოდ ფერი).
რაც შეეხება ეთერზეთების გამოყენებას: ისინი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში, სუნამოებიც მათგან მზადდება, არომათერაპიაში (მკურნალობა ეთერზეთებით), მასაჟებში, აბაზანებში და ა.შ.
აკრძალულია! კანზე განუზავებელი სახით მათი გამოყენება, რადგან ალერგიული ნივთიერებებია და შესაძლოა გამოიწვიოს კანზე ალერგია, გაღიზიანება, დამწვრობა, აქერცვლა.
ეთერზეთები ემატება მხოლოდ 2-5 წვეთი (გააჩნია ეთერზეთს) კრემებში, ლოსიონებში, შამპუნებში, ბალზამებში, კოსმეტიკურ ზეთებში და არა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სუნი მიენიჭოს, არამედ იმის გამო, რომ ეთერზეთები ერთგვარ სატრანსპორტო ნივთიერებებს წარმოადგენენ და ხელს უწყობენ კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი ინგრედიენტების კანის უფრო ღრმა ფენებში შეღწევას და ამავე დროს, თითოეულ ეთერზეთს გააჩნია თავისებური მოქმედება კანზე და თმაზე: მკვებავი, დამატენიანებელი, მათეთერებელი, ცხიმიანობის მარეგულირებელი, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური, ტკივილგამაყუჩებელი და ა.შ.
არსებობს მხოლოდ ორი ეთერზეთი, რომელთა გამოყენება შესაძლებელია განზავების გარეშე, ესენია: ჩაის ხის და ლავანდის ეთერზეთი, ისიც უშუალოდ პრობლემურ ზონაზე წერტილებად გამოიყენება.
სრულად ნახვა
ძალიან ხშირად მოგვმართავენ მომხმარებლები ეთერზეთების შესაძენად. დავინტერესდით თუ რისთვის იყენებდნენ მათ და აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი თვითონ ამზადებს ზეთოვან ან მშრალ სუნამოებს. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ ფირმა ,,არომატიკის" რამოდენიმე რჩევა სუნამოების დამზადებასთან დაკავშირებით.
თქვენი ხელით შექმნილ სუნამოს აქვს რამოდენიმე უპირატესობა:
გამოხატავენ თქვენს არსს,
უნიკალურია და მხოლოდ თქვენთვისაა შექმნილი,
ბევრად იაფია ვიდრე ბაზარზე არსებული სუნამოები.
სინამდვილეში სუნამოს დამზადება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პროფესიონალები ხელმძღვანელობენ რამოდენიმე წესით. მაგალითად მათ იციან რომ სუნამო გამოყენებისას გადის 3 ეტაპს.
I ეტაპი-,,სუნამოს თავი" გრძელდება რგამოყენებიდან 5-30 წუთი. ამ პერიოდის განმავლობაში ორთქლდება ყველაზე აქროლადი ეთერზეთები: ბეგქონდარა, ფორთოხალი, ვერბენი, ბერგამოტი, ლიმეტი, ლიმონი, პიტნა, მანდარინი, მუსკატის კაკალი, როზმარინი, ბაზილიკი. ამ ეტაპს ეწოდება ,,ზედა ნოტი" და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას.
II ეტაპი-,,სუნამოს გული" გრძელდება 12-24 საათი. ამ დროს იგრძნობა სუნამოს ნამდვილი არომატი. ამ ეტაპისას ორთქლდებ უკვე შედარებით ნაკლებ აქროლადი ეთერზეთები: ილანგ-ილანგი, გერანი, ლავანდა, მელისა, მირტა, სალბი მუსაკტის, ნეროლი, ვარდი, გვირილა, სალბი,ჟასმინი და პალმაროზა.
III ეტაპი-,,სუნამოს ბაზას" მიეკუთვნება ძალიან მცირედ აქროლადი ეთერზეთები და მათი სუნი იგრძნობა მანამდე სანამ არ ქრება არომატი სრულად. ამ ეთერზეთებს მიეკუთვნება: პაჩული, სანტალი, კედარი, ვეტივერი, ვანილი, მიხაკი, კიპარისი, დარიჩინი, საკმელი, ღვია, ვარდის ხე, ხილის და აღმოსავლეთ სანელებლების ეთერზეთები.
როგორ შევქმნათ საკუთარი არომატი?
ახლა უკვე გავარკვიეთ, როგორ იქცევა ესა თუ ის ეთერზეთი კომპოზიციაში და უკვე შესაძლებელია შევუდგეთ ყველაზე საინტერესო ეტაპს-საკუთარი სუნამოს შექმნას.
მომზადების წესი: დაჭერით ქაღალდი წვრილ ზოლებად (როგორც პარფიუმერიის მაღაზიებში აქვთ) დააწვეთეთ ეთერზეთები და დააწერეთ სახელები ფანქრით, რადგან ზოგიერთ კალამს ან მარკერს თავისი სუნი აქვს!
ჯერ იქმნება სუნამოს ,,გული"-აიღეთ ის ქაღალდები, რომლებზეც შესაბამისი ეთერზეთებია დაწვეთებული და გააკეთეთ დეგუსტაცია. ჩაატერეთ ექსპერიმენტი და შეარჩიეთ 2 ეთერზეთი, რომელიც თქვენი აზრით უხდება ერთმანეთს და ერთდროულად მიიტანეთ ცხვირთან. არომატები შეერევა ერთმანეთ და მიიღებთ პირველ მინიკომპოზიციას. ასე გაარკვევთ თუ რომელი ეთერზეთები შეგესაბამება თქვენს გემოვნებას.
ჩვეულებრივ სუნამოში ეთერზეთები ერევა შემდეგი პროპორციით 1:2:3 ანუ უნდა შევურიოთ 1 წილი სუნამოს ,,თავი", 2 წილი ,,გული" და 3 წილი ,,ბაზა". სასურველი არომატის შერჩევის შემდეგ ის უნდა დავაკავოთ უკვე ფუძეზე.
გახსოვდეთ, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს მინის ჭურჭელი, ხოლო ხანგრძლივად შენახვისას მუქი მინის ფლაკონები.
სუნამოს ფუძედ, როგორც წესი იყენებენ გამოხდილი წყლის და სპირტის ნარევს ან არაყს, ასევე საბაზო ზეთებს და მათ ნარევს ცვილთან (ამ უკანასკნელის გამოყენებისას მიიღება ე.წ. მშრალი სუნამოები). ზეთებზე დამზადებული სუნამო შესაძლებელია გამოიყენოთ მაშინვე, ხოლო სპირტზე დამზადებული უნდა დავაყოვნოთ სიბნელეში 1 თვის მანძილზე და 2-3 დღის შუალედით უნდა შენჯღრევა.
სუნამოების მომზადება ხდება შემდეგი პროპორციით 3 წილი ეთერზეთები და 7 წილი ბაზა. ჯერ ემატება ,,გულის" ეთერზეთები, შემდეგ ,,ბაზის" და სულ ბოლოს ზედა ნოტის-,,თავის" ეთერზეთები.
თუ გვინდა მშრალი სუნამოს მომზადება წყლის აბაზანაზე მსუბუქად უნდა შევათბოთ და შევურიოთ 2 წილი ზეთი და 1 წილი ცვილი. როგორც კი დაამატებთ ეთერზეთებს მაშინვე გადაასხით ფორმებში, რადგან ძალიან მალე ცივდება და მყარდება.
საბაზო ზეთებად გამოიყენება: ჟოჟობას, ნუშის, ზეითუნის, ყურძნის წიპწის და ნებიმიერი სხვა ზეთი რომელსაც არ აქვს სუნი. თუმცა რეკომენდებულია ჟოჟობას ან ნუშის ზეთი, რადგან მათ კანზე არაჩვეულებრივი მკვებავი და დამატენიანებელი ეფექტი აქვთ.
აი სულ ეს არის, გისურვებთ წარმატებას შემოქმედებით საქმიანობაში!
სრულად ნახვა
არსებობს ე.წ. რეპელენტი ეთერზეთები, ანუ ეთერზეთბი რომელთა სუნი აფთხობს მწერებს. განსაკუთრებით ეფექტურია ამ მიზნით გამოსაყენებლად: მიხაკის, ჩაის ხის, ლავანდის, პიტნის, კიპარისის, კედარის, გერანის, ევკალიპტის და როზმარინის ეთერზეთები.
შესაძლებელია დამზადდეს სხვადასხვა არომა-ნარევებიც:
1. 5-5 წვეთი ლავანდა და პიტნა
2. 5-5 წვეთი ლავანდა, პიტნა და მიხაკი
3. 5-5 წვეთი ლავანდა, მიხაკი და ჩაის ხე
4. 5-5 წვეთი ლავანდა და კედარი.
გამოყენების წესი:
✅ეთერზეთები ან მათი ნარევები გამოიყენება არომალამპით ოთახის არომატიზაციით.
✅სველი ხელსახოცით-ეთერზეთი ან მათი ნარევი ჩააწვეთეთ წყალში და ამ ნარევით დაასველეთ პირსახოცი ან ნაჭრის სალფეტკი მოათავსეთ საწოლთან ახლოს და მწერები აღარ შეგაწუხებენ.
✅შესაძლებელია არომა-სპრეის მომზადებაც-100მლ წყალში დაამატეთ 10მლ სპირტი და 10წვეთი ეთერზეთი ან მათი ნარევი. სხნარი გადაიტანეთ ჭურჭელში სპრეით. ასეთი ნარევი გამოიყენება ოთახში გასასხმელად, ან ტანსაცმელზე მისაპკურებლად.
✅ოთახის არომატიზაციისათვის შესაძლებელია ნახშირის ტაბლეტებზე ეთერზეთის დაწვეთება და განლაგება ოთახშიც.
ნაკბენის შემდგომ კი დაგეხმარებათ ლავანდის ან ჩაის ხის ეთერზეთი. ისინი არაჩვეულებრივად ხსნიან სიწითლეს, ქავილის შეგრძნებას და ალერგიულ რეაქციას.
სრულად ნახვა
100%-იანი ნატურალური ეთერზეთები ხელს უწყობს ორგანიზმიდან ალკოჰოლის მოქმედების შედეგად წარმოქმნილი ტოქსინების გამოდევნას.
დაამატეთ ეთერზეთების ნარევი ინჰალაციაში და ისუნთქეთ ორთქლი რამოდენიმეჯერ დღეში.
აღმდეგენი ნარევი:
2 წვეთი კამის ეთერზეთი
2 წვეთი ღვიის ეთერზეთი
2 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
გამოიყენეთ ასევე ეთერზეთების ნარევი აბაზანის მიღებისას.
2 წვეთი ვარდის ეთერზეთი
2 წვეთი ღვიის ეთერზეთი
2 წვეთი გრეიფრუტის ეთერზეთი
შესაძლებელია შიგნით მისაღებად შემდეგი ნარევის მომზადებაც:
10 წვეთი გრეიფრუტის ეთერზეთი
7 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
4 წვეთი კამის ეთერზეთი
3 წვეთი ღვიის ეთერზეთი
ამ ნარევის 2 წვეთი გახსენით მცირე რაოდენობა თაფლში და შემდეგ წყალში ან ჩაიში (დალიეთ ნელ-ნელა).
სრულად ნახვა
თმის ცხიმიანობას იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებული მუშაობა, რის შედეგადაც თმის მდგომარეობა უარესდება და რაც უფრო ხსირად იბანთ ჩვეულებრივი შამპუნებით, მით უფრო აქტიურად ცხიმიანდება, რადგან დაბანისას მოშორებული ცხიმის გამო ჯირკვლების დაცვითი ფუნქცია ძლიერდება, რაც მათ გააქტიურებას იწვევს. სწორედ ამიტომ ფირმა ,,არომატიკა" გთავაზობთ მასთან საბრძოლველად გამოიყენოთ ეთერზეთები, რომელთა გამოყენებაც ძალიან მარტივი და იოლია, უბრალოდ დააწვეთეთ თქვენს შამპუნზე და ისე დაიბანეთ. მათი შერჩევაც ძალიან ადვილია თქვენთვის სასიამოვნო არომატის მიხედვით.
მაშ ასე, ცხიმიან თმას ყველაზე მეტად უხდება შემდეგი ეთერზეთები:
1. ჩაის ხის ეთერზეთი-თმას ანიჭებს სიმსუბუქეს, აქრობს ზედმეტ ცხიმს და იმის შესახებ, რომ ცხიმიანი თმა გაქვთ მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ. გამოიყენება შამპუნთან ერთად, თუმცა შესაძლებელია პულვერიზატორიან ჭურჭელში ჩაასხათ 100მლ წყალი, 8 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი და მიიპკუროთ, როგორც თმის ძირებში, ასევე თმაზეც. ნუ გაწევთ ეკონომიას, გამოიყენეთ სპრეი დღეში რამოდენიმეჯერ.
2. ლავანდის ეთერზეთი მეორე ადგილზეა და იდეალური საშუალებაა ცხიმოვანი ბალანსის რეგულაციისთვის.ეფექტურად აშრობს თმის ძირებს ცხიმისაგან და არ ხდის თმას მტვრევადს.
3. ლიმონის ეთერზეთი აქრობს არა მარტო ზედმეტ ცხიმს, არამედ ასუფთავებს თმასაც. მაგრამ პირდაპირ გამოყენება თავის კანზე არ შეიძლება! ის ემატება შამპუნებში, თმის ნიღბებში ან შესაძლებელია წყალში გახსნილი გადაივლოთ უკვე დაბანილ თმაზე დოზით-1 ჭიქა წყალი+2-3 წვეთი ეთერზეთი.
4. გრეიფრუტის ეთერზეთი ნორმალიზებას უკეთებს ცხიმის გამომუშავებას.
5. კედარის ეთერზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა ძალიან მომატებული ცხიმიანობის შემთხვევაში.
6. გერანის (ნემსიწვერას) ეთერზეთი ნორმალიზებას უკეთებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და ეწინააღმდეგება ცხიმის გაჩენას.
7. მელისას (ბარამბოს) ეთერზეთი ამცირებს ცხიმიანობას, ზრდის ტონუსს და ეწინააღმდეგება თმის წებვადობას.
8. ილანგ-ილანგის ეთერზეთი ამცირებს ცხიმიანობას.
სრულად ნახვა
იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ნორმალური წონა ან წონაში ეფექტურად დავიკლოთ შესაფერისი დიეტით აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი და ზოგჯერ ყველაზე რთული საკითხი - როგორ შევამციროს ჭამის მადა, ან თუნდაც გარკვეული დროით დავივიწყოთ შიმშილი. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შედარებით იოლი მეთოდი, რომ ბრძოლა გამოუცხადოთ მადას არომათერაპიაა, ან ჭარბი წონის კორექტირება სხვადასხვა არომატების და ეთერზეთების მეშვეობით .
გასახდომად ყველაზე ეფექტურად ითვლება ეთერზეთები. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ეთერს, რომელიც იოლად აღწევს სისხლში, ეხმარება ორგანიზმს მადის დაქვეითებაში და აძლიერებს მეტაბოლიზმს.
არომათერაპია წონის შესამცირებლად!
ასე რომ, თუ გექნებათ ეთერზეთები კომპლექტი, სპეციალური მოწყობილობები და ცოტა თავისუფალი დრო, შეგიძლიათ სახლში მცირე სპა-სალონის მოწყობა . ეთერზეთებით გასახდომად, როგორც წესი, გამოიყენება კომპლექსური არომათერაპია. მადის დაქვეითება შესაძლებელია ინჰალაციის, გამაფრქვეველების და არომაკულონების მეშვეობით. ეს პროცესი ქვეცნობიერად იწვევს დადებით ემოციურ რეაქციას, რომელიც ხელს შეუწყობს გუნება-განწყობილების გაუმჯობესებას, ნერვული სისტემის დამშვიდებას და მადის დაქვეითებას.
კანისა და ლორწოვანი გარსების კონტაქტისას ფიტონციდები, რომლებსაც შეიცავს ეთერზეთები ივევენ კონკრეტულ ქიმიურ რეაქციებს. ასეთი რეაქციაა - ნივთიერებათა ცვლის და ჰორმონების ნორმალიზაცია, ცხიმოვანის წვის ხელის შეწყობა და ღრმა ცელულიტის კორექცია. სხეულის კორექტირების მიზნით მასაჟის და შეფუთვისას ეთერზეთები უკვე დიდი ხანია გამოიყენება. ანტიოქსიდანტური მოქმედება, ეთერზეთების სამკურნალო ელემენტები ებრძვიან კანის დაბერებას, აუმჯობესებენ კანის ტონს და სტრუქტურას, აძლიერებებ ქსოვილებიდან ლიმფოდრენაჟი, აქვთ ორგანიზმზე ზოგადი მასტიმულირებელი და მატონიზირებელი ეფექტი.
იმ ეთერზეთების გამოყენება, რომლებიც ამცირებენ მადას, თუნდაც ჩვეულებრივი აბაზანის მიღებისას, პროცესს გადააქცევს კოსმეტიკურ პროცედურად. უბრალოდ დაამატეთ წყალში ნახევარი ჭიქა ზღვის მარილი და 2-2 წვეთი ლემონგრასის, როზმარინის და კამის ეთერზეთი. ასეთი აბაზანა ხელს უწყობს გახდომას და კანის გამკვრივებას, ხოლო არაჩვეულებრივი არომატი დიდი ხნის განმავლობაში დაგავიწყებთ შიმშილს.
ეთერზეთები, რომელებიც ამცირებენ მადას!
ციტრუსების ეთერზეთები გრეიფრუტი, ბერგამოტი, ლიმონი, ტკბილი და მწარე ფორთოხალი არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია წონის დასაკლებად, რადგან ისინი მოქმედებენ, როგორც ადამიანის ფსიქოლოგიაზე - ამხნევებს და ატონიზირებს, ასევე ციტრუსის ეთერზეთები სწრაფად შეიწოვება სისხლში და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, შლის ცხიმებს და ნორმალიზებას უკეთებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ასეთი ეთერზეთების ნარევი ხშირად გამოიყენება სხეულის წონის კორექციისას და ცელულიტის საწინააღმდეგოდ.
ტკბილი არომატები, რომლებიც ამცირებს მადას - დარიჩინი, ვანილი, მუსკატი, როზმარინი, უხდება ხალხის იმ კატეგორიას, რომელიც დაძაბულობას ერძვის შოკოლადით და კალორიულობით. ასეთი არომატები აღმოფხვრის დეპრესიას, ამაღლებს თავდაჯერებულობას და ხსნის ნერვულ დაძაბულობას.
ეთერზეთები კამა, ბეგქონდარა, სალბი და ანისული, ღამით შეამცირებს მადას. ამ ეთერზეთებით აბაზანა დაეხმარება ორგანიზმს მოდუნებაში, დამშვიდებაში და ღრმა ძილის დადგომაში. ძირითადი საკვების მიღებისას მადის შესამცირებლად, სწრაფად დანაყრებაში და მიღებული საკვების რაოდენობის შემცერებაში დაგეხმარებათ ეთერზეთები- კამა, ოხრახუში და ქინძი, რეჰანი და პიტნა.
მაქსიმალურად მადის დასაქვეითებლად, თქვენ უნდა შეაირჩიოთ რამდენიმე ეთერზეთი და გამოიყენოთ დღის განმავლობაში. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება არომატი, მით მაღალი იქნება ინჰალაციის ეფექტი, ამიტომ ყოველდღე დაახლოებით ნახევარი ზეთერზეთები უნდა შეიცვალოს ახლით. ეთერზეთები უნდა შეისუნთქოთ დაუყოვნებლივ, როგორც კი იგრძნობთ შიმშილს ან დისკომფორტს. ეს უნდა გაკეთდეს ნელ-ნელა და ღრმად, 6-ჯერ თითოეული ნესტოთი, შესუნთქვისას ყურადღება უნდა მიექცეს სუნს და თქვენს მიერ არომატის აღქმას.
რაც მთავარია ეთერზეთების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს არომატებს - ისინი უნდა ქმნიდნენ თქვენთვის დადებით ემოციებს და სასიამოვნო განწყობას!
სრულად ნახვა
მოგეხსენებათ, რომ ოთახის, თუ მანქანის არომატიზატორი უამრავ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რაც დადებით არ აისახება ჩვენზე და განსაკუთრებით ბავშვებზე.
გარდა ამისა, ასეთი არომატიზატორების სუნი, როგორც წესი გრძელდება მხოლოდ 2 კვირა და თან გამოყენების პირველ დღეებში საკმაოდ კონცენტრირებული არომატის ყნოსვა უწევს ადამიანს.
ამიტომ ფირმა ,,არომატიკა” გთავაზოვთ თქვენი ხელით დაამზადოთ ჯანსაღი პროდუქტი თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის.
ამისათვის დაგჭირდებათ: ჟელატინი, გლიცერინი და რომელიმე ეთერზეთი ტქვენი გემოვნებით.
1. გახსენით ჟელატინის პაკეტი გადადურებულ თბილ წყალში, დაამატეთ გლიცერინი.
2. შერჩეულ ჭურჭელში ჩააწვეთეთ 15-20 წვეთი ეთერზეთი და დაამატეთ მომზადებული ნარევი.
3. კარგად შეურიეთ ერთმანეთს კომპონენთები და შეინახეთ მაცივარში.
4. გამოყენებამდე ჭურჭლის თავსაფარში გააკეთეთ რამოდენიმე ხვრელი და არომატიზატორიც მზადაა.
შესაძლებელია ასეთი არომატიზატორის გაფორმება გემოვნებისამებრ (ჭურჭელში თანსდება ფერადი მზივების, გამხმარი ბალახები და ა.შ.)
ასევე გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ეთერზეთს თავისებური არომათერაპიული ეფექტიც აქვს, მაგალითად:
1. მანქანისთვის რეკომენდებულია ციტრუსის ეტერზეთები, რადგანაც ისინი გამაფხიზლებელი მოქმედებით ხასიათდება, ხელს უწყობს გონების მოკრეფას და ყურადღების კონცენტრაციას. ასევე აქრობს თამბაქოს სუნს მანქანის სალონში.
2. წიწვოვანი ეთერზეთები და ევკალიპტი დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, აძლიერებს ბრონქების იმუნიტეტს და იცავს ვირუსებისგან.
3. ლავანდის და მელისას ეთერზეთი დამამშვიდებელი, საძილე მოქმედებით ხასიათდება და ასეთი არომატიზატორი რეკომენდებულია საძინებელში.
სრულად ნახვა
ყველა ადამიანი გამოყოფს ოფლს და ეს ბუნებრივი თერმორეგულაციის პროცესია ორგანიზმში. ჩვეულებრივ ამის მიზეზია:
✅ჰაერის მომატებული ტემპერატურა,
✅სტრესული მდგომარეობა, რომლის დროსაც იზრდება ადრენალინის გამოყოფა,
✅ფიზიკური დატვირთვის გაზრდა.
ოფლის სუნისაგან თავის დაცვა უკვე ჩვევაა და ვერც კი ვამჩნევთ თუ როგორ ვიყენებთ დეზოდორანტ-ანტიპერსპირანტს ყოველ დილით, რომელიც ებრძვის ოფლის სუნს.
არომათერაპია და კონკრეტულად ეთერზეთები კარგი ნატურალური საშუალებებია პრობლემასთან საბრძოლველად.
ძირითადად ოფლის სუნს განაპირობებს ტენიან გარემოში არსებული ბაქტერიების ცხველმყოფელობის პროდუქტები და უნდა ვახსენოთ, რომ ეთერზეთები კარგი ანტიმიკრობული საშუალებებია და ამიტომ შესაძლებელია ქიმიური ანტიპერსპირანტი შევცვალოთ ჩვენს მიერ გაკეთებული ნატურალური დეზოდორით.
რეცეპტი: შეურიეთ 100მლ ეთილის სპირტი, 6-6 წვ სალბი მუსკატის და ბეგქონდარას, 5-5 წვ ნეროლის და ფიჭვის ეთერზეთი. გადაიტანეთ ნარევი პულვირიზატორიან ჭურჭელში და ყოველი გამოყენების წინ არ დაგავიწყდეთ შენჯღრევა.
შესაძლებელია დამზადდეს ზეთოვანი დეზოდორანტი, რომელსაც გამოიყენებთ მომატებული ოფლიანობის ადგილებში დღეში ერთხელ.
ქალებისათვის: 2-2 წვ ლავანდის და გერანის, 1 წვ ლიმნის ეთერზეთი გახსენით 1 ჩ/კ ჟოჟობას ზეთში.
მამაკაცებისათვის: 2-2 წვ ლიმნის და მიხაკის, 1 წვ სანტალი ეთერზეთი გახსენით 1 ჩ/კ ჟოჟობას ზეთში.
ფეხების მომატებული ოფლისანობისას დაგეხმარებათ აბაზანა შემდეგი ნარევით: 2 წვ როზმარინის, 3-3 წვ სალბი მუსკატის და ბეგქონდარას ეთერზეთი შეურიეთ 1 ს/კ მცენარეულ ზეთში და საღამოს დაბანილ ტერფებზე და თითებს შუა შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით.
სრულად ნახვა
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთი და ის გაგილამაზებთ თმის ყოველდღიური მოვლის პროცესს. ფირმა ,,არომატიკა" გირჩევთ გამოიყენოთ ეთერზეთები არა მარტო სასიამოვნო სუნის, არამედ თმის ტიპების მიხედვით.
✅მშრალი თმის შემთხევაში რეკომენდებულია ილანგ-ილანგის, როზმარინის, ლავანდის, გერანის, პაჩულის, ღვიის, ფორთოხლის, საკმეველის, მირას, სანტალის და ცისფერი გვირილის ეთერზეთის გამოყენება. გამოიყენეთ ნიღბებში 1 ჩ/კ საბაზო ზეთს (ჟოჟობა ან მაკადამია) დაამატეთ 2-3წვ ეთერზეთი. ნარევით გაიკეთეთ თმის ძირების არომამასაჟი ან დააწვეთეთ ხის სავარცხელზე და დაივარცხნეთ თმა.
✅ცხიმიან თმას იდეალურად უხდება სალბის, ლიმნის, ჩაის ხის, კიპარისის, კედარის, ბერგამოტის, მელისას, ევკალიპტის ან ფიჭვის ეთერზეთი. ნარევი მზადდება როგორც ზევით არის მითითებული და გამოიყენება მხოლოდ თმის ძირების არომამასაჟისათვის!
✅თმის გასაძლიერებალად და ცვენის საწინააღმდეგოდ აუცილებელია სანტალის, ილანგ-ილანგის, მანდარინის, ნეროლის, გვირილის, დარიჩინის ან ფიჭვის ეთერზეთით თმის ძირების მასაჟი ან ნიღაბი.
✅თმის ზრდის დასაჩქარებლად-როზმარინი, სალბი, ილანგ-ილანგი, ფიჭვი თმის ნიღბებში ან არომამასაჟისათვის.
✅ქერტლის საწინააღმდეგოდ ნიღბებში დაამატეთ ჩაის ხის, კიპარისის, ღვიის, ევკალიპტის, კედარის, ლავანდის, ფორთოხლის ან ვარდის ეთერზეთი.
✅თმის გაყოფილი ბოლოებისთვის გამოიყენეთ თმის ნიღბები და ბალზამები ვარდის ხის, ილანგ-ილანგის ან მანდარინის ეთერზეთით.
ვინაიდან ეთერზეთები კონცენტრირებული ნივთიერებებია, საკმარისია მათი 2-5 წვეთის დამატება საბაზო ზეთებში, შამპუნებში, თმის ნიღბებში, ბალზამებში, თმის სპრეებში.
თუ ციტრუსების ან წიწვოვანი ეთერზეთების გამოყენებისას იგრძნობთ კანის მსუბუქ წვას ნუ შეგეშინდებათ ეს მიუთითებს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებაზე და მათი გამოყენების საუკეთესო ეფექტზე.
სრულად ნახვა
არომათერაპია-ეს ტერმინი დღეს ყველასთვის არის ცნობილი, მაგრამ იმაზე, რომ არომათერაპია არის სერიოზული მეცნიერება თითქმის არავინ არ ფიქრდება.
✅არომათერაპიას უდევს საფუძვლად ფსიქიკური, ფიზიკური მდგომარეობის და ჯანმრთელობის გაუმჯობესება ეთერზეთების საშუალებით და ის წარმოადგენს მეცნიერების და ეთერზეთების მრავალი სამკურნალო თვისების გამოყენების ხელოვნების უნიკალურ კომბინაციას.
✅არომათერაპია ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ბევრი საიდუმლოებები და ტექნოლოგიები შეუქცევადად დაიკარგა.
✅დღევანდელ დღეს არომათერაპია ისევ აქტიურად ვითარდება და თანდათან ლიდერულ პოზიციებს იკავებს ალტერნატიული მედიცინის დარგში.
✅ძალიან დიდი შეცდომაა აგდებული და არასერიოზული დამოკიდებულება არომათერაპიის მიმართ.
✅ისევე როგორც ყველა მკურნალობაში აქაც უნდა დაიცვას მკაცრი დოზირება და რეკომენდაციები და არომათერაპია გამოავლენს მთელ თავის საოცარ და უსაზღვრო შესაძლებლობებს.
✅არომათერაპია ეფუძნება ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს ორგანიზმში. საკუთარი ცხოვრებისეული ენერგიის და ორგანიზმის თვითრეგულაციის თვისებების გამოყენებით არომათერაპია იწვევს არა მხოლოდ დადებით, არამედ სტაბილურ ცვილებებს ორგანიზმში, გარდა ამისა გაგაოცებთ პროცედურის სიმარტივით და საოცარი კომფორტით, რომელიც ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
✅ეთერზეთებს შეუძლიათ მართლაც სასწაულების მოხდენა. ფიზიკურ დონეზე ზემოქმედების წყალობით - ყნოსვის დონეზე, ეთერზეთები ავლენენ სამკურნალო, მარეგულირებელ, აღმდგენ, მატონიზირებელ, თერაპევტულ, დამამშვიდებელ, ანტიბაქტერიულ თვისებებს.
✅ეთერზეთების ზემოქმედება ორგანიზმზე არ შემოიფარგლება სამედიცინო თვისებებით, ისინი აქტიურად მოქმედებენ ემოციებზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე,საშუალებას იძლევიან აკორექტირონ არა მხოლოდ ხასიათი და შრომისუნარიოანობა, არამედ დაგეხმარებათ გადალახოთ სტრესები, დეპრესიული მდგმარეობები, დაძლიოთ რთული ფსიქოლოგიური პრობლემები და კომპლექსები.
✅არომათერაპიის მეთოდების ფართო სპექტრის წყალობით, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ არომალამპებით, არომატების სამკურნალო თისებების გამოყენება შესაძლებელია ინდივიდუალურად, თქვენი ჯანმრთელობის, ფსიქიკური მდგომარეობის და ხასიათის გათვალისწინებით.
სრულად ნახვა
დღესდღეობით წარმოუდგენელია ოფისში მუშაობა კომპიუტერის გარეშე. რამოდენიმე საათის მუშაობის შემდეგ ჩნდება დაღლილობა რომელიც დღის ბოლომდე რჩება.
სწორედ ამ შემთხვევში ფირმა ,,არომატიკა" გირჩევ გამოიყენოთ ეთერზეთები, თუმცა თუ რამოდენიმე ადამიანთან ერთად გიწევთ ოთახში მუშაობა უნდა გაითვალისწინოთ მათი დამოკიდებულება სხვადასხვა სურნელის მიმართ.
არომალამპაში ჩააწვეთეთ 5 წვეთი ლიმნის და როზმარინის ეთერზეთების ნარევი. ასეთი ნარევი დაგეხმარებათ ებრძოლოთ დაღლილობას და გაზრდის ყურადღების კონცენტრაციას, რაც დადებითად აისახება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.
✅შემდეგი უსიამოვნება კომპიუტერთან მუშაობისას არის თვალების ტკივილი. რაც არ უნდა უსაფრთხო იყოს კომპიუტერის მონიტორი, რამოდენიმე საათის მუშაობის შემდეგ თვალების კუნთები იძაბება, იღლება და დროთა განმავლობაში სივდება თვალებ ქვეშ უპეები.
??მხედველობის გასაძლიერებლად გამოიყენეთ კამის ეთერზეთი, მას გააჩნია შავი მოცხარის ექსტრაქტის მსგავსი მოქმედება.
✅თვალების ქვედა ქუთუთოების შეშუპების გასაქრობად დაგეხმარებად ,,ყინულის კომპრესები" 4-4წვ მირას და სანტალის ეთერზეთი ჩააწვეთეთ 1/4 ჭ წყალში, კარგად შეურიეთ.
??2 ცალი კოსმეტიკური ბამბის ტამპონი დაასველეთ კარგად მიღებულ ნარევში, მსუბუქად გაწურეთ და მოათავსეთ საყინულეში 20 წუთით. როცა ბამბის ტამპონები გაცივდება დაწექით, დახუჭეთ თვალები და 15-20 წუთით დაიფინეთ ქვედა ქუთუთოებზე.
✅ხანგრძლივად კომპიუტერთნ მუშაობის შემდეგ ადამიანი ეჩვევა ვენტილატორის, კლავიშების ხმას და მონიტორის ციმციმს, თუმცა ეს ყველაფერი მაინც მოქმედებს ფსიქიკაზე და გუნება-განწყობილებაზე.
??ამ შემთხევევაში დაგეხმარებათ ლავანდის და ჟასმინის ეთერზეთი. დაამატეთ 3-4 წვეთი არომალამპაში და 15 წუთში შეამჩნევთ, როგორც დამშვიდდებით და ხასიათიც გაგიუმჯობესდებათ.
✅მუდმივად ჯდომის შედეგად კუნთების ტკივილის საწინააღმდეგოდ დაგეხმარებათ არომააბაზანა ეთერზეთებით: ბეგქონდარა, ღვია და ლავანდა.
❗️ნუ გადაიღლებით და მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას, ამაში კი ჩვენი ზეთებიც დაგეხმარებთ.
სრულად ნახვა
არომათერაპია სტრესის და უგუნებობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. სტრესი (ინგ.stress-დაძაბულობა, ზეწოლა) ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა სხვადასხვა ნეგატიურო ფაქტორების წინააღმდეგ საკუთარი ძალების ოპტიმიზაციით.
ეთერზეთები, რომლებსაც გთავაზობთ ფირმა ,,არომატიკა" დაგეხმარებათ მოდუნდეთ, მოიკირობოთ აზრი და ძალა, ახლებურად შეხედოთ სიტუაციას. როგორც ნებისმიერი თერაპიული პროცესი, არომათერაპიაც უნდა იყოს სასიამოვნო და არ უნდა იწვევდეს გაღიზიანებას. თუ რაიმე მიზეზით არ მოგწონთ ეთერზეთის სუნი უმჯობესია ის არც გამოიყენოთ, რადგან მოდუნების ნაცვლად მიიღებთ თავის ტკივილს და გადაღლილობას.
ასეთ ეთერზეთებს მიეკუთვნება, მაგალითად გერანი (ნემსიწვერა). მისი მოქმედება ორგანიზმზე უნიკალურია-ხსნის დაძაბულობას, ამაღლებს გონებრივ აქტივობას, აახალგაზრდავებს. თუმცა გააჩნია ძლიერ ტკბილი სუნი და ბევრს არ მოსწონს.
თუ დღემ დაძაბულად ჩაიარა უკეთესია სახლში მოსვლისას მიიღოთ არომა-აბაზანა ანისულის და დარიჩინის ეთერზეთებით. ასევე ძლიერი სტრესის დროს კარგია ლავანდის, ღვიის და პიტნის ეთერზეთების გამოყენებაც.
თუ სახლში ან სამსახურში ყველაფერი გაღიზიანებთ მაშინ საუკეთესო საშუალებაა აბაზანა ფეხებისთვის ან ტერფების მსუბუქი მასაჟი ფორთოხლის, ლავანდის და ბეგქონდარას ეთერზეთით. დაამატეთ 5წვ ეთერზეთების ნარევი 2 ს/კ ატმის ან ნუშის ზეთში და მსუბუქად შეიზილეთ ტერფებზე.
გაღიზიანებსთან საბრძოლველად დაგეხმარებათ ასევე ნეროლის, ვარდის და ილანგ-ილანგის ეთერზეთი. საკმარისია ჩააწვეთოთ არომალამპაში და დაძაბულობა მალევე გაქრება.
ძალიან ხშირად ხანგრძლივმა სტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს შიშის შეგრძენაბაც, განსაკუთრებით მნიშვნელობანი მოვლენების წინ, როგორიცაა: გამოცდა, გასაუბრება, გამგზავრება. სწორედ აქ დაგეხმარებათ არომათერაპია.
გირჩევთ გამოიყენოთ ეთერზეთებიდან: ლავანდა, საკმელი, ღვია, როზმარინი, ფორთოხალი. ეს ეთერზეთები შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სათითოდ, ასევე გააკეთოთ თქვენთვის სასურველი ნარევი. დააწვეთეთ ეთერზეთის რამოდენიმე წვეთი ცხვირსახოცზე და შეისუნთქეთ ღირსშესანიშნავი მოვლენის წინ.
თუკი შეამჩნიეთ, რომ გიჭირთ ჩაძინება, ადვილად იღლებით, საკუთარი თავით უკმაყოფილოები ხართ ნუ მიიყვანთ თავს კლინიკურ ნევროზამდე და მიიღეთ აბაზანა ნეროლის, ჟასმინის, სანტალის ეთერზეთებით. დილით შეამჩნევთ, რომ უკეთესს განწყობაზე ხართ.
კლეოპატრა ყოველ დილით იღებდა აბაზანებს ვარდის ზეთით, რაც უქმნიდა საუკეთესო განწყობას მთელი დღისთვის. ვარდის ნაზი სურნელი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და ამავე დროს აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ანიჭებს თავდაჯერებულობას.
ასე, რომ შეისუნთქეთ ეთერზეთების ღვთებრივი არომატები და იყავით ჯანმრთელები!
სრულად ნახვა
იმუნიტეტის გასაძლიერებლად, გაციების და გრიპის ვირუსისაგან დაცვაში, სწრაფ გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ ეთერზეთები.
✅პროფილაქტიკა:
1. არომალამპის გამოყენება-დაამატეთ არომალამპაში ერთ-ერთი ეს ეთერზეთი- ევკალიპტი (4-5წვ), ჩაის ხე (4-5), ლავანდა (5-7წვ), ლიმონი (5-7წვ). პროცედურა ტარდება არანაკლებ 20 წუთი, დღეში 2-3 ჯერ. დოზირება გათვლილია 15 კვ/მ ოთახში.
2. სველი წმენდა-10მლ შემდეგი ეთერზეთებიდან-ევკალიპტი, ჩაის ხე, ლიმონი დაამატეთ 300მლ თხევად საპონში. კარგად შეანჯღრიეთ. შეურიეთ იატაკის გაწმენდისას წყალში (5 ლიტრ წყალში 10მლ ნარევი).
✅მაღალი ტემპერატურა, გაციება:
1. ცივი კომპრესები- 2-3 წვ ევკალიპტის ეთერზეთს დაამატეთ 2-3 წვ ლავანდის, 2წვ პიტნის ეთერზეთი 1 ს/კ საბაზო ზეთში (გარგარის, ნუშის, ყურძნის წიპწების, ატმის, ჟოჟობას, ხორბლის ჩითილის ზეთში). მიღებული ნარევით გაჟღინთეთ კომპრესი და დაადეთ ავადმყოფს შუბლსა და ტერფებზე.
აპლიკაცია: 2-3 წვ ბერგამოტის ეთერზეთს დაუმატეთ 2-3 წვ ნეროლის, 1-2 წვ ჩაის ხის ეთერზეთები 1 ს/კ საბაზო ზეთში (გარგარის, ნუშის, ყურძნის წიპწების, ატმის, ჟოჟობას, ხორბლის ჩითილის ზეთში). მიღებული ნარევით გააკეთეთ აპლიკაცია კისრის, მუხლების და იდაყვების არეში.
2. ყელის ტკივილისას გამოიყენეთ ცხელი ინჰალაცია. მოამზადეთ ნარევი ა) 2-2 წვ გერანის, ლავანდის და სალბის ეთერზეთებისაგან. ბ) 1 წვ ბეგქონდარას და 2-2წვ სოჭის და ლიმონის ეთერზეთებით. გ) 2-2წვ ევკალიპტის, ბაზილიკის და ბერგამოტის ეთერზეთებით. ნებისმიერი ეს ნარევი დაამატეთ 1 ლიტრ ცხელ წყალში. ისუნთქეთ 10-15 წუთი. პროცედურის განმავლობაში თვალები უნდა იყოს დახუჭული.
✅ხველა:
1. ცხელი ინჰალაცია ეთერზეთების შემდეგი ნარევით-3-3წვ ევკალიპტი და გვირილა. მიღებული ნარევი დაამატეთ 1 ლიტრ ცხელ წყალშ და ისუნთქეთ 10-15 ჭუთით. პროცედურის განმავლობაშ დახუჭეთ თვალები.
2. გულ-მკერდის არის დაზელვა: მოამზადეთ ნარევი 3-3წვ ჩაის ხის, ევკალიპტის და ლავანდის ეთერზეთები დაამატეთ 1 ს/კ საბაზო ზეთში (გარგარის, ნუშის, ყურძნის წიპწების, ატმის, ჟოჟობას, ხორბლის ჩითილის ან ბრინჯის ჩითილის ზეთში). მიღებული ნარევი შეუზილეთ ავადმყოფს გულ-მკერდის არეში.
✅სურდო:
1. ცივი ინჰალაცია შემდეგი ეთერზეთების ნარევით-1-1წვ ევკალიპტი, ლავანდა, ფიჭვი. (შეისუნთქეთ გააჩერეთ სუნთქვა 4 წამით და ამოისუნთქეთ). ინჰალაცია ჩაიტარეთ 1 წუთის განმავლობაში.
2. ცხელი ინჰალაცია შესაძლებელია ჩაიტაროთ ნარევით- ა) 3-3წვ ლიმონი და დარიჩინი ბ) 1-1წვ ლავანდა, ფიჭვი და 3წვ ევკალიპტი გ) 3-3წვ ფიჭვი, ლიმონი, ევკალიპტი. რომელიმე ნარევი დაამატეთ 1 ლიტრ ცხელ წყალში და ისუნთქეთ 10-15 წუთით. პროცედურის განმავლობაში თვლები დახუჭეთ.
3. აპლიკაცია: კისრზე და ცხვირზე დაიტანეთ აპლიკაცია შემდეგი ეთერზეთების ნარევით: 1-1 წვ ჩაის ხის, ევკალიპტის, პიტნის გახსნილი 1 ს/კ საბაზო ზეთში (გარგარის, ნუშის, ყურძნის წიპწების, ატმის, ჟოჟობას, ხორბლის ჩითილის ზეთში).
✅ინჰალაციის ზოგადი წესები:
1. ინჰალაცია ტარდება საკვების მიღებიდან 1-1.5 საათის შემდეგ.
2. ცხელი ინჰალაციისას ორთქლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 45-55 გრადუსს.
3. ინჰალაციის პროცესში იქონიეთ თვალები დახუჭულ მდგომარეობაში.
4. ხშირმა ღრმა ჩასუნთქვამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუს ხვევა, ამიტომ პროცეისი დროს პერიოდულად შეაჩერეთ ინჰალაცია.
5. პროცედური წინ არ მიიღოთ ამოსახველებელი საშუალებები.
6. ინჰალაციის შემდეგ გაიკეთეთ ტერფების მასაჟი სუფთა ეთერზეთით, რომლითაც იკეთებდით ინჰალაციას და ჩაიცვით თბილი წინდები.
სრულად ნახვა
ეთერზეთებს, როგორც წესი იყენებენ არომათერაპიისთვის და კოსმეტიკური ზეთების, კრემების და სხვადასხვა პროდუქციის გასამდიდრებლად, თუმცა ,,არომატიკა” გთავაზობთ ეთერზეთების გამოყენების 12 მეთოდს საოჯახო ქიმიის ნაცვლად.
1️⃣იმისათვის, რომ მტვერსასრუტიდან აღმოიფხვრას მტვრის სუნი აუცილებელია დავაწვეთოთ რამოდენიმე წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთი პატარა ბამბის ქულაზე და ბამბა შეიწოვოს მტვერსასრუტმა.
2️⃣მაცივარში არასასიამოვნო სუნის გასაქრობად ქსოვილზე დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის და მანდარინის ეთერზეთი, ის შესანიშნავად აქრობს სუნს. დროდადრო პროცედურა უნდა განმეორდეს.
3️⃣ნაგვის ურნაში სუნის გასაქრობად ბამბის დისკზე დააწვეთეთ 1 წვეთი ფორთოხლის და ჩაის ხის ეთერზეთი, დისკი მოათავსეთ წინასწარ გარეცხილი ნაგვის ურნის ძირში.
4️⃣მიკროტალღური ღუმელი-ჩააწვეთეთ 4-5 წვეთი ლიმონის ეთერზეთი ერთ ჭიქა წყალში და შედგით ის მიკროტალღურ რუმელში 3-4 წუთი მაქსიმალური ტემპერატურაზე.
5️⃣ტუალეტში არაჯანსაღი ჰაერის გამწმენდი სპრეის ნაცვლად შეგიძლიათ განათავსოთ პატარა ბამბის ტამპონი სანტალის ან რომელიმე წიწვოვანი ეთერზეთით. თუ პროცედურას გაიმეორებთ ყოველ კვირას, ტუალეტში ყოველთვის იქნება სასიამოვნო სუნი.
6️⃣თეთრეულისთვის კონდიციონერის მოსამზადებლად შეურიეთ თასში ნახევარი ლიტრი წყალი, ერთი ჭიქა ძმარი 9% და 250 გრამი სოდა. ნარევი უნდა მიიღოთ "შუშხუნა". მომზადებულ ნარევს დაამატეთ 5 წვეთი გერანის და ლავანდას ეთერზეთები, კარგად შეურიეთ და ნატურალური კონდიციონერი სასიამოვნო სუნით მზადაა. მომზადებული კონდიციონერი ინახება სუფთა პლასტიკურ ბოთლში, მჭიდრო თავსახურით.
7️⃣ფეხსაცმელი-შეურიეთ 2-3 ს.კ სოდა, 1-2წვეთი ჩაის ხის, პიტნის, როზმარინის და ლავანდის ეთერზეთები. მიღებული ნარევი დააწვეთეთ წინდებს და ჩადეთ ფეხსაცმელში მთელი ღამე. ასეთი სასიამოვნო სუნი ფეხსაცმელში შენარჩუნდება მთელი დღის განმავლობაშიც.
8️⃣ავეჯი-გახსენით 10-12 წვეთი სალბის, ჩაის ხის და ლიმნის ეთერზეთები 1 ლიტრ ძმარში. კარგად შეანჯღრიეთ. ეს არის მარტივი და ეკონომიკური ნარევი, რომელიც ძალიან კარგად ასუფთავებს ავეჯს. ასევე ის შეგიძლიათ ჩაასხათ ჩაიდანში ან ქვაბში, აადუღოთ ცოტა ხანი ნადების მოსაშორებლად.
9️⃣ოთახის ჰაერის გამწმენდი-დაამატეთ რამოდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი წყლით სავსე აეროზოლის ბოთლში. ასევე, შეგიძლიათ ასეთი სპრეის გამოყენება ევკალიპტის ეთერზეთით რბილი ავეჯის გასაწმენდად მტვრის ტკიპების საწინააღმდეგოდ. თამბაქოს სუნის გასაქრობად კი უმჯობესია წიწვოვანი და ციტრუსის ეთერზეთები.
?ფანჯრები-გამაფრქვევლიან ბოთლში შეურიეთ ერთმანეთს 1 ჭიქა 9% ძმარი და იმავე ოდენობის წყალი, შემდეგ - 11-13 წვეთი ლიმონის ეთერზეთი. სპრეი მიაფრქვიეთ მინაზე და გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით.
1️⃣1️⃣ცხიმის და ოფლის ლაქებს შესანიშნავად უმკლავდება ევკალიპტის ეთერზეთი. დაასველეთ ეთერზეთით ქსოვილი ან ბამბა და დაადეთ ლაქას, როდესაც ლაქა გაქრება გაავლეთ ტანსაცმელი.
1️⃣2️⃣ჩრჩილთან საბრძოლველად-შეურიეთ 1 ჩ/კ როზმარინის, ლიმონის, ლავანდის და მიხაკის ეთერზეთი, მიღებული ნარევი დაიტანეთ სველ ღრუბელზე და გაწმინდეთ ცარიელი კარადა და ჩრჩილი არ გაჩნდება არასდროს, ხოლო თქვენს ტანსაცმელს ექნება სასიამოვნო სუნი. ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება კარადაში ნარევით გაჟღენთილი ბამბის დატოვებაც.
სრულად ნახვა
გაზაფხულის დადგომა ბევრისთვის სამწუხაროდ ალერგიულ სურდოსთან ასოცირდება. ალერგია სერიოზული პრობლემაა, ამიტომ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება. თუმცა მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია ეთერზეთებით. განსაკუთრებით თუ გაქვთ უკვე მათი კოსმეტოლოგიურად გამოყენების პრაქტიკა და იცით, რომ ინდივიდუუალურ აუტანლობას არ იწვევენ.
ეთერზეთებით შესაძლებელია შეიმსუბუქოდ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: თვალების ქავილი, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება, ცემინება, ხველა და ამ სიმპტომებით გამოწვეული თავის ტკივილი.
✅სეზონური ალერგიის დროს ეთერზეთების გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ინჰალაციით არომატის შესუნთქვა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ეთერზეთებით აბაზანა და მასაჟი.
✅სეზონური ალერგიის სამკურნალოდ გამოიყენება რამოდენიმე ეთერზეთი, თუმცა უპირატესობა ენიჭება ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი და ამოსახველებელი მოქმედების მქონეს( სიმპტომებიდან გამომდინარე). ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეთერზეთები მატონიზირებელი (დილის და დღის საათებში) და დამამშვიდებელი მოქმედებით (საღამოს საათებში).
,,არომატიკა" გთავაზობთ გამოიყენოთ რამოდენიმე ეთერზეთი:
1️⃣ევკალიპტი და ჩაის ხე-ეს ეთერზეთები ეხმარება სურდოს და გაძნელებული სუნთქვის დროს, ხსნიან თავის ტკივილს-გამოიყენება არომალამპით ან არომამასაჟით.
2️⃣პიტნა-ამსუბუქებს სუნთქვას, ხსნის თავის და კუნთების ტკივილს.
3️⃣ლიმონი-იცავს იმუნიტეტს და გამოიყენება სასუნთქი გზების ყველა დაავადებების დროს.
4️⃣ლავანდა-ასუფთავებს კატარს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის ტკივილს და მოქმედებს დამამშვიდებლად.
5️⃣კიპარისი-ამსუბუქებს გაძნელებულ სუნთქვას და ხველას.
6️⃣კედარი-ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის შემცირებას.
ინჰალაცია: გამოიყენება 1-2 წვეთი (ეთერზეთები ჯამში ან ერთ-ერთი) 1 ლიტრ წყალში- პირსახოცის ქვეშ სტანდატრული ინჰალაციით ან მახოლდის ინჰალატორის გამოყენებით.
აბაზანა: გამოიყენება 7-10 წვეთი (ეთერზეთები ჯამში ან ერთ-ერთი) ჩააწვეტეთ აბაზანაში წყლის ჭავლთან ერთად.
არომამასაჟი: გამოიყენება 2 წვეთი (ეთერზეთები ჯამში ან ერთ-ერთი) ეთერზეთი 5 მლ საბაზო ზეთზე.
გაფრთხილება! ნებისმიერი ეთერზეთის გამოყენებისასა აუცილებელია სიფრთხილე-გამოიყენეთ ეთერეთი ჯერ კანის მცირე ნაწილზე, რომ გამოირიცხოს ადგილობრივი გაღიზიანება! სიფრთხილით გამოიყენება მოხუცებში, ბავშვებში, ორსულებში, ჰიპერტონიის ან ჰიპოტონიის მქონე ადამიანებში!
სრულად ნახვა
,,მახოლდის” ინჰალატორი განკუთვნილია სახლის პირობებში ეთერზეთებით და მცენარეების სპირტიანი ნაყენებით ინჰალაციისათვის, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, როგორიცაა:
✅ინფექციები-სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის (გაციება, სურდო, ხველა, ბრონქიტი, პნევმონია, ტონზილიტი),
✅არაინფეციები-პროფესიონალური წარმოშობის (მომღერლებში, პედაგოგებში, ქიმიკოსებში, მეშახტეებში),
✅ასევე ორგანიზმის დამცავი ფუნქციების დაქვეითებისას და გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის შრომისუნარიანობის დაქვეითებისას.
,,მახოლოდის” ინჰალატორი საშუალებას იძლევა ეთერზეთებმა იმოქმედონ ბრონქების ყველა განშტოებამდე და იძლევა პირდაპირ სამკურნალო ეფექტს. ინჰალაცია ტარდება პირის ღრუდან, ან ცხვირისთვის განკუთვნილი დამატებითი პირის საშუალებით. განსხვავება სხვა ინჰალატორებთან შედარებით:
გამოყენებისათვის მზაობა 2-3 წუთი,
გამოყენების საშუალება დაწოლილ და მჯდომარე მდგომაროებაში, სიარულისას, მგზავრობისას, სამსახურში, დასვენებისას.
მიზანმიმართული მოქმედება დაავადების კერაზე.
ეთერზეთების ეკონომიურად ხარჯვა.
მოსახერხებელი შეფუთვა.
ხელსაწყოს პორტატულობა და კომპაქტურობა.
ეთერზეთების სამკურნალო ეფექტის სრულად შენარჩუნება.
შესაძლებელია ცხელი და ცივი ინჰალაციისათვის გამოყენება.
გამოყენების წინ აუცილებელია ინჰალატორში თბილი წყლის გამოვლება!
სხვადასხვა ოჯახის წევრის მიერ ინჰალატორის გამოყენებისას გამოავლეთ მასში ჯერ 95%-იანი სპირტი და შემდეგ გამდინარე თბილი წყალი. აპარატის დეზინფექციისათვის შესაძლებელია გამოხარშავა წყალში 2-3 წუთით.
✅გამოყენების წესი: ძაბრისებურ მილში შპრიცის საშუალებით ჩააწვეთეთ 4-5 წვ ეთერზეთი და 2მლ-წყალი და ინჰალატორი მზადაა გამოყენებისათვის.
✅პირით ინჰალაციისას შესუნთქვა ხდება პირით და ამოსუნთვა ცხივირის საშუალებით 4-5 წუთით ყოველ 2-4 საათში. მოხუცებში და ბავშვებში 10 წლამდე გამოიყენება 1-2წვ ეთერზეთი და პროცედურის ხანგრძლივობაც 1-2 წუთია. კურსის ხანგრძლივობა 30 დღე, კურსებს შორის ხანგრძლივობა კი არა უმეტეს 10-14 დღეა.
პროცეურის ხანგრძლივობა და კურსი უნდა იყოს ზუსტად გათვალისწინმებული!
ინჰალაცია არ ტარდება უშუალოდ საკვების მიღების შემდგომ!
ინჰალაციის დასრულების შემდეგ ! აუცილებელია დასვენება 10-15 წუთით.
პროცედურის შემდგომ არ ღირს ხმის იოგების დაძაბვა და თამბაქოს მოწევა 1-2 საათით.
სრულად ნახვა
ზაფხული ღია ფეხსაცმლის სეზონია, ამიტომ აუცილებელია სასწრაფოდ მოვუაროთ ფეხის კანს, რომ გამოვაჩინოთ ლამაზი და მოვლილი ფეხები.
,,არომატიკა" გირჩევთ, რომ საღამოს მოამზადოთ აბაზანა ლიმონის ეთერზეთით: ამისათვის 1 ლიტრ თბილ წყალში ჩაამატეთ 1 ჩ/კ ზღვის მარილი ან სოდა და 5 წვეთი ლიმონის ეთერზეთი, გააჩერეთ ფეხები ასეთ აბაზანაში 5-7 წუთი.
აბაზანის პროცედურის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ კანი და წაისვით ქოქოსის ზეთი- ქოქოსის ზეთი თავისი დამარბილებელი, დამატენიანებელი, მკვებავი და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით არბილებს კანს და აბრკოლებს ტერფებზე ნახეთქების წარმოქმნას, გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, კარგად შეიზილეთ, ჩაიცვით თხელი წინდები და ასე დაიძინეთ.
დილით თქვენ გექნებათ საოცრად ნაზი და რბილი კანი??
✅ასევე ფრჩხილის სოკო დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მასთან ბრძოლის ბევრი მეთოდი და საშუალებაა ცნობილი. თავის მხრივ ფირმა ,,არომატიკაც" გირჩევთ გამოიყენოთ ეთერზეთები, როგორც დამხმარე და პროფილაქტიკური საშუალება.
ანტიმიკოზური მოქმედება გააჩნია რამოდენიმე ეთერზეთს:
1. დარიჩინის ეთერზეთი-ცნობილია თავისი დადებითი თვისებებით, რომლებიც ეხმარებიან Candida-ს სოკოსთან და საფუარის ინფექციებთან ბრძოლაში. თუმცა დარიჩნის ეთერზეთის გამოყენებამდე საჭიროადაიცვათ რამოდენიმე წესი❗️
- მხოლოდ ეთერზეთის გამოყენება არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად, აუცილებელია სამკურნალო პრეპარატების მიღებაც.
- პროცედურის დაწყებამდე მოიჭერით და გაისუფთავეთ დაზიანებული ფრჩხილი. გასქელებული ფრჩხილი გაქლიბეთ და დაათხელეთ.
- შესაძლებელია არომააბაზანაც ფეხებისთვის, თბილ წყალში ეთერზეთის დამატებით 20 წუთით კვირაში 2 ჯერ.
2. ჩაის ხის ეთერზეთი-პრაქტიკულად ნებისმიერ პირობებში ებრძვის სოკოვან დაავადებებს. მის გამოყენებამდე აუცილებელია დავიცვათ შემდეგი წესები.
- დადებითი ეფექტის მისაღებად აუცილებელია ფრჩხილის გასუფთავება და დამუშავება დღე-ღამეში 2-ჯერ.
- ყოველი დაორთქვლის შემდეგ აუცილებელია ფრჩხილზე ჩაის ხის ეთერზეთის დაწვეთება. უკეთესი ეფექტისთვის შესაძლებელია ფრჩხილის ლეიკოპლასტით შეფუთვაც. მკურნალობა გრძელდება დადებითი ეფექტის მიღებამდე. ეცადეთ რაც შეიძლება ღრმად მოიჭრათ დაზიანებული ფრჩხილი.
3. მიხაკის ეთერზეთი-მისი მთავარი შემადგენელი კომპონენტია აქტიური ნივთიერება ევგენოლი, რომელიც უმკლავდება სოკოვანი დაავადებების უმრავლესობას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ის იწვევს კანისგაღზიანებას და ამიტომ გამოიყენება ზეითუნის ზეთში განზავებული სახით (10მლ ზეითუნის ზეთი + 5-7წვეთი ეთერზეთი)
4. ლავანდის ეთერზეთი ანტიმიკოზური მოქმედების ერთ-ერთი ძლიერი ეთერზეთია და ჩაის ხის ეთერზეთთან კომბინაციია კი აძლიერებს სოკოს საწინაარმდეგო ეფექტს.
✅ეთერზეთების გამოყენების მეთოდები:
- დაიწვეთეთ ეთერზეთი დაზიანებულ ფრჩხილის ზედაპირზე დღეში 2-3 ჯერ
- დააწვეთეთ ბამბის ტამპონზე, დაიდეთ ფრჩხილზე და გადაიხვიეთ.
სრულად ნახვა
უძველესი დროიდან ლავანდა ითვლება უნივერსალურ სამკურნალო მცენარედ. არაბული მედიცინა მას იყენებდა ამოსახველებლად, სპაზმების მოსახსნელად, ხოლო ევროპაში ჭრილობების შესახორცებლად.
ლავანდის ზეთი შეიცავს დაახლოებით 200-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. მისი არომატი სასარგებლოა უძილობის, პნევმონიის, ლარინგიტის, მაღალი წნევის დროს. ამ მცენარის სურნელს იმუნოსტიმულატორისა და ტკივილგამაყუჩებლის როლშიც იყენებენ.
✅ლავანდის ზეთი უხდება თითქმის ყველა ტიპის კანს, განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი, დაბერებული, გაღიზიანებული კანის მოსავლელად. ხნის კანის შეწითლებას და აქერცვლას.
✅ასტიმულირებს ახალი უჯრედების წამროქმნას და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.
✅ეფექტურია კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების დროს: ჩირქოვანი გამონაყარის, ფურუნკულების, აბსცესების, დაჩირქებული ჭრილობების, ძირმაგარების დროს.
✅ასევე გამოიყენება კანის ნეიროენდოკრინული დაავადებების - ვიტილიგოს, სოკოვანი დაავადებების, ალერგიული რეაქციების, ჰერპესის დროს.
✅წარმოადგენს ბუნებრივ დეზოდორანტს.
✅ასევე გამოიყენება მწერების საწინააღმდეგოდ.
1. გაღიზიანების, ნერვული დაძაბულობისა და სტრესის დროს: ლავანდის ზეთის 3 წვეთი დაამატეთ თბილ წყალს, დაასველეთ ბამბის ქსოვილი, დაიფინეთ სახეზე და გაიჩერეთ 5 წუთი.
2. აკნეს დროს: - 10 წვეთ ლავანდის ზეთს დაამატეთ წყალი, ამ ხსნარში დაასველეთ მარლის ნაჭერი და 10 წუთით დაიფინეთ სახეზე.
❗️ამ სურნელოვანი ყვავილით მკურნალობის დაწყებამდე, ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე: ლავანდის წვეთი წაისვით კანზე იდაყვთან და თუ კანი არ გაწითლდა, შეგიძლიათ, თამამად იმკურნალოთ ამ რეცეპტებით.
სრულად ნახვა
ჩაის ხის ზეთი ძალიან ძლიერი ანტისეპტიკია, ასევე გააჩნია მკვეთრად გამოხატული ბაქტერიციდული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.
ჩაის ხის ზეთი გამოიყენება მხოლოდ როგორც გარეგანი საშუალება, მისი მიღება არ არის რეკომენდებული.
თმის ფოლიკულების გაწმენდა, ქერტლი - დაამატეთ ჩაის ხის ზეთის 5-10 წვეთი შამპუნის ან ბალზამის ერთჯერად დოზაში და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ გამოჯანმრთელებამდე.
ყურის ტკივილი - აურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი და ჩაის ხის ზეთი პროპორციით 2:1, ოდნავ შეათბეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ყურში. გაიმეორეთ საჭიროებისამებრ.
ანგინა, ლარინგიტი - 1 ჭიქა წყალში დაამატეთ 5 წვეთი ზეთი და გამოივლეთ ყელში დღეში 2-3-ჯერ.
გაციება, სურდო, ხველა - დაამატეთ 10 წვეთი ზეთი ინჰალატორში და გაიკეთეთ ინჰალაცია ძილის წინ, სურდოს დროს შეიზილეთ ზეთში გასხნილი რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი ცხვირის ფუძეზე და ნესტოებთან.
ჰერპესი, დახეთქილი ტუჩები - 1 ჭიქა მდუღარე წყალში დაამატეთ 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი და დღეში 2-ჯერ დაიმუშავეთ ბამბის ტამპონით.
სისხლდენა ღრძილებიდან, გინგვიტი, კბილის ტკივილი - 100 მლ მდუღარე წყალში დაამატეთ 3-5 წვეთი ზეთი და თბილ მდგომარეობაში გამოივლეთ პირის ღრუ 2-ჯერ დღეში.
ბრონქიტი - დაიზილეთ გულმკერდი 10მლ ზეთში გასხნილი 5 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთით და დაიდეთ თბილი პირსახოცი (შეგიძლიათ მასში შეახვიოთ სათბური) 1-2 საათით.
აკნე (ფერიმჭამელები) - წაისვით 2-3 წვეთი სუფთა ეთერზეთი უშუალოდ პრობლემურ ადგილებში დღეში 2-3-ჯერ, ამის გარდა დაამატეთ 1 წვეთი გამწმენდი საშუალების ან ლოსიონის ერთჯერად დოზაში.
ეგზემა - შეიზილეთ ზეთში გასხნილი რამოდენიმე წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი გამშრალებული კანის დაზიანებულ არეში დღეში 2-ჯერ.
რევმატიზმი - აურიეთ ერთმანეთში ნებისმიერი მცენარეული ზეთი და ჩაის ხის ზეთი პროპორციით 1:1, ოდნავ შეათბეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და ძილის წინ შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში სრულ შეწოვამდე.
სრულად ნახვა
გრეიფრუტის ეთერზეთი განსაკუთრებით ეფექტურია თუ გამოიყენება სამასაჟე ნარევებში.
✅ყველაზე მეტად ანტიცელულიტურ თვისებას ავლენს ფორთოხლის, ლიმნის, გერანის, ღვიის, ნეროლის, კიპარსის, ლავანდის, ბერგამოტის, პაჩულის და როზმრინის ეთერზეთებთან კომბინაციისას.
✅ასეთი ნარევით მასაჟი რეკომენდებულია აბაზანის შემდგომ. სამასაჟე ნარევისათვის უნდა ავიღოთ 15მლ საბაზო ზეთი და დავუმტოთ 2-3 წვეთი გრეიფრუტის და ნებისმიერი ზევით ჩამოთვლილი ეთერზეთი.
✅სამასაჟეთ შესაძლებელია ნებისმიერი ანტიცელულიტური კრემის გამდიდრება გრეიფრუტის, ლიმნის და ღვიის ეთერზეთებით.
გრეიფრუტის ეთერზეთი ✅განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი და პრობლემური კანის მოსავლეად, ყოველდღიურად თქვენს კრემში (10მლ) დაამატეთ ეთერზეთების ნარევი-2წვ ბერგამოტი, 1წვ მელისა და 3წვ გრეიფრუტი.
✅შესაძლებელია გრეიფრუტის ეთერზეთის წერტილოვანი, უშუალოდ გამონაყარზე გამოყენება, ის მოაშრობს და ჩააქრობს ანთებას.
✅ცხიმიანი კანის მოსავლელად კვირაში ერთხელ რეკომენდებულია ორთქლის აბაზანების გაკეთება, ამისათვის 500მლ წყალს დაამატეთ 1-1 წვ ბერგამოტის, მელისას და 3წვ გრეიფრუტის ეთერზეთი.
✅გრეიფრუტის ეთერზეთი აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს და ჭორფლებს, ამისათვის აუცილებელია მომზადდეს ნარევი: 30მლ ნუშის ან ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 3-3 წვ გრეიფრუტის და ვარდის, 4წვ კოჭას ეთერზეთი. ნარევი გამოიყენეთ წერტილოვნად დღეში 2 ჯერ (მოერიდეთ მზის სხივებს!)
✅გაფართოვებული ფორების შესავიწროვებლად დღის კრემში (10მლ) დაამატეთ ლიმნის და გრეიფრუტის ეთერზეთი თითო წვეთი.
✅ცხიმიანი კანის მოსავლელი ნიღაბი ზრდის კანის სიმკვრივეს, უმჯობესებს კანის ფერს, აშრობს გამონაყარს და ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. მომზადების წესი: შეურიეთ ერთმანეთს 4 ჩ/კ თაფლი, 1 ჩ/კ სპირტი, 1 ჩ/კ ადუღებული წყალი, 2-2 წვეთ გრეიფრუტის და ჩაის ხის ეთერზეთი. ნარევი წაისვით მომზადებულ სახეზე, ამისათვის სახეზე გაიკეთეთ თბილი კომპრესები ( 2 ფენა დოლბანდის ხელსახოცი დასველებული თბილ წყალში) 3 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ წაისვით ნიღაბი, გაიჩერეთ 15 წუთით და მოიბანეთ ოთახის ტემპერატური წყლით.
✅გრეიფრუტის ეთერზეთი გამოიყენება ასევე თმის მოსავლელად, განსაკუთრებით ცხიმიანი თმის და თმის ცვენისას. ამ პრობლემების მოსაგვარებლად უბრალოდ დაამატეთ 2-3წვ გრეიფრუტის ეთერზეთი შამპუნებში, ბალზამებში ან თმის მოვლის სხვა საშუალებებში. რამოდენიმე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი თმები გახადა მორჩილი, ბზინვარე, მოვლილი და რაც მთვარია გაქრება მოჭარბებული ცხიმიანობა.
✅გრეიფრუტის ეთერზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა პირის ღრუს უსიამოვნო სუნთან საბრძოლველად, ამისათვის 2წვ ეთერზეთი დაამათეთ 1 ჭიქა თბილ წყალში და გამოივლეთ პირში.
სრულად ნახვა
ლამაზი, ფერადი ფოთლები და მნიშვნელოვნად შემცირებული ტემპერატურა აშკარად გვაჩვენებს, რომ ზაფხული დასრულდა და დადგა შემოდგომა. დღის ხანგრძლივობა შესამჩნევად იკლებს, ამიტომ ბევრი ადამიანი გრძნობს სევდა ან ზამთრის დეპრესიას.
სწორედ ასეთი ზამთრის დეპრესია ძალიან კარგად დაძლევადია არომათერაპიით.
გარკვეულ ეთერზეთებს აქვს ძლიერი განწყობის გამაძლიერებელი, ანტიდეპრესანტული და დამამშვიდებელი ეფექტი.
ციტრუსის ეთერზეთები ამხნევებს და ამზადებს ორგანიზმს შემოდგომისთვის!ციტრუსის ეთერზეთებს (ფორთოხალი, ლიმონი და გრეიფრუტი) აქვთ სასარგებლო თვისებების მდიდარი სპექტრი ადამიანის ორგანიზმზე. თითქმის ყველა მათგანს აქვს ეფექტური ანტიდეპრესანტული მოქმედება, ხელს უწყობს, რომ ადამიანი გახდეს მშვიდი, გაწონასწორებული და ბედნიერი.
წიწვოვანი ეთერზეთები: გამოიყენეთ წიწვოვანი არომატები საკუთარ თავში ენერგიისა და სიძლიერის მოსამატებლად. ფიჭვი, ღვია, ნაძვი, კედარი და სოჭი ეხმარება აპათიის მოშორებას და სიზარმაცის დაძლევას, უბრუნებენ ადამიანს ცხოვრების სიხარულს.
ყვავილოვანი არომატები ამვირებს დაღლილობას, უძილობას, შფოთვას და გაღიზიანებას. წარმატებით მკურნალობენ ვარდის ხის, ციტრუსის, ილან-ილანგის, ღვიის, პიტნის, გერანის, კიპარისის, ვარდის, ლავანდის და პაჩულის ეთერზეთები.
დოზირება:
დიფუზორი: 1-3 წვეთი 1-დან 2 ლიტრ წყალში.
ამოქროლება არომა-ლამპაში: 4-7 წვეთი 15 მლ წყალზე 15 მ2 ფართობზე.
ზოგადი არომატული აბაზანა: 7 - 10 წვეთი წინასწარ შერეული ემულგატორით (1/4 - 1/3 მინის რძე, ნაღები, კრემი ან ზღვის მარილი).
სრულად ნახვა
რა არის არომა-პილინგი?
არომაპილინგი-კანის მოვლაა ნატურალური ეთერზეთებით, რომელიც სულ უფრო პოპულარობით სარგებლობს. მიზეზი კი არა მხოლოდ ნატურალური ეთერზეთების გამოყენებაა, არამედ მისი მაღალი ეფექტურობა.
არომა-პილინგის განსაკუთრებულობა ისაა, რომ კანის გაახალგაზრდავება მიმდინარეობს არა სტრესის და დამწვრობის, არამედ უჯრედებზე შერჩევითი მოქმედების ხარჯზე.
მკვდარი, გარქოვანებული უჯრედები ქრება, რადგან ეთერზეთებს გააჩნიათ უნარი დაშალონ კანის გაუხეშებული ფენა და უმტკივნეულოდ გააქრონ ისე, რომ არ დააზიანონ ჯანმრთელი უჯრედები, არ წარმოქმნან შეშუპება და აქერცვლა.
არომა-პილინგის ეფექტი მიიღწევა ეთერზეთების მრავალკომპონენტიანი შემადგენლობის ხარჯზე. ეთერზეთები ერთდროულად შეიცავენ ფენოლებს, ხილის მჟავებს, ფერმენტებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ბუნებრივად ბალანსირებულ პრო-ჰორმონებს. ამასთან ერთად ყველა კომპონენტი აძლიერებს ერთმანეთის მოქმედებას და შედის კანისთვის უსაფრთხო ოპტიმალური რაოდენობა.
არომაპილინგის მოქმედება მრავალმხრივია და ბიოლოგიურად ადაპტირებულია კანისთვის. ეფექტურობა და კანზე მოქმედების სიღრმე (ზედაპირული ან ღრმა) კონტროლირდება კანის ინდივიდუალურობით.
კანის უჯრედები ეთერზეთების მოქმედებით ჯანმრთელდება, აღდგება მათი ბიოციკლი, სუნთქვა, მეტაბოლიზმი, კვლავწრმოქმნა და გაახალგაზრდავება მიმდინარეობს შიგნიდან.
არომაპილინგს არ გააჩნია უკუჩვენება და ეთერზეთების არაჩვეულებრივი სურნელი ამ პროცედურას კომფორტულ და რელაქსაციურ პროცესად აქცევს.
არომაპილინგი გამოიყენება:
კანის ღრმა წმენდისთვის
კანის გასაახალგაზრდავებლად და პროფილაქტიკისთვის,
ცხიმიანი და მშრალი სებორეის, ჩირქოვანი გამონყარის და სხვა ანთებითი პროცესების სამკურნალოდ,
პიგმენტაციის გასაქრობად და კანის რელიეფის გასათანაბრებლად,
კანის ჰორმონალური და წყალ-ცხიმოვანი ბალანსის ასადგენად.
არომაპილინგის უპირატესობა:
პროცედურის შემდეგ აქერცვლის არ არსებობობა,
დამწვრობის, შეშუპების არ არსებობა,
არ აქვს უკუჩვენება კუპეროზების დროს,
ხანგრძლივი მოქმედება,
ადაპტაციურ-შერჩევითი მოქმედება კანის თითოეულ უჯრედზე,
რელაქსაციური მოქმედება.
პროცედურის წინ აუცილებელია:
1. კანის გასუფთავება
2. ტონიზირება ნატურალური ყვავილების წყლით(ვარდის, ლავანდის, გვირილის)
როგორ გავაკეთოთ არომაპილინგი?
ამისათვის საჭიროა მომზადდეს არომაპილინგის ნარევი:
1ჩ/კ შვრიას დაამატეთ მცირე რაოდენობით ადუღებული წყალი და დააცადეთ, რომ გაჯირჯვდეს. ამ დროში გაისუფთავეთ სახე კოსმეტიკური წყლით. გაჯირჯვებულ მასას დაამატეთ 1ჩ/კ ჟოჟობას ზეთი და თქვენს მიერ შერჩეული ეთერზეთი (1-2წვ). კარგად შეურიეთ მასა და წაისვით სახეზე (ტუჩების და ქუთუთოების გარდა!) გაიჩერეთ ნარევი სახეზე 10 წუთით, გაიკეტეთ მსუბუქი მასაჟი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
1. აღნიშნული არომაპილინგი უხდება მგრძნობიარე კანის შერეულ ტიპს გაფართოებული ფორებით. რეკომენდებული ეთერზეთებია: ლავანდა, ნეროლი, ვარდის ხე. აუცილებელია მხოლოდ შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები არომატი.
2. არომანარევები მშრალი და ნორმალური კანისთვის 50მლ საბაზისო ზეთში (ნუში, ყურძენი, ატამი, გარგარი, ჟოჟობა) შეგიძლიათ დაამატოთ რომელიმე ეთერზეთი შემდეგი დოზირებით: კედარის-6წვ, მუსკატის სალბის-4წვ, ვარდის ხის-6წვ, კიპარისის-4წვ ან საკმელის (ლადანის)-5წვ. პროცედურა ტარდება ისევე, როგორც ზევით იქნა აღწერილი.
პროცედურის ჩატარება: არომაპილინგის პროცედურა რეკომენდებულია კვირაში 1-2ჯერ და ჩატარების ოპტიმალური დრო საღამოა.
სრულად ნახვა
ახალგაზრდა კანის მთავარი საიდუმლო-კანის მოვლაა ახალგაზრდა ასაკში! მართალია დროს ვერ შევაჩერებთ, თუმცა შესაძლებელია მოვატყუოთ. არომათერაპია დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სილამაზე. უმრავლესობა ეთერზეთებს გააჩნიათ ლიფტინგის ეფექტი და მრავალკომპონენტიანი შემადგენლობის წყალობით კომპლექსურად უვლიან კანს და კანქვეშა ქსოვილებს.
ყველაზე შესამჩნევი ეფექტი ჩვენთვის და გარშემომყოფთათვის ხდება სახის კანის ცვლილება და ლიფტინგ-პროგრამაც სწორედ ამით იწყება.
კრემი საუკეთესო საშუალებაა ეთერზეთების კომპონენტების კანში ტრანსპორტირებისთვის.
ბაზის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
-ჟოჟობას ზეთი-5მლ
-ნუშის ზეთი-10მლ
-ყურძნის წიპწების ზეთი-10მლ
-ატმის ზეთი-5მლ
-კაკაოს ზეთი-20გრ
-ფუტკრის ცვილი-9გრ
-მინერალური ან გამოხდილი წყალი-50მლ
(მინერლური წყალი გამოიყენება გაზგასული)
მომზადების წესი: კაკაოს ზეთი, ცვილი, მცენარეული ზეთები მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დადგით წყლის აბაზანაზე. როდესაც ინგრედიენტები გალღვება დაამატეთ ცხელი (50-60 გრადუსის მქონე) მინერალური წყალი და კარგად შეურიეთ მიქსერით. მასის გაცივების შემდეგ დაამატეთ ეთერზეთები.
მაქსიმალური ლიფტინგ-ეფექტისთვის უმჯობესია მასა გაყოთ ორ ნაწილად და დაამზადოთ დღის და ღამის კრემი.
ეთერზეთები ღამის კრემისათვის:
⦁ ვარდი-1წვ
⦁ ჟასმინი-4წვ
⦁ ნეროლი-1წვ
⦁ კამა-2წვ
მომზადებული ნარევი დაამატეთ საბაზო კრემში და კარგად შეურიეთ.
ეთერზეთები დღის კრემისათვის:
⦁ გერანი-3წვ
⦁ ვარდი-1წვ
⦁ მუსკატის კაკალი-2წვ
⦁ კამა-2წვ
⦁ ნეროლი-1წვ
მომზადებული ნარევი დაამატეთ საბაზო კრემს და კარგად შეურიეთ.
ასევე შესაძლებელია მომზადდეს ლიფტინგ-ნიღაბი, ამისათვის დაგვჭირდება:
⦁ 1 კვერცხის გული
⦁ 2მლ ჟოჟობას ზეთი
⦁ თეთრი თიხა იმ რაოდენობით, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა
⦁ ისეთივე ეთერზეთების ნარევი, რაც საჭიროა ღამის კრემისათვის
დაიტანეთ ნიღაბი სახის ქვედა ნაწილში (ყვრიმალები და ნიკაპი), აიღეთ მარლა, დაასველეთ წყალში, გაჭურეთ და დაიფინეთ სახეზე. პროცედურა ტარდება მწოლიარე მდგომარეობაში. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაივით ღამის კრემი. კურსის ტარდება ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში. საუკეთესო ეფექტისთვის უმჯობესია ნიღბის გამოყენებამდე გაიკეთოთ სახის მასაჟი.
სხეულის კანის სიმკვრივის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ მიიღთ არომააბაზანა 5-7 წვეთი ლავანდის, ლიმეტის, ვარდის, ვეტივერის, მიხაკის, ნეროლის ან პაჩულის ეთერზეთების დამატებით.
სრულად ნახვა
ყველაზე გავრცელებული პრობლემები იწყება ანთებითი პროცესებით. ხშირად მათ სერიოზლუად არ აღიქვამენ. თუმცა ისინი ძალიან სერიოზულ გართულებებს იწვევენ, როგორიცაა:
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა და მისი სრულად შეწყვეტა
- უშვილობა
- ორსულობის შეწყვეტა
არსებობს სასქესო ორგანოების გარეგანი და შინაგანი დაავადებები. ისინი ჩნდება არა მარტო ჰიგიენური წესების დარღვევით, არამედ ტრავმული დარღვევებით, შაქრიანი დიაბეტით, ექსუდაციური დიათეზით და ქრონიკული ტონზილიტით, რომელიც ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში.
მკურნალობა მდგომარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენაში, რამაც გამოიწვია ანთება, ასევე ორგანიზმის თავდაცვის სისტემის შენარჩუნებაში.
ამაში დიდ სამსახურს უწევენ ბიოსტიმულატორები. ეთერზეთები სწორედ ის ნივთიერებებია, რომლებიც ავლენენ კომპლექსურ სამკურნალო მოქმედებას.
1. რძიანას სამკურნალოდ ეფექტურად იყენებენ ეთერზეთებს. შეგახსენებთ, რომ ეთერზეთები გამოიყენება მხოლოდ საბაზო ზეთებშ გახსნილი სახით, ხოლო საბაზო ზეთებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება ტკბილი ნუშის და ყურძნის წიპწების ზეთი.
ეთერზეთებიდან გამოიყენება-ევკალიპტი, ლავანდა და ჩაის ხე. ისინი თრგუნავენ რძიანას და სხვა სოკოვანი ინფექციების ზრდას. სხნარის სახით გამოყენებისას, მცირდება, ქავილი, ანთება და უმჯობესდება საერთო მდგომაეობა.
შესაძლებელია გამოყენება როგორც ცალ-ცალკე აბაზანა, გამორეცხვა, ტამპონები ასევე ერთდროულადაც.
-10მლ პიპეტიან ბოთლში კარგად შეურიეთ 8 მლ (დაახლოებით 1,5ჩ/კ) ჩაის ხის და 2 მლ (დაახლოებით 1/3 ჩ/კ) ლავანდის ეთერზეთი.
- დაამატეთ 2-4 წვ ეს ნარევი თბილ აბაზანაში და მიიღეთ აბაზანა 10 წუთის განმავლობაში. ნარევის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიური ჰიგიენის დროს.
არასოდეს გამოიყენოთ ქაფიანი დასაბანი საშუალებები რძიანას დროს, რადგან მათ ტუტე რეაქცია აქვთ და შესაძლებელია გამოწვიონ გაღიზიანება!
2. საშვილოს ყელის ეროზიის დროს ეთერზეთები ავლენს ჭრილობის შემახორცებლ, მადეზინფიცირებელ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედბას, აუმჯობესებენ ენერგეტიკულ ცვლას ქსოვილებში, შეხორცების პროცესებს და აღდეგენა მიმდინარეობს უფრო სწრაფად.
- შეურიეთ 10მლ საბაზო ზეთში 3-5 წვეთი როზმარინის ეთერზეთი. ვაგინალურად ტამპონები გამოიყენეთ ღამით დღეგამოშვებით! მკურნალობის კურსი 10 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსი 2-3 ჯერ თითო კვირის გამოტოვებით.
- შეურიეთ 10მლ საბაზო ზეთში 2-2 წვეთი ჩაის ხის და ევკალიპტის ეთერზეთი. ვაგინალურად ტამპონები გამოიყენეთ ღამით დღეგამოშვებით! მკურნალობის კურსი 10 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსი 2-3 ჯერ თითო კვირის გამოტოვებით.
3. მენსტრუალური ციკლის დარღვევისას ან რამოდენიმე დღით ადრე ეთერზეთები მოქმედებს ნაზად და ძალიან ეხმარება ორგანიმს ამ პერიოდში, ჰარმონიზაციას უკეთებენ ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ნორმალიზებას ქალის ჰორმონალურ ბალანსს.
- ამ პერიოდში უკეთესია აბაზანებში გამოყენებულ იქნებს 12 წვეთამდე გერანის (ნემსიწვერას), გრეიფრუტის და როზმარინის ეთერზეთი.
- მომატებული მენსტრუალური გამონაყოფისა რეკომენდებულია შინაგანად დღეში 5-ჯერ 1 ჩ/კ თაფლთან ან მურაბასთან ერთად 1-2 წვეთ ლიმნის ან ბერგამოტის ეთერზეთს მიღება.
- მტკივნეული მენსტრუაციისას რეკომენდებულია როზმარინის ან ლავანდის აბაზანა, მუცლის მსუბუქი მასაჟი, გამორეცხვა. ან შესაძლებელია ამ ეთერზეთებით დაწვეთებული თბილი კომპრესის დადება მუცელზე.
სრულად ნახვა
ეთერზეთები ოტიტის ანუ ყურის ანთების სამკურნალოდ ყველაზე სწრაფი, ეფექტური და ბუნებრივი საშუალებაა.
უმეტეს შემთხვევაში, ეთერზეთები ადვილად უმკლავდებიან ოტიტს. სწორად გამოყენებისას ისინი წარმატებით ანაცვლებენ ანტიბიოტიკებს, რაც სხვათა შორის გამოწვეულია იმით, რომ ოტიტის მქონე პაციენტებში ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ, რეციდივები აღინიშნა უფრო ხშირად, ვიდრე სხვა დაავადებებისას!
,არომატიკა" ყურის ანთების სამკურნალოდ გთავაზობთ ეთერზეთების გამოყენების რამოდენიმე მეთოდს.
• დაამზადეთ ყურის წვეთები პიპეტიან ბოთლში შემდეგი რეცეპტის მიხედვით: 4-4 წვეთი როზმარინის, ჩაის ხის, ლავანდის ეთერზეთი და 10მლ კრაზანის ზეთი. ჩაიწვეთეთ ნარევის 1 წვეთი ყურის არხში. გაიმეორეთ დღეში 4-ჯერ.
• მასაჟისთვის შეურიეთ: 2-2 წვეთი ევკალიტის, ჩაის ხის, ბეგქონდარას ეთერზეთი და 10 წვეთი კრაზანის ზეთი. შეიზილეთ ნარევის 1 წვეთი დაზიანებული ყურის (ან ორივე ყურის) მიდამოში მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით. გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ, სანამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
სრულად ნახვა
კბილების თეთრ ელფერზე და პირის ღრუს დეზოდორირებაზე მაღალტექნოლოგიური პასტებიც კი ყოველთვის ვერ ზრუნავს და ხშირად მხოლოდ ესთეტიკურ კომპონენტზეა ორიენტირებული. არის თუ არა ალტერნატიული ვარიანტები?
Რა თქმა უნდა არის.
პირის ღრუს მოვლის ბუნებრივი მეთოდები შეინარჩუნებს თქვენს კბილებს და ღრძილებს შესანიშნავ ფორმაში ყოველგვარი უსიამოვნო გვერდითი ეფექტების გარეშე. გირჩევთ სცადოთ რამდენიმე ეთერზეთი კბილებისა და ღრძილების მოვლისთვის.
ჩაის ხის ეთერზეთი-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეთერზეთი, დადებითად მოქმედებს პრობლემურ ღრძილებზე, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ახდენს პირის ღრუს დეზინფექციას, რეკომენდებულია ღრძილების ანთების,სტომატიტის და კარიესის დროს.
როზმარინის ეთერზეთს არა მხოლოდ ანტისეპტიკური თვისებები აქვს, არამედ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, როგორიცაა პაროდონტოზი.
დარიჩინის ეთერზეთი ცნობილია სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით. ახალ ზელანდიაში ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დარიჩინის ეთერზეთს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი კარიესის გამომწვევი სტრეპტოკოკების საწინააღმდეგოდ.
ლიმონის ეთერზეთი ამცირებს ღრძილებიდან სისხლდენას, აუმსჯობესებს პირის ღუს სუნს, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. რეგულარული გამოყენებით ის ხელს უწყობს კბილის მინანქრის გათეთრებას.
პიტნის ეთერზეთი ძალზე ეფექტურია ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებიც გვხვდება დაბალი ჟანგბადის გარემოში (მაგალითად, პირის ღრუში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების დაავადება.
ბეგქოდარას ეთერზეთი-ეს არის უძლიერესი ანტისეპტიკური საშუალება. ხელს უწყობს პირის ღრუში ანთების ჩაქრობას.
მიხაკის ეთერზეთი ძალიან პოპულარული საშუალება ჩინურ მედიცინაში. მიხაკის ეთერზეთს შეუძლია კბილის ტკივილის მოხსნა. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიხაკი აფერხებს ბევრ პათოგენურ ბაქტერიას. წარსულში მიხაკს ბაქტერიციდული თვისებების გამო სტომატოლოგები იყენებდნენ ფესვის არხების დეზინფექციისთვის. ამშვიდებს კბილის ტკივილს რამდენიმე საათის განმავლობაში.
ძალიან ცნობილია პირის ღრუს მცენარეული ზეთებით გამორეცხვის პროცედურაც: ის ამცირებს ნადების წარმოქმნას, ასუფთავებს სუნთქვას, ათეთრებს კბილებს და ზრუნავს ღრძილებზე. გარდა ამისა, ითვლება, რომ რეგულარული გამოყენებისას მას სამკურნალო ეფექტი აქვს არა მხოლოდ პირის ღრუზე, არამედ მთლიანად ორგანიზმზე!
გთავაზობთ ქოქოსის ზეთზე დაფუძნებულ რეცეპტს. ქოქოსის ზეთი იდეალურია პირის ღრუში გამოსავლებად, რადგან მასში არსებული ცხიმის დაახლოებით 50% შედგება ლაურინის მჟავისგან, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტით.
რეცეპტი: 50მლ ქოქოსის ზეთში (თუ ზეთი მყარია, გააჩერეთ ბოთლი ცხელი წყლის ქვეშ, რომ გალღვეს) დაამატეთ პიტნის (და/ან ლიმონის) ეთერზეთი - 15 წვეთი. კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი და მზად არის!
გამოყენება: დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი ზეთი ჩაიგუბეთ პირში და გამორეცხეთ, გაწურეთ ზეთი კბილებს შორის. ეფექტის მისაღწევად საკმარისია 5 წუთი, მაგრამ შეგიძლიათ პროცედურის გახანგრძლივება 15 წუთამდე. როდესაც დაასრულებთ, გამოირეცხეთ პირი თბილი წყლით და გაიხეხეთ კბილები ჩვეულებისამებრ. თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პროცედურა არა მხოლოდ დილით, არამედ საღამოს. ნარევი ინახება- 6 თვემდე ბნელ გრილ ადგილას.
სრულად ნახვა
,,არომატიკის" რეცეპტები გერანის ეთერზეთით
► კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება: 4-5 წვეთი გერანის ეთერზეთი (ან მისი ნაზავი სხვა ეთერზეთებთან თანაბარ ნაწილად) შერეული 10-15 გ (მლ) ბაზაზე (მცენარეული ზეთი, კრემი, ტონიკი, ლოსიონი, ნიღაბი, შამპუნი). და ა.შ.).) ყველაზე ეფექტური საბაზო ზეთებია ქაცვი, ნუში, ჟოჟობა, გარგარი, ატამი, ყურძენი, ავოკადო.
► პრობლემური კანისთვის რეკომენდებულია შემდეგი ნარევი: ხორბლის ჩანასახის ზეთი - 10 მლ, ეთერზეთები: ღვია, ევკალიპტი და გერანი - 1 წვეთი.
► ხელების დახეთქილი, აქერცლილი კანის და გაუხეშებული იდაყვებისთვის დაგეხმარებათ არაჟნის ნიღაბი. ცხიმიან, ოდნავ თბილ არაჟანს (1 ს/კ) ემატება ეთერზეთები: გერანის და ფორთოხლის 3 წვეთი, შეურიეთ და წაისვით ხელებსა და იდაყვებზე; გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
► მასაჟი: ზოგადი მასაჟისთვის შეურიეთ 4-6 წვეთი გერანის ეთერზეთი 1-2 სუფრის კოვზ საბაზო ზეთს ან კრემს თქვენი არჩევანით. თავის მასაჟისთვის გერანიუმის ეთერზეთს ურევენ ბაზის ზეთს 1:3 თანაფარდობით.
► აბაზანები: შევსებულ აბაზანაში (37-38 °C) დაამატეთ 4-6 წვეთი გერანიუმის ეთერზეთი წინასწარ შერეული 1-2 სუფრის კოვზ ემულგატორში (რძე, თაფლი, ზღვის ან სუფრის მარილი). პროცედურის დრო 10-15 წთ.
► არომატიზაცია: გერანიუმის ეთერზეთი შესანიშნავად ასუფთავებს ოთახს. წყლით სავსე არომალამპას დაამატეთ 3-5 წვეთი (15 მ²-ზე) გერანიუმის ეთერზეთი ან მისი ნარევი სხვა ზეთებთან და აანთეთ სანთელი. არომატი შეავსებს ოთახს. არომალამპის არ არსებობის შემთხვევაში ეთერზეთი შეიძლება დააწვეთოთ ხელსახოცზე ან დაამატოთ ცხელი წყლის ჭიქაში ან ბამის ქულაზე და მოათავსოთ გათბობის რადიატორზე. პროცედურის ხანგრძლივობაა 15-30 წუთი.
სრულად ნახვა
დაიღალეთ ღუმელის ქიმიური საწმენდებით, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როცა ფანჯრები ღიაა და ბავშვები არ იმყოფებიან სახლში?
ჩვენი გაზქურის ნატურალური საწმენდის რეცეპტი აერთიანებს საჭმლის სოდას ეთერზეთებთან. თქვენი ღუმელი არა მხოლოდ სუფთა იქნება, არამედ სასიამოვნო სუნიც იქნება სამსარეულოში.
ამისათვის დაგვჭირდება:
1/2 ჭიქა საჭმლის სოდა
10 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
10 წვეთი ფიჭვის ეთერზეთი
5 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
1 სუფრის კოვზი წყალი
მომზადების წესი:
ნაბიჯი 1: შეურიეთ საკვები სოდა ეთერზეთებს პატარა მინის თასში.
ნაბიჯი 2: აურიეთ წყალში პასტის კონსისტენციამდე, თუ ნარევი ჯერ კიდევ მშრალია, დაამატეთ ცოტა მეტი წყალი, რათა დარწმუნდეთ, რომ ნარევი გლუვია და არა მკვრივი.
ნაბიჯი 3: გაზქურის გაწმენდამდე დარწმუნდით, რომ ის მთლიანად გაგრილებულია. ნესტიანი საწმენდი ქსოვილის ან ღრუბლის გამოყენებით წაუსვით პასტა გაზქურას და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში.
ნაბიჯი 4: აიღეთ საწმენდი ქსოვილი ან ღრუბელი, ნაზად წაუსვით პასტა წრიულად, შეიძლება დაგჭირდეთ ხშირად გარეცხოთ ქსოვილი გაზქურის ნარჩენების მოსაშორებლად და გააგრძელოთ გაწმენდა.
ნაბიჯი 5: ბოლოს გაწმინდეთ სუფთა, სველი ქსოვილით, მას შემდეგ რაც გაზქურა კარგად გაიწმინდება. დარწმუნდით, რომ პასტა არ დარჩება გაზქურის კუთხეებში.
სრულად ნახვა
ნეროლის ეთერზეთის ჯადოსნური არომატი ანიჭებს რბილი რელაქსაციის შეგრძნებას.
ფორთოხლის ყვავილების სუნი ასევე ხსნის შოკის მდგომარეობას, ხელს უწყობს შფოთვის, მღელვარების, შიშის, მელანქოლიის დაძლევას.
არომა-სეანსი ნეროლის ეთერზეთთან ერთად შთააგონებს თავდაჯერებულობას, სიმშვიდეს და ჰარმონიას.
ნეროლის ეთერზეთი ძლიერი სექსუალური სტიმულატორია. მისი დამამშვიდებელი და მატონიზირებელი თვისებების ერთობლიობა ხელს უწყობს სექსუალური სფეროს პრობლემების გადაჭრას. ის არის დახვეწილი სექსუალური ავანტიურიზმისა და შეუზღუდავი ფანტაზიის არომატი.
ნეროლის ეთერზეთი ხსნის ემოციურ დაძბულობას, დეპრესიას, რომელიც დაკავშირებულია პრემენსტრუალურ სინდრომთან და აუმჯობესებს მენოპაუზი დროს განსაკუთრებულ გაღიზიანებას და ცრემლიანობას.
გამოყენება:
► კოსმეტიკური პროდუქტების გამდიდრება: 10-15 გ (მლ) ბაზაში (მცენარეული ზეთი, კრემი, ტონიკი, შამპუნი, კონდიციონერი, ნიღაბი და ა.შ.) დაამატეთ 3-5 წვეთი ნეროლის ზეთი ან მისი ნარევი სხვა ეთერზეთებთან.
► მასაჟი: 4-6 წვეთი ნეროლის ეთერზეთი ან მისი ნარევი შეურიეთ სხვა ზეთებს 1 სუფრის კოვზ რომელიმე მცენარეულ ზეთს (ჟოჟობას, ნუშის, ატმის, ყურძნის და ა.შ.) ან კრემს.
► აბაზანები: შევსებულ აბაზანაში (37-38 °C) დაამატეთ 3-5 წვეთი ნეროლის ეთერზეთი ან მისი ნარევი სხვა ზეთებთან, წინასწარ შერეული 1 სუფრის კოვზი ემულგატორთან (რძე, თაფლი, ზღვის ან სუფრის მარილი). პროცედურის ხანგრძლივობაა 10-20 წუთი.
► ოთახის არომატიზაცია: წყლით სავსე არომა-ლამპას დაამატეთ 4-7 წვეთი ნეროლის ეთერზეთი ან მისი ნარევი სხვა ეთერზეთებთან და აანთეთ სანთელი. არომატი შეავსებს ოთახს. არომა-ლამპის არ არსებობის შემთხვევაში ზეთი შეიძლება დაწვეთოთ ხელსახოცზე ან დაამატოთ ჭიქა ცხელ წყალში, ან დააწვეთოთ 100% კოტონის ნაჭერზე მოათავსოთ ის გათბობის რადიატორზე. პროცედურის ხანგრძლივობაა 15-30 წუთი.
სრულად ნახვა
მალე ,,ვალენტინობის" დღე ახლოვდება და რა არის მნიშვნელოვანი ამ დღეს? მართალია, სწორი ატმოსფერო.
მაშინ რატომ არ უნდა მოვამზადოთ გემრიელი ვახშამი, ჩავაქროთ განათება, ჩავრთოთ რომანტიული მუსიკა და არ ავანთოთ არომალამპა მასში რამდენიმე წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთის დამატებით. რატომ ილანგ-ილანგი?
შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ზეთი, მაგრამ ილანგ-ილანგი ითვლება ბუნებრივ აფროდიზიაკად, რაც ხელს უწყობს რომანტიულ განწყობას და ასტიმულირებს გრძნობებს.
ეთერზეთი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ არომალამპისთვის, არამედ მასაჟისთვისაც. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი მასაჟის ზეთს, ან რომელიმე საბაზო ზეთს და გარანტირებული გაქვთ რომანტიული ატმოსფერო!
სრულად ნახვა
არომათერაპია ორსულობის პერიოდში არა მარტო ფუფუნებაა, არამედ აუცილებელია, რომ ებრძოლოთ ისეტ პრობლემებს, როგორიცაა გულისრევა, სტრიები, შეშუპება და ტკივილი წელის არეში. თუმცა სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში ეთერზეთები უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით ან საერთოდ უარი ვთქვათ, რაგდან დილით გულისრევამ შეიძლება გამოიწვიოს ზიზღი ნებისმიერი სუნის მიმართ. 12-14 კვირის შემდეგ ადრეული ტოქსიკოზი როგორ წესი ქრება და ორსულებს უკვე შეუძლიათ შეარჩიონ ეთერზეთები სასურველი სუნის მიხედვით.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორსულობისას არომათერაპიის პროცესში ეთერზეთების რაოდენობა უნდა შემცირდეს 2-ჯერ.
არომათერაპევთები არჩევენ 5 ეთერზეთს, რომელთა გამოყენება რეკომენდებულია ორსულობის პერიოდში: მანდარინის, კოჭას, ილანგ-ილანგის, ნეროლის და ლავანდის ეთერზეთი.
1. მანდარინის ეთერზეთი აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. ატონიზირებს კანს და ებრძვის სტრიებს.
2. კოჭას ეთერზეთი ასტიმულირებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, გამოიყენება ფეხების და ტერფების აბაზანისთვის.
3. ილანგ-ილანგის ეთერზეთი ეგზოტიკური სუნის მქონე ეთერზეთია დამამშვიდებელი ეფექტით.
4. ნეროლის ეთერზეთი ამშვიდებს და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, აახალგაზრდავებს კანს.
5. ლავანდის ეთერზეთი უნივერსალური ეთერზეთია დამამშვიდებელი და გამაძლიერებელეი თვისებებით, ხშირად გამოიყენება უძილობის და სტრესის სამკურნალოდ. ზეთი გამოიყენება 16 კვირის შემდეგ.
მაშ ასე, განვიხილოთ ორსულობის პრობლემები და ვებრძოლოთ მათ ეთერზეთების საშუალებით:
ტოქსიკოზის დროს თქვენ დაგეხმარებათ ლიმნის, ლავანდის და კოჭას ეთერზეთები (პირველი ტრიმესტრის შემდეგ). ამოაქროლეთ არომალამპაში თავდაპირველად 15 წუთით, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა გაზარდეთ დრო.
წელის ტკივილი, როგორც წესი ჩნდება ორსულობის შუა პერიოდში. ამ დროს საუკეთესო საშუალებაა ნუშის ზეთის და ლავანდის ეთერზეთის ნარევით მასაჟი. ასევე ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს თბილ კომპრესებს: 200მლ წყალს დაუმეთეთ 1-2 წვეთი ლავანდის ეთერზეთი.
სტრიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა მასაჟი: ნუშის, ჟოჟობას, ყურძნის წიპწების, გარგარის და არგანის ზეთით ან/და მათი ნარევით ლიმონის ან ფორთოხლის ეთერზეთებთან.
სრულად ნახვა
ბეგქონდარას ეთერზეთი ჰარმონიულად მოქმედებს განწყობასა და კეთილდღეობაზე. ის გამოგაცოცხლებთ, როცა ფხიზლად უნდა იყოთ და დაგეხმარება ჩაიძინოთ როცა გსურთ.
ბეგქონდარას სუნი აწონასწორებს ემოციურ ფონს, ჰმატებს სიმამაცეს და გამბედაობას, ზრდის თავდაჯერებულობას. ადამიანი, რომელიც იყენებს ბეგქონდარას ეთერზეთს არომალამპით, ხდება უფრო მშვიდი, უფრო თამამი მოქმედებაში, ივსება პოზიტივით. ნერვული აგზნების ან ჰიპოთერმიის შემთხვევაში, ეთერზეთის არომატი ხელს შეუწყობს დათბობას და ხსნის კანკალს.
ბეგქონდარას ეთერზეთით არომათერაპიის მკურნალობა შეგმატებთ ენერგიას და დაგეხმარებათ გონებრივი და ფიზიკური დაღლილობისგან თავის დაღწევაში. რეკომენდებულია დასუსტებული, ლეთარგიული ადამიანებისთვის გამოყენება.
ის ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას, აუმჯობესებს მეხსიერებას და ზრდის კონცენტრაციას.
არომატული ეთერზეთი ამაღლებს განწყობას, ზრდის აქტივობის წყურვილს და ეხმარება ჩაგრული მდგომარეობასთან გამკლავებაში. ბეგქონდარა აძლიერებს მტკიცე ნებისყოფის გამოვლინებას და მონდომებას, ეხმარება მორცხვობის დაძლევაში.
ბეგქონდარას ეთერზეთის არომატი ზრდის სექსუალურ აქტივობას და წარმოადგენს სექსუალურ სტიმულატორს, ე.წ. აფროდიზიაკს.
სრულად ნახვა