კოსმეტიკური ზეთები ბუნების საჩუქარია!
✅100%-ით ნატურალური კოსმეტიკური ზეთები გამოიყენება, როგორც დამოუკიდებლად სუფთა სახით, ასევე კოსმეტიკური საშუალებების- კრემების, გელების, შამპუნების, კონდეციონერების, შხაპის გელების გასამდიდრებლად.
✅ნატურალური ზეთების დამატება მნიშვნელოვნად ამაღლებს თქვენი კოსმეტიკური საშუალებების მოქმედების ეფექტს და ხარისხს.
✅ვიტამინებით, მინერალებით, ომეგა-3-ით, ანტიოქსიდანტებით და სხვა სასარგებლო ნივთერებებით მდიდარი ნატურალური მცენარეული ზეთების რეგულარული გამოყენებისას:
კანი ხდება ნაზი, ხავერდოვანი, მკვრივი და ელასტიური.
თანაბრდება სახის ფერი და რელიეფი.
თმა ხდება ბზივარე, ჯანსაღი და მოვლილი.
უმჯობესდება ფრჩხილების ხარისხი.
{s_blog_read_more}
თუ ხშირად იყენებთ წამწამების ტუშს ფირმა ,,არომატიკა" გირჩევთ ინტენსიურად მოუაროთ მათ, რადგან ყოველდღიური დაზიანებებისგან წამწამების რაოდენობა მცირდება და მათი სიგრძეც კლებულობს.
წამწამების მოვლა არც ისე რთულია, თქვენ დაგჭიდებათ გამოყენებული წამწამების ტუშის ცარიელი ტუბი, რომელიც კარგად უნდა გამორეცხოთ საპნით თავისივე ფუნჯით და ჩააწვეთოთ ხორბლის ჩითილის და ნუშის ზეთი 1:1 თანაფარდობით.
ნარევი გამოიყენეთ ყოველ საღამოს, სუფთა წამწამებზე და ფუნჯით გაინაწილეთ მთელს სიგრძეზე, არ არის აუცილებელი დიდი რაოდენობის გამოყენებაც, საკმარისია მცირე რაოდენობაც. ერთი თვის შემდეგ შესამჩნევი გახდება, თუ როგორ გახშირდა, დაგრძელდა და გამოცოცხლდა წამწამები.
{s_blog_read_more}
ფირმა ,,არომატიკა"-ს რეცეპტები კაკლის ზეთით
აპლიკაცია პრობლემური კანისთვის: 1 ს/კ კაკლის ზეთს დაუმატეთ 5წვ ჩაის ხის, 2 წ, მელისას და 2 წვ როზმარინის ეთერზეთი, ნარევი მსუბუქად შეიძილეთ კანზე ყოველდღიურად.
ანთების საწინააღმდეგო ნიღაბი სახისთვის: შეურიეთ ერთმანეთს კაკლის, კედარის და ქაცვის ზეთი 1:1:1 თანაფარდობით და ნარევი გამოიყენეთ ყოველ საღამოს.
მგრძნობიარე კანის მასაჟი: 1 ს/კ კაკლის ზეთს დაამატეთ 4-6 წვ მნდარინის, ლავანდის ან ილანგ-ილანგის ეთერზეთი.
მასაჟი ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს: 1 ს/კ კაკლის ზეთს დაამატეთ 2-3 წვ კიპარისის, როზმარინის ან კედარის ეთერზეთი. ნარევი შეიზილეთ ქვევიდან ზევით მიმართულებით, მსუბუქად დარტყმითი მოძრაობებით მტკივნეულ ადგილას. ვენების ვარიკოზული გაგანიერების და პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ ნარევი დღეში 2 ჯერ.
მასაჟი ვირუსული ინფექციების დროს: შეურიეთ ერთმანეთს კაკლის, კედარის და თხილის ეთერზეთი 1:1:1 თანაფარდობით და ნარევს დაამატეთ 1-2 წვ ევკალიპტის, ჩაის ხის და ღვიის ან ლავანდის და ღვიის ეთერზეთი
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტებს შის (კარიტეს) კარაქით
ნიღაბი მშრალი კანის დამატენიანებლად: 1კვერცხის გულს დაუმატეთ 1ც ლიმონის ცედრა კარგად შუერიეთდა დატოვეთ 15წუთით. შემდეგ დაამატეთ 1ჩ/კ შის კარაქი, კაკლის ზეთი და კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ დიდი ფენად და გაიჩერეთ სრულ გაშრობამდე. ჩამოიბანეთ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.
ნიღაბი აკნეს საწინააღმდეგოდ: 100მლ შის კარაქს დაამატეთ 100მლ თაფლი, 1გ სალიცილის მჟავა და 1ს/კ კაკლის ზეთი. ნიღაბი დაიტანეთ სუფთა კანზე 15-20წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ. ნიღაბი შეინახეთ მაცივარში.
მასაჟი: შემთბარი შის კარაქი შეიზილეთ კანზე თითების მსუბუქი მოძრაობით.
მასაჟი ხელის მშრალი კანისთვის: აიღეთ 1ჩ/კ შის კარაქი, კალენდულას და კაკლის ზეთი, შეათბეთ წყლის აბაზანაზე 37-38 გრადუს ტემპერატურაზე და კარგად ურიეთ. შეიზილეთ მსუბუქი მოძრაობით.
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები ატმის ზეთით
ატმის ზეთი-კვებავს, ატენიანებს, აახალგაზრდავებს, აღადგენს კანს და მატებს ტონუსს.
გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანის მოსავლელად - პრობლემური, მშრალი, დაბერებული, ბავშვის ნაზი კანის. ხსნის სიწითლეს, აქერცვლას, გაღიზიანებას, ამშვიდებს და იცავს კანს.
გამოიყენება როგორც კანის, ასევე თმების და ფრჩხილების მოსავლელად, თვალის გარშემო ნაზი კანის მოსავლელად, ასწორებს ნაოჭებს.
თვალის გარშემო კანის მოსავლელი ნიღაბი: 1:1 ატმის ზეთს ემატება ჟოჟობას ან ავოკადოს ზეთი და 1-2წვ ვარდის ეთერზეთი. დაიტანეთ თვალის გარშემო ყოველდღიურად ან გაიკეთეთ აპლიკაციები 15-20წუთით 10-15 დღის შემდეგ ეფექტი შესამჩნევი იქნება. პროფილაქტიკის მიზნით კვირაში1-2ჯერ.
სხეულის კანის სიმკვრის ასამაღლებლად: დაიტანეთ ატმის ზეთი სუფთა სახით ან დაამატეთ 1ს/კ ატმის ზეთს 1წვ ვარდის ეთერზეთი 1-2ჯერ დღეში 15-20წუთით.
ფრჩხილების გასამაგრებელი სამასაჟე ზეთი: 1ს/კ ატმის ზეთს ან მის ნარევს ჟოჟობას, ავოკადოს ან ხორბლის ჩითილის ზეთთან დაამატეთ 2-3წვ ლიმნის, ევკალიპტის ან ლავანდის ეთერზეთი. დაიტანეთ ზეთების ნარევი 2-3ჯერ დღეში მასაჟური მოძრაობებით.
პ.ს. კიდევ ვინ როგორ იყენებთ გაგვიზიარეთ
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები ჟოჟობას ზეთით
მასაჟი, ნიღაბი თმისთვის: 1 ს/კ ჟოჟობას ზეთი შეიძილეთ თმებში, გაიჩერეთ მთელი ღამე და დილით ჩამოიბანეთ. ჟოჟბას ზეთს შესაძლებელია დაამატოთ 3-5წვ როზმარინის ან/და ილანგ-ილანგის ეთერზეთი. ნარევი შესაძლებელია გაიჩეროთ თმაზე როგორც მკვებავი ნიღაბი 1-1,5 საათით.
აპლიკაცია სახის კანისთვის: თვალების გარშემო კანის მოსავლელად ნაოჭების საწინააღმდეგოდ ან საპროფილაქტიკოდ იყენებენ სუფთა ჟოჟობას ზეთს. ამავე მიზნით, შესაძლებელია 1 ს/კ ჟოჟობას ზეთზე 1-2წვ ლიმეტის, ნეროლის, ვარდის ან სანტალის ეთერზეთის დამატება.
პრობლემური კანის მოსავლელად გამოიყენება ჟოჟობას ზეთის ნარევი 1:1 სხვა კოსმეტიკურ ზეთთან და ეთერზეთებთან, აკნეს და გამონაყარისას 1 ს/კ ნარევზე 2-3წვ ჩაის ხის ეთერზეთთან, მზის დამწვრობისას ლავანდის ეთერზეთთან. ნარევში დასველებული დოლბანდი დაიფინეთ პრობლემურ ადგილზე 15-20 წუთით.
გაპარსვის შემდგომ კანის მოსავლელად გამოიყენება სუთა ჟოჟობას ზეთი ან 1 ს/კ-ზეთის და 1-2წვ ვარდის ხის ეთერზეთის ნარევი.
კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება: 10გრ კრემს, ტონიკს ან ლოსიონს დაუმატეთ 5-10მლ ჟოჟბას ზეთი, ხოლო 100მლ შამპუნს ან ბალზამს-7-10მლ.
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები ასკილის ზეთით
ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი ასკილის ზეთით განკუთვნილია ნორმალური და მშრალი, მგრძნობიარე და ნაოჭებისაკენ მიდრეკილი კანისთვის. მისიგამოყენება რეკომენდებულია 25 წლის ზევით.
20მლ ქოქოსის ზეთს დაუმატეთ 10მლ ასკილის ზეთი. ნარევი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე და დაუმატეთ ცვილი (თუ მყარი მასა გნებავთ მიიღოთ 10-15მლ, თუ თხევადი-ქოქოსის რაოდენობა გაზარდეთ და შეამცირეთ ცვილის რაოდენობა). როდესაც ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერევა, გადმოდგით აბაზანიდან და დაუმატეთ 5მლ ასკილის ზეთი, 5მლ ვიტამინი-E, 5-5 წვ ვარდის და გერანის ეთერზეთი. ეს ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეურიეთ და დაელოდეთ გაცივებამდე. ნარევი ინახება მაცივარში!
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 1ს/კ ასკილის ზეთს დაამატეთ 3-3 წვ ლავანდის და ლიმნის და 4წვ მელისას ეთერზეთი.
გამწმენდი, მკვებავი და დამატენიანებელი ნიღაბი: 2 ს/კ შვრიის ბურღულს დაუმატეთ 2 კვერცხის ცილა, 1 ს/კ თაფლი, 1 ჩ/კ ასკილის ზეთი და 1 ჩ/კ კაკლის ზეთი. ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაიჩერეთ სახეზე 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
სამასაჟე ნარევი გასუქებული ზონებისათვის: თანაბარი პროპორციით შეურიეთ ერთმანეთს ასკილის, ზეთუნის, კედარის და კრაზანას ზეთები. გაიკეთეთ ნარევით მასაჟი პრობლემურ ზონებზე.
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები ალოე ვერას ზეთით
სტრიების საპროფილაქტიკო ზეთი: 1ს/კ ალოეს ზეთს დაუმატეთ 5-7 წვ ნეროლის ეთერზეთი. დაიტანეთ ნარევი პრობლემურ ადგილებზე და შეიზილეთ სრულ შეწოვამდე.
ნიღაბი ხელებისთვის: 1 ჩ/კ ალოეს ზეთს დაუმატეთ 1 ჩ/კ გვირილის ზეთი და 1 ჩ/კ თხილის ზეთი. ნარევი შეათბეთ წყლის აბაზანაზე და მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ ხელებზე.
ნიღაბი დაზიანებული და მშარლი თმისთვის: 1 კვერცხის გულს დაუმატეთ 1 ჩ/კ ალოეს ზეთი, 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, 10 წვ ლავანდის და 5 წვ სალბის ეთერზეთი. მიღებული ნარევი წასისვით თმის მთელს სიგრძეზე, შეიფუთეთ თმა, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ.
თმის გამაძლიერებელი ნიღაბი: შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩ/კ ალოე და 1 ჩ/კ ბირკავას ზეთი, შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ.
თმის ზრდის აქტივატორი ნიღაბი: 2 ს/კ მშრალ მდოგვს დაუმატეთ 2 ს/კ ცხელი წყალი 1 კვერცხის გული, 2 ს/კ ალოეს ზეთი, 2 ჩ/კ შაქარი. ნარევი დაიტანეთფრთხილად მხოლოდ თმის ძირებზე, რომ არ დაზიანდეს თმის ბოლოები! თმის ბოლოებზე შეგიძლიათ სუფთა ალოეს ზეთი შეიზილოთ.
სახის ნიღაბი მშრალი კანისთვის: 1/2 ჩ/კ ალოეს ზეთს დაუმატეთ 2 ს/კ შვრიის ფქვილი, 2 კვერცხის ცილა, 30გრ თაფლი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20წუთი და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.
სახის ნიღაბი ნაოჭების საწინააღმდეგოდ: 1 ს/კ ალოეს ზეთს დაუმატეთ 2 ს/კ გამთბარი თაფლი, შეურიეთ, წაისვით სახეზე 10-15 წუთით. ნიღაბი კვებავს, ამცირებს ნაოჭებს და აუმჯობესებს კანის ფერს.
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები შვი კვლიავის ზეთით
შავი კვლიავის ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა პრობლემური, ცხიმიანი კანის მოსავლელად. ის გამოირჩევა ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედების მაღალი უნარით და ეფექტურია გამონაყარის და აკნეს საწინააღმდეგო პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის.
გთვაზობთ რამოდენიმე რეცეპტს:
ნიღაბი პრობლემური კანისთვის: ნახევარ ჩ/კ შავი კვლიავის ზეთს დაამატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. ნარევი წაისვით სახეზე და პრობლეურ ადგილებზე, გაიჩერეთ 1 საათით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით და საბავშვო საპნით.
ნიღაბი ცხიმიანი კანის მოსავლელად: 1 ს/კ შავი კვლიავის ზეთს დაუმატეთ 4-4 წვ ბერგამოტის და ღვიის ეთერზეთი, 2 წვ როზმარინის ეთერზეთი. არომაკომპოზიცია წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. ზედმეტი ზეთი მოიშორეთ ხელსახოცით.
სამასაჟე ტომარა აბაზანის მისაღებად: დოლბანდის ტომარაში 1-1.5 ჩ/ჭ შვრიის ფანტელებს დაამატეთ 1-1 ჩ/კ შავი კვლიავის და კედარის ზეთი, 5-5 წვ როზმარინის და ვარდის ეთერზეთი. ასეთი ტომარის რეგულარული გამოყენება აბაზანის ღრუბელის ნაცვლად კანს გახდის ნაზს და ხავერდოვანს.
ხელების მასაჟი: შეურიეთ ერთმანეთს 1-1 ჩ/კ შავი კვლიავის, გვირილის და ზეითუნის ზეთი. ნარევით გაიკეთეთ ხელების მასაჟი, ზედმეტი ზეთი მოიშორეთ ხელსახოცით.
ნიღბი თმის და თავის კანის მოსავლელი: შეურიეთ ერთმანეთს 2-2 ს/კ შავი კვლიავის და გვირილის ზეთი, დაამატეთ 6-8წვ როზმარინის, 10-12 წვ კედარის ეთერზეთი. მიღებული ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამობანეთ შამპუნით.
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები გვირილის ზეთით
გვირილის ზეტი ყველაზე ეფექტურია მგრძნობიარე კანის მოსავლელად. ეს არაჩვეულებრივი პროდუქტი აქრობს ნაოჭებს, ზრდის კანის ტონუსს და ელასტიურობას, ზრდის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს, ამშვიდებს კანს და ავიწროვებს ფორებს.
სახის გამაახალგაზრდავებელი კრემი: შეურიეთ ერთმანეთს 25 მლ გვირილის ზეთი 30გრ ცვილი, 5-5წვ კიპარისი და ბერგამოტის ეთერზეთები, 50მლ გამოხდილი წყალი. ნარევი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე და ურიეთ არაჟნისებური მასის მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას 20 წუთით და გადაიტანეთ მასა მინის ქილაში. შეინახეთ მაცივარში!
გამონაყარის საწინააღმდეგო აპლიკაცია: გაჟღინთეთ ბამბის ტამპონი ნარევით- 20მლ გვირილის ზეთი, 2-2 წვ ევკალიპტის და გერანის ეთერზეთი და დაიფინეთ პრობლემურ ზადგილზე (ნაოჭები, აკნე, სტრიები) 15 წუთით. ეფექტურობისათვის პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე.
თვალების გარშემო აპლიკაციისათვის შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით გვირილის და ჟოჟობას ზეთი. აპლიკაცია დაიფინეთ თბილი სახით. ასეთი ნარევი ატენიანებს და ჭიმავს კანს თვალების გარშემო.
ნიღაბი მშრალი კანისთვის: შეურიეთ 1 ს/კ გვირილის და ჟოჟობას ზეთი და დაამატეთ 2წვ ვარდის ეთერზეთი.
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები არგანის ზეთით
სამასაჟე ნარევი რევმატიზმების და ართრიტის დროს: შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი პროპორციით 1:1 არგანის და შავი კვლიავის ზეთი. ნარევი დაიწვეთეთ თითებზე და მასაჟური მოძრაობებით შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე.
მატონიზირებელი აბაზანა: აბაზანის ფუძეში (დუშ-გელი, აბაზანის ქაფი) დაამატეთ 7-8 წვეთი არგანის ზეთი.
სტრიების საწინააღმდეგო ნარევი: 1 ს/კ არგანის ზეთს დაამატეთ 5-7 წვეთი ნეროლის ეთერზეთი და შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით პრობლემურ ადგილებზე.
ნიღაბი ხელებისთვის: შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩ/კ არგანის, გვირილის და თხილის ზეთი, ნარევი შეათბეთ წყლის აბაზანაზე და გამოიყენეთ თბილ მდგომარეობაში (ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალჯერადად).
ნიღაბი მშრალი და დაზიანებული თმისთვის: შეურიეთ ერთმანეთს 1 კვერცხის გული და 1 ჩ/კ არგანის, 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და 10 წვ ლავანდის, 5 წვ სალბის ეთერზეთი. ნარევი წაისვით თმაზე, შეიფუთეთ და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი მშრალი სახის კანისთვის: 1/2 ჩ/კ არგანის ზეთს დაუმატეთ 2 ს/კ შვრიის ბურღული, 2 კვერცხის ცილა, 30გრ თაფლი და შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები კაკაოს ზეთით
ანთების საწინააღმდეგო ნიღაბი ყველანაირი ტიპის კანისთვის: ნიღაბის მოსამზადებლად გაალღვეთ კაკაოს ცხიმი 40-45°С ტემპერატურაზე და 1 ჩ/კ კაკაკოს ზეთს დაამატეთ 1 ჩ/კ გვირილის ზეთი, 1 ს/კ გახეხილი კიტრი და 1ც ალოეს ფოთლის წვენი, ნარევი შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თანაბრად გაინაწილეთ სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთით. რის შემდეგაც ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ნარევის გამოყენება რეკომენდებულია საღამოს საათებში.
მკვებავი ნიღაბი: კარგად შეურიეთ 1 ჩ/კ გამლღვალი კაკაოს ზეთი 1ჩ/კ ხორბლის ჩითილის ზეთი, 1 ს/კ ავოკადოს რბილობი (შეიძლება შევცვალოთ გოგრის რბილობით). ნარევი დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 20-30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი შეიძლება წაისვათ კვირაში 2-3 ჯერ.
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები ავოკადოს ზეთით
1. ავოკადოს ზეთის ნაოჭების საწინააღმდეგო აპლიკაცია სახისთვის, კისრისთვის და თვალების გარშემო: 1 ს/კ ავოკადოს ზეთს დაუმატეთ 1-2 წვ ლიმეტის, ნეროლის, სანტალის და ვარდის ეთერზეთი. ნარევით გაჟღენთილი ხელსახოცი დაიფინეთ პრობლემურ ადგილებზე 15-30 წუთით კვირაში 1-2ჯერ.
2. ფრჩხილების გასამაგრებელი, ფრჩხილების დაყოფის ან მტვრევადობის შემთხვევაში: კეთდება მასაჟი 15-20 წუთის განმავლობაში არომანარევით, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 1 ს/კ ავოკადოს ზეთს დაამატეთ 2-3 წვ ლიმნის და ილანგ-ილანგის ეთერზეთი. კურსი 12-14 დღეა.
3. შამპუნის გამდიდრება თმისთვის ბზინვარების მისანიჭებლად და გაყოფილი, დაზიანებული, ძნელად დასავარცხნი თმის მოსავლელად. 100მლ შამპუნს, რომელიც განკუთვნილია მშრალი და ნორმალური თმისთვის, დაამატეთ 10 წვეთი ავოკადოს ზეთი. დამატებით შეიძლება 3-5 წვეთი ფორთოხლის და ილანგ-ილანგის, ან მანდარინის და სანტალის ეთერზეთის დამატებაც. ავოკადოს ზეთით გამდიდრებული შამპუნის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად.
4. აპლიკაცია ანთებითი ღრძილებისთვის: 1 ს/კ ავოკადოს ზეთს დაამატეთ 2-3 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი. არომანარევში დასველებული ტამპონები დაიდეთ დაზიანებულ ღრძილზე დღეში 1-2 ჯერ და გაიჩერეთ 5-10 წუთით. მკურნალობის კურსი 12-14 დღე.
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები სეზამის ზეთით
ნიღაბის ტანის დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი: შეურიეთ ერთმანეთს 3 ს/კ სეზამის ზეთი, 1ს/კ გლიცერინი, 3 ს/კ კიტრის ფაფა, 10-10წვ პიტნის, ლიმონის და გრეიფრუტის ეთერზეთები. ნარევი დაიტანეთ ტანზე, გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ტანის გამამკვრივებელი ნიღაბი: 100მლ სეზამის ზეთს დაამატეთ 50მლ ყურძნის წვენი და 50მლ ალოეს წვენი. ნარევი დაიტანეთ ტანზე, გაიჩერეთ 30-40 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
აბაზანა დახეთქილი და გაუხეშებული ხელების კანისთვის: შეურიეთ ერთმანეთს სეზამის, ატმის და ზეითუნის ზეთი შემდეგი თანაფარდობით (1:1:1), შეათბეთ 35-40 გრადუსამდე და შეიძილეთ ხელებზე.
ფრჩხილების გასამაგრებლად: ხელები წინასწარ ჩააწყვეთ ლიმონის და თბილი წყლის აბაზანაში და შემდეგ შეიძლეთ ზემოთ მომზადებული ნარევი ფრჩხილების ზედაპირზე.
მასაჟი ფეხებისთვის: 1 ს/კ სეზამის ზეთს დაამატეთ 5წვ გვირილის და 2 წვ კიპარისის ეთერზეთი. ნარევი გამოიყენეთ სუფთა კანზე ყოველდღიურად, სასურველია ძილის წინ.
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები ქაცვის ზეთით
ანთების საწინააღმდეგო სახის ნიღაბი: 1 ს/კ დაფქულ ხორბალს დაუმატეთ 1 ჩ/კ ქაცვის და 1 ჩ/კ კაკლის ზეთი, ნარევი წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ზეთი მოშვებული კანისთვის: 1 ს/კ ქაცვის ზეთს დაუმატეთ 3-3 წვ კიპარისის, პაჩულის და ნეროლის ეთერზეთი. ნარევი წაისვით სახეზე ყოველდღიურად, უმჯობესია საღამოს.
თმის ნიღაბი: 10მლ შამპუნს ემატება 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი, დამატებით შეიძლება 1 ც/კ კაკლის ზეთის დამატებაც. ნიღაბი წაისვით თმის ძირებში, შეიფუთეთ, გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ.
დამწვრობების სამკურნალოდ ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ ჭრილობაზე შეიძლება ქაცვის ზეთის დაწვეთება და შემდეგ გადახვევა მარლით.
ტამპონირება: წინასწარ გასუფთავებულ ლორწოვან გარსები იწმინდება ქაცვის ზეთით კარგად გაჟღენთილი ტამპონით (5-10მლ ტამპონზე) და შემდეგ შეჰყავთ ტამპონი და ტოვებენ. ტამპონების გამოცვლა აუცილებელია ყოველდღიურად. მკურნალობის კურსი კოლპიტებისას-5-10 პროცედურა, ენდოცერვიტის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს-8-12 პროცედურა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია 4-6 კვირის შემდეგ კურსის გამეორება.
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები კედარის ზეთით
ნიღაბი მშრალი და მოშვებული სახის კანისთვის: 1 ს/კ კედარის ზეთს დაუმატეთ 1-2 წვეთი ამ ეთერზეთებიდან რომელიმე-სანტალი, ვარდი, ფორთოხალი, გვირილა, ან მათი ნარევიც.
ცხიმიანი კანის მოსავლელად: 1 ს/კ კედარის ზეთს დაუმატეთ 2 ჩ/კ ჟოჟობას, 2 ს/კ ზეითუნის, 1 ჩ/კ კაკლის ზეთი და 5-5 წვეთი ლიმონის, ფორთოხლის და კიპარისის ეთერზეთი. ეს ნარევი გამპოიყენება ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის ნორმალიზებისათვის და კანის გასაახალგაზრდავებლად.
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 1 ს/კ კედარის ზეთს დაუმატეთ 5წვ ვარდის ხის და 3-3 წვ ნეროლის და ლავანდის ეთერზეთი. არომანარევი წაისვით სახეზე საღამოს საათებში 15-20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მაკიაჟის მოსაშორებლად ბამბის დისკოზე დააწვეთეთ კედარის ზეთი, გაიწმინდეთ სახე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი ხელებისთვის: 1 ს/კ კედარის ზეთს დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი, 1 ს/კ მოხარშული გოგრის რბილობის ფაფა. ნარევი შეიზილეთ ხელებზე 30 წუთი და დაიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი თმისთვის: 2-3 კვერცხის გულს დაუმატეთ 1-2 ჩ/კ კედარის ზეთი, ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში, შეიფუთეთ, გაიჩერეთ 1 საათით და ჩამოიბანეთ შამპუნით.
მასაჟი: რამოდენიმე წვეთი კედარის ზეთი დაიტანეთ თითებზე და შეიზილეთ კანზე მასაჟური მოძრაობებით. გამოიყენება, როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა ზეთებთან კომბინაციით-ავოკადო, ატამი, ჟოჟობა, ნუში, ყურძნის წიპწები, თანაბარი პროპორციით და ეთერზეთების დამატებით-2-3წვ 1 ს/კ ზეთების ნარევზე.
კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება: 10გრ კრემში ან 10მლ ტონიკში, ლოსიონში დაამატეთ 10 წვეთი კედარის ზეთი, ხოლო 100მლ შამპუნში ან ბალზამში 7-10მლ.
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები მაკადამიის ზეთით
მშრალი კანის მოვლა: შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩ/კ მაკადამიის და ნუშის ზეთი, დაამატეთ 2-4წვ ვარდის ეთერზეთი. ნარევის რამოდენიმე წვეთი დაიტანეთ თითების ბალიშებზე და მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე.
სახის კანის გასუფთავება: მაკადამიის ზეთის რამოდენიმე წვეთი დაიტანეთ თბილი წყლით დასველებულ, გაწურულ ბამბის დისკოზე და გაიწმინდეთ სახის კანი.
სამასაჟე ნარევი სხეულის მოდელირებისათვის: შეურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ მაკადამიის, სეზამის და ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 10წვ როზმარინის, ლიმონის, გრეიფრუტის და ლავანდის ეთერზეთები და 1 ს/კ ალოეს წვენი, 1 ს/კ გოგრის ან ავოკადოს რბილობის ფაფა. მიღებული ნარევით ყოველდღიურად დაიმუშავეთ პრობლემური ადგილები.
სამასაჟე ტომარა აბაზანისთვის: დოლბანდის ტომარაში ჩაყარეთ 1-1,5 ჭიქა შვრიის ბურღული, დაამატეთ 1 ჩ/კ მაკადამიის, 1 ჩ/კ ბირკავას ზეთი და 5-5 წვ მუსკატის სალბის და როზმარინის ეთერზეთები. ტომარა გამოიყენეთ ღრუბელის ნაცვლად.
კრემი ხელებისთვის და ფეხებისთვის: შეურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ გლიცერინი, 1 ს/კ სეზამის და 1 ჩ/კ მაკადამიის ზეთი, 1 ს/კ ალოეს წვენი, 10წვ ფორთოხლის ეთერზეთი. ნარევი შეინახეთ მაცივარში!
{s_blog_read_more}
,,არომატიკა"-ს რეცეპტები აბუსალათინის ზეთით
ნიღაბი შავი წერტილების საწინააღმდეგოდ: შეურიეთ ერთმანეთს შემდეგი თანაფარდობით: მშრალი კანისთვის 1 ს/კ აბუსალათინის და 1 ს/კ ნუშის (ყურძნის ან ზეითუნის) ზეთი, ხოლო ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის 1 ს/კ აბუსალათნის და 2 ს/კ ნუშის (ყურძნის ან ზეითუნის)ზეთი. ნარევი შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში.
პირსახოცი დაასველეთ ცხელ წყალში, გაწურეთ და თბილის მიიდეთ ამ ზონებზე 10 წამით. ეს პროცედურა გაიმეორეთ 5-ჯერ. თუ ზეთი მოაშორა პირსახოცმა შეიძლება ზეთი კიდევ წაივათ.
პროცედურის დამთავრებისას ფორები გაიხსნება, შავი წერტილები ამოიწევა ზემოთ და მათი მოცილება გაადვილდება.
შემდეგ აუცილებელია ფორების შეკვრა და უკვე ცივ წყალში დასველებული პირსაცოხით პორცედურის გამეორება 2-3 ჯერ.
ასეთი ნიღაბი პირველივე გამოყენებისას იძლევა შედეგს, თუმცა აუცილებელია დღეგამოშვებით გამეორება, კანის სრულ გასუფთავებამდე.
ნიღაბი აკნეს და გამონაყარის საწინააღმდეგოდ: 5 მლ აბუსალათინის ზეთი, 1 ტაბ.დაწვრილმანებული ასპირინი, 10მლ გვირილის ნაყენი და ბეზეს კონსისტენციამდე ათქვეფილი კვერცხის ცილა შეურიეთ ერთმანეთს. დაიტანეთ თხელ ფენად პრობლემურ ადგილებზე, აცადეთ გაშრობა, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დასაბანი საშუალებით. აღნიშნული რეცეპტი გამოიყენება არაუმეტეს კვირაში 2-ჯერ.
ნორმალური და მშრალი კანის გასუფთავება: კრემოვანი კოსისტენციის ნიღაბი მზადდება 20მლ აბუსალათინის ზეთით, 30მლ კიტრის წვენით, 5გრ თაფლით და ათქვეფილი კვერცხის გულით.დაიტანება სახეზე სრულ გაშრობემდე და ჩამობანვა ხდება გამდინარე წყლით, ხოლო შეშრობა ქაღალდის ხელსახოცით.
კომპრესი გამონაყარის, ნაიარევების და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ: რეგენერაციული თვისებების გამო აბუსალათინის ზეთს აქვს უნარი გააქორს აკნეს შემდგომი ღრმა იარები. შემადგელობა: 10მლ აბუსალათინის და ხორბლის ჩითილის ზეთი. დაიტანეთ ნარევი ბამბის დისკზე და გაიჩერეთ პრობლემურ ადგილზე რამოდენიმე საათით. ასევე შეიძლება ასეთი ნარევით ყოველდღიურად მაკიაჟის მოშორება.
{s_blog_read_more}
,, არომატიკას" რეცეპტები გარგარის ზეთით
► მოდელირებადი მასაჟის ზეთი: გარგარის ზეთი ან მისი ნარევი ავოკადოს ზეთთან (1:1), გამდიდრებული ეთერზეთებით (2 სუფრის კოვზი საბაზო ზეთზე, 2-3 წვეთი ფორთოხალი, ღვია, როზმარინი და ლიმონი, ან იმავე რაოდენობით გრეიფრუტის, მანდარინის, ფიჭვის და ღვიის) შესანიშნავი საშუალებაა მასაჟისთვის.
► ზეთი ყველა ტიპის კანის მოსავლელად: გარგარის ზეთი გამოიყენება ცალკე ან ატმის ზეთთან ერთად (1:1), ან 1-2 წვეთი ილანგ-ილანგის, ნეროლის, ლიმონის და პიტნის ეთერზეთების დამატებით. გამოიყენება ყოველდღიურად წინასწარ გაწმენდილ კანზე.
► ნიღბები და აპლიკაციები ყველა ტიპის კანის მოსავლელად: 1 ს/კ გარგარის ზეთს დაამატეთ 1-2 წვეთი სანტალის ან პაჩულის ეთერზეთი. ზეთში დასველებული ხელსახოცები დაიფინეთ სახეზე 15-30 წუთის განმავლობაში. კვირაში 1-2-ჯერ.
► გარგარის ზეთი შეიძლება რეკომენდებული იყოს პრობლემური კანის მოვლის ნარევების მოსამზადებლად: ემატება 2 წვეთი ლიმონის, ლავანდის, ან ჩაის ხის ეთერზეთები 1 სუფრის კოვზ გარგარის ზეთს ან მის ნარევს სხვა მცენარეულ ზეთებთან. გამოიყენება ზეთში დასველებული ხელსახოცი კანის პრობლემურ ადგილებზე 15-30 წუთის განმავლობაში. ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის დღეში 1-2-ჯერ.
► ზეთი სხეულის ყოველდღიური მოვლისთვის: სუფთა გარგარის ზეთი ან სხვა მცენარეული ზეთების (ატმის, ნუშის, ხორბლის ზეთი და ა.შ.) დამატებით 1:1, ასევე ლავანდის, სანტალის და ილანგ-ილანგის ეთერზეთებით. (1 სუფრის კოვზ ზეთზე ან ზეთების ნარევზე, 1-2 წვეთი ეთერზეთები სხეულის კანისთვის) გამოიყენეთ აბაზანის ან შხაპის შემდეგ.
{s_blog_read_more}
,,არომატიკის"რეცეპტები სელის ზეთით
► მასაჟი: მოამზადეთ სელის ზეთის ნარევი ეთერზეთებთან: 2 სუფრის კოვზ სელის ზეთს დაუმატეთ 1-2 წვეთი გერანიუმის, ღვიის, ლიმონის ან ლავანდის, როზმარინის და კვიპაროსის ეთერზეთები და გამოიყენეთ უხეში კანის უბნების მასაჟისთვის. თავის კანის მასაჟისთვის სასურველია სელის ზეთი შეურიოთ ჟოჟობას ზეთს 1:1 თანაფარდობით. წაისვით რამდენიმე წვეთი ნარევი თითის წვერებზე და შეიზილეთ კანშიან თმაში მასაჟური მოძრაობებით.
► კოსმეტიკური პროდუქტების გამდიდრება: 10 მლ კრემს, ტონურს ან ლოსიონს დაუმატეთ 5-10 მლ სელის ზეთი; 100 მლ შამპუნს ან თმის ბალზამს დაუმატეთ 7-10 მლ სელის ზეთი.
► ნიღბები, აპლიკაციები, შეზეთვა: სელის ზეთი გამოიყენება სუფთა სახით, შერეული სხვა მცენარეულ (1:1 თანაფარდობით) ზეთებთან და ეთერზეთებთან (1-2 წვეთი თითო სუფრის კოვზ ცხიმოვან ბაზაზე).
► სახის კანისთვის: 1 სუფრის კოვზ ზეთს დაუმატეთ 1-2 წვეთი სანდალოზის ან ვარდის ეთერზეთები. გაიწმინდეთ კანი ზეთით დასველებული კოსმეტიკური ბამბით დღეში 3-4-ჯერ.
► ხელისა და ფეხის მოვლა: სუფთა ზეთი ან მისი ნარევი ერთ-ერთ ცხიმოვან ზეთთან (ნუშის, გარგრის, ჟოჟობას თანაფარდობით 1:1) და ეთერზეთებთან (ლიმონი, ევკალიპტი და ლავანდა ან როზმარინი, პაჩული და ლავანდა. (2 -3 წვეთი 1 სუფრის კოვზ ცხიმოვან ბაზაზე)) შეიზილეთ ხელები და ფეხები 5-10 წუთის განმავლობაში. პროცედურები უნდა ჩატარდეს 1-2-ჯერ დღეში.
{s_blog_read_more}
► ნიღაბი კანის ყოველდღიური მოვლისთვის: გამოიყენება სტაფილოს ზეთი, როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა მცენარეულ ზეთებთან ნარევი (ატმის, ნუშის, ხორბლის ზეთი და ა.შ.) 1:1 თანაფარდობით, ასევე რეკომენდებულია ლავანდის, სანდალოზის და ილანგ-ილანგის ნატურალური ეთერზეთების დამატებაც (1 ს/კ ზეთი ან ზეთების ნარევი, 1-2 წვეთი ეთერზეთი ან ეთერზეთების ნარევი). გამოიყენეთ სახეზე და სხეულზე აბაზანის ან/და შხაპის შემდეგ. ზეთი უზრუნველყოფს კანის ყოველდღიურ მოვლას სახლის პირობებში, არბილებს კანს, ანიჭებს ოდნავ რუჯს.
► ტუჩების და თვალების ირგვლივ კანის მოვლა: ქუთუთოების და ტუჩების შეზეთვა სტაფილოს ზეთით უზრუნველყობს კანის სუფთა და ელასტიურ მდგომარეობაში შენარუნებას. ზედმეტი ზეთი მოიწმინდეთ ხელსახოცით.
► თმის ნიღაბი: 10 მლ შამპუნს დაუმატეთ 3 ს.კ. კოვზები სტაფილოს და 1 ს.კ. კაკლის ზეთი, აურიეთ, წაისვით ნარევი თავის კანზე, შემდეგ ფრთხილად დაივარცხნეთ თმა. შეიფუთეთ თმა ცელოფნით და ზემოდან პირსახოცით, რომ თბილი იყოს. ჩამოიბანეთ შამპუნით რამოდენიმეჯერ 30-50 წუთის შემდეგ.
{s_blog_read_more}
კრაზანის ზეთი - მარტივი და იაფი საშუალებაა ვიტილიგოს პრობლემის ნაწილობრივ მოსაშორებლად, როგორც ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, ანტისპაზმური, შარდმდენი და ასევე ფოტომგრძნობიარე. ეს უკანასკნელი თვისება ამ მცენარეს შეუცვლელ დამხმარედ აქცევს ვიტილიგოსთან ბრძოლაში.
კრაზანის ზეთი საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით შეიცავს მცენარეულ პიგმენტს ჰიპერიცინს, რომელიც ადამიანის სისხლში გროვდება, ახდენს მელანინის ნაკლებობის კომპენსირებას. სამომავლოდ, არაპირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებით, ნივთიერება ასტიმულირებს ასევე კანის უჯრედების მიერ საკუთარი პიგმენტის გამომუშავებას.
კრაზანის ზეთი, რა თქმა უნდა, არ იქნება ვიტილიგოს ღმა სტადიის პანაცეა. რეკომენდებულია ასევე მცენარეული თერაპიის კომბინირება სხვა პროცედურებთან და მედიკამენტებთან, რომლებსაც ექიმი დანიშნავს. თუმცა, თუ ვიტილიგოს ლაქებს ჯერ კიდევ არ აქვს დაჭერილი კანის 80 ან მეტი პროცენტი, კრაზანის ზეთის გამოყენება შესანიშნავი დახმარება იქნება დაავადების მიმდინარეობის შესაჩერებლად. საწყის ეტაპზე მას შეუძლია გარკვეული დროით მთლიანად მიაძინოს პრობლემა.
გამოყენებამდე პროდუქტის გარკვეული რაოდენობა ოდნავ გაათბეთ, ყველაზე მოსახერხებელია ამის გაკეთება წყლის აბაზანაზე. შემდეგ უნდა დაასველოთ თხელი ქსოვილი ზეთით და დაიფინოთ კანის იმ ადგილებში, რომლებსაც აქვთ ვიტილიგოს ლაქები. კომპრესი კანზე უნდა იყოს 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ საჭიროა მზის აბაზანის მიღება: პროცედურების დაწყებისას - მხოლოდ 1-2 წუთის განმავლობაში, თანდათან ეს პერიოდი შეიძლება გაიზარდოს 10 წუთამდე. ამგვარად, ჰიპერცინი დაგროვდება კანის ფენებში და დააპროვოცირებს ნატურალური პიგმენტის წარმოქმნას.
კრაზანის ზეთში შესაძლებელია ეფექტის გასაძლიერებლად ბერგამოტის, ლიმონის, მანდარინის, გრეიფრუტის, ფორთოხლის, გერანის და ლავანდის ეთერზეთების დამატებაც, ისინი ხელს უწყობენ ზეთის ღრმად შეწოვას და თავადაც გააჩნიათ ფოტოსენსიბილიზაცის უნარი და აძლიერებენ კანის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ. 10მლ კრაზანის ზეთს ემატება 10 წვეთი ერთ-ერთი ეთერზეთი ან მათი ნარევი.
{s_blog_read_more}
თმის ნიღაბი გაყოფილი ბოლოების საწინააღმდეგოდ და თმის ბზინბარებისთვის კალენდულას (გულყვითელას ) ზეთით: 6 ს/კ კალენდულას ზეთს დაუმატეთ 2 ს/კ ნუშის და კაკაოს, 3 ს/კ შის (კარიტეს) ზეთი და გაალღვეთ წყლის აბაზანაზე. გააჩერეთ 20წუთით და გადაიტანეთ მშრალ მინის ქილაში. მიღებული კრემი ინახება მაცივარში. კრემი გამოიყენება არა მარტო თმის ძირებში შესაზელად, არამედ თმის მთელს სიგრძეზე. ჩამოიბანება შამპუნით.
თმის ნიღაბი გაღიზიანებული თვის კანის მოსავლელად: 3 ს/კ კალენდულას ზეთს დაუმატეთ 1 ს/კ ჟოჟობას ზეთი და როზმარინის, სალბის და ჩაის ხის ეთერზეთი 5-5 წვეთი. ნიღბი შეიძლეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ შამპუნით. ქრება დაჭიმულობაც და ქერტლი.
გარდა ამისა, კალენდულას ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა სახის კანის მოსავლალად, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ზამთარში იცავ კანს მოყინვისაგან, ზაფხულში ულტრაიისფერი სხივებისაგან.
,,არომატიკა" გთავაზობთ სახის ნიღბებსაც:
პრობლემური და ცხიმიანი კანის მოსავლელად: შეურიეთ თანაბარი მოცულობებით კალენდულას, შავი კვლიავის და კაკლის ზეთი. ამ ზეთების ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დაეხმარება კანს განთავისუფლდეს აკნეს დ აგამონაყარისაგან.
პრობლეური და ცხიმიანი კანის ნიღაბი: 1 ც/კ კალენდულას ზეთს დაუმატეთ იგივე რაოდენობით კრაზანის ან ყურძნის წიპწების ზეთი, 3 ს/კ ალუბლის რბილობი (უხდება ნებისმიერი მჟავე ვაშლის, ყურძნის, საზამთროს, გარგარის ან მსხლის რბილობიც) და 2 ს/კ ალოეს წვენი. ყველა ინგრედიენტი კარგად შეურიეთ ერთმანეთს და მაშინვე გამოიყენეთ სუთა სახეზე. ნიღაბი გაიჩერეთ 20-25 წუთით და ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის მქონე წყლით.
სახის კანის გამაღიავებელი ნიღაბი: თანაბარი მოცულობებით შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის და კალენდულს ზეთი და დაამატეთ ლიმონის წვენი. მიღებული ნარევით გაიწმინდეთ სახე ყოველდღე.
სახის კანის გამაახალგაზრდავებელი და დამატენიანებელი ნიღაბი: შვრიის ბურღულის ფაფას დაამატეთ კალენდულას ზეთი რამოდენიმე წვეთი და მიღებული ნარევი გაიჩერეთ სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღბის გამოყენება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ.
{s_blog_read_more}
რატომ არის სასარგებლო ჭინჭრის ზეთი თმისთვის?
უპირველეს ყოვლისა, ჭინჭრის ზეთი შეიცავს მთრიმლავი ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას, რომლებიც ავლენენ ძლიერ ანთების საწინააღმდეგო და გამაძლიერებელ მოქმედებას თავის კანზე და თმის ფოლიკულებზე.
ჭინჭრის ზეთის რეგულარული გამოყენებით მიაღწევთ თმის ელასტიურობას, სირბილეს, თმის სწრაფ ზრდას. ის დაგეხმარებათ ქერტლის და საწყის ეტაპზე ჭაღარის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჭინჭრის ზეთი ითვლება, ასევე თმის ზრდის საკმაოდ ძლიერ ბუნებრივ აქტივატორად.
ყველასთვის ცნობილია, რომ თმისთვის ყველაზე უარყოფითია ტემპერატურული ცვლილებები, მზის პირდაპირი ულტრაიისფერი სხივები,ქიმიური დახვევა და საღებავები. ჭინჭრის ზეთი მოქმედებს, როგორც თმის საუკეთესო თერმული დამცველი, ქმნის ერთგვარ დამცავ ფენას, რომელიც ამცირებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უარყოფით გავლენას თმაზე და თვის კანზე.
სწორედ ამიტომ, Aromatika გთავაზობთ ჭინჭრის ზეთის გამოყენების რამოდენიმე მეთოდს:
► ცხიმიანი თმის საწინააღმდეგოდ, ბზინვარებისთვის და მოცულობის მისანიჭებლად: 1:1 თანაფარდობით ჭინჭრის ზეთი ემატება შამპუნს ან თმის ბალზამს.
► მშრალი და სუსტი თმისთვის: დაბანამდე ერთი საათით ადრე წაისვით ჭინჭრის ზეთი თმის მთელ სიგრძეზე და თავის კანზე.
► ნიღაბი თმის გასაძლიერებლად: 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის ზეთს დაუმატეთ ცოტა მარილი, აურიეთ და წაისვით სველ თმაზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი შამპუნით.
{s_blog_read_more}
► მასაჟი: შეურიეთ ხორბლის ზეთს ნუშის, ატმის ან გარგარის ზეთი თანაბარი რაოდენობით ან 1:2 თანაფარდობით. სამოდელირო მასაჟისთვის: 1 ს/კ ხორბლის ზეთს, სასურველია შერეულს რომელიმე ზემოთ აღნიშნულ მცენარეულ ზეთთან, დაუმატოთ 3-5 წვ ფორთოხლის, მანდარინის ან გრეიფრუტის ეთერზეთების ნარევი თანაბარი პროპორციით, ან თითო 1 წვეთი გერანი, ღვიის, ლიმონის და კამის ეთერზეთები. შეასრულეთ სამოდელირო მასაჟი სხეულის პრობლემურ ადგილებში.
► ნიღბები და აპლიკაციები: დაბერებული, მოშვებული, გადაღლილი და დანაოჭებული კანისთვის: 1 ს/კ ხორბლის ზეთს დაუმატეთ 1 წვ სანტალის, პიტნის და ვარდის, ან სანტალის, ფორთოხლის და ვარდის ხის ეთერზეთი. პრობლემური, გამონაყარისადმი მიდრეკილი კანისთვის: 1 ს/კ ხორბლის ზეთს დაუმატეთ 2 წვ ლავანდის და მიხაკის ეთერზეთები.
► თვალის ირგვლივ კანის მოსავლელი ზეთი: 1 ს/კ ხორბლის ზეთს დაუმატეთ 1 წვ სანტალის და ნეროლის ეთერზეთი, ან 1 წვ სანტალისა და ვარდის ეთერზეთები.
► სახისა და ტუჩების მშრალი კანის მოსავლელი ზეთი: გამოიყენეთ ხორბლის ზეთი სუფთა სახით ან მელისას, ვარდის და ლაიმის ეთერზეთების დამატებით, მიღებული 1-2 წვეთი 1 ს/კ ბაზაზე. მსუბუქად შეიზილეთ კანზე დღეში 2-3-ჯერ.
► თმის ნიღაბი: ხორბლის ზეთი გამოიყენება სუფთა სახით ან ჟოჟობას ზეთთან ნარევში (1:1); ან 1 ს/კ ხორბლის ზეთზე 2-3 წვეთი ფიჭვის ეთერზეთის დამატებით; ან 2-2 წვეთი ევკალიპტის, ფორთოხლის და კედრის; ან 2-2 წვეთი ბეგქონდარას, ლიმეტის და ფორთოხლის. ასეთი ნარევი გამოიყენეთ თავის კანზე დაბანამდე 15-20 წუთით ადრე.
► ზეთი ხელების კანის მოვლისთვის: ხორბლის ზეთი შეიძლება გამოყენებულ იქნას სუფთა სახით ან ლავანდის და ბერგამოტის ეთერზეთების დამატებით, ემატება 1-2 წვეთი ეთრზეთი 1 ს/კ ხორბლის ბაზაზე. შეურიეთ და გაიკეთეთ ხელების და ფეხების მსუბუქი მასაჟი ყოველი დაბანის შემდეგ.
{s_blog_read_more}
► ნიღაბი სხეულის პრობლემურ ადგილებზე, კისრის, სახის და თვალების გარშემო კანის მოსავლელად: 1 ს/კ ფუძეს (ნებისმიერ კოსმ.ზეთს) დაუმატეთ 1-2წვ სანტალის, ვარდის და ლიმეტის ეთერზეთი. ნარევით გაჟღენთილი დოლბანდი დაიფინეთ სასურველ ზონაზე 15-20 წუთით დღეში 1-2 ჯერ.
► მასაჟი: რამდენიმე წვეთი შეიზილეთ კანზე თითების ბალიშებით. ნუშს ზეთი შესაძლებელია გამოიყენოთ , როგორც ბაზა თანაბარი რაოდენობით ავოკადოს, ატმის, ყურძნის წიპწების ან ჟოჟობას ზეთთან შერევით. ასევე შეიძლება ეთერზეთების დამატებაც (1 ს/კ ზეთის ფუძეზე 2-3 წვ). ასეთი ნარევი ეფექტურის სტრიების და ცელულიტის საწინააღმდეგოდ.
► თავის კანის მასაჟისათვის და თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად იყენებენ ნუშის და ჟოჟობას ზეთის ნარევს 1:1 თანაფარდობით.
► კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება: 10წვ ნუშის ზეთი დაამატეთ 10გრ კრემში, ტონიკში ან ლოსიონში, 7-10წვ-100მლ შამპუნში ან ბალზამში.
► ჰერპესის მკურნალობა: შეურიეთ ერთმანეთს ნუშის ზეთი ჩაისხის და ლავანდის ეთერზეთი 1:1:1 თანაფარდობით და შეიზილეთ ნარევი პრობლემურ ადგილზე 4-5 ჯერ დღეში.
{s_blog_read_more}
►ქოქოსის სამასაჟე ზეთი: ქოქოსის ზეთი გამოიყენება სახის, კისრის და ასევე მთელი სხეულის უშუალო მასაჟისთვის.
► ქოქოსის ზეთი სხეულისთვის: 1 ს/კ ქოქოსის ზეთი, 1 ჩ/კ ატმის ზეთი, 1-2 წვეთი ვარდის ეთერზეთი, კარგად აურიეთ. წაისვით სხეულზე მზის აბაზანების მიღებამდე.
► ქოქოსის ზეთი ხელებისთვის და ფრჩხილებისთვის: 1 ს/კ ქოქოსის ზეთი, 1 ჩ/კ გვირილის ზეთი, 3 წვეთი ლიმონის ეთერზეთი, 3 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი, 1 ს/კ გლიცერინი. მიღებული ნაზავით რეგულარულად შეიზილეთ ხელები და ფრჩხილები.
► ქოქოსის ზეთი ფეხის ტერფებისთვის : 1 ს/კ ქოქოსის ზეთი, 2 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი, 2 წვეთი ლიმონის ეთერზეთი, 2 წვეთი კვიპაროსის ეთერზეთი შერეული. წაისვით ფეხებზე ყოველდღიურად.
► ქოქოსის თმის ნიღაბი: 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი, 1 ჩ/კ ბირკავასზეთი, 2 წვეთი როზმარინის ეთერზეთი, 2 წვეთი ბეგქონდარას ეთერზეთი, 1 წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთი, კარგად აურიეთ. შეიზილეთ თმის ძირებში დაბანამდე 20 წუთით ადრე.
{s_blog_read_more}
► ნიღბები მშრალი და ნორმალური თმისთვის:
• 1 ს/კ ბირკავას ზეთი, 1 წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთი, 1 წვეთი მელისას ეთერზეთი, 2 წვეთი როზმარინის ეთერზეთი. შეიზილეთ თმის ძირებში დაბანამდე 30 წუთით ადრე;
• 1 ჩ/კ ბირკავას ზეთი, 1 ჩ/კ გვირილის ზეთი, 1 ჩ/კ ხორბლის ზეთი.შეიზილეთ თმის ძირებში დაბანამდე 30 წუთით ადრე;
► ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის: 1 ჩ/კ ბირკავას ზეთი, 1 ჩ/კ შის კარაქი (კარიტი), 1 ს/კ გრეიფრუტის რბილობი, 4 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი. მიღებული ნაზავი წაისვით თმის ძირებში. გააკეთეთ თბილი კომპრესი (ცელოფანი + პირსახოცი) 25-30 წუთის განმავლობაში.
► ნიღაბი მშრალი სებორეისთვის: ბირკავას ზეთი შეიზილეთ თავის კანში, შემოიხვიეთ თბილი შარფი და გაიჩერეთ 2 საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით და შამპუნით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
{s_blog_read_more}